“აზილო პოლიტიკოს“, “პროტეციონე სუსიდარია“-ს და “კაზი სპეჩიალი“-ს მოთხოვნას გაუქმების საფრთხე არ ემუქრება - საემიგრაციო სამსახური

საემიგრაციო საზოგადოება „Anolf“-ის ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე, იტალიაში მყოფ ემიგრანტებს, ინფორმაციას უზიარებს საემიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების სხვადასხვა ტიპის დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, რომ იტალიის მთავრობამ, ბინადრობის ნებართვის მიღების ერთ-ერთი ტიპის დოკუმენტი, “protezione speciale“ (სპეციალური თავშესაფარი) გააუქმა.

“კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება “აზილო პოლიტიკოს“ პერმესოს მოთხოვნაზე, “პროტეციონე სუსიდარია“ და “კაზი სპეჩიალი“! ამ მოტივით პერმესოს მოთხოვნას არანაირი გაუქმების საფრთხე არ ემუქრება.

სულ სხვაა „პროტეციონე სპეციალე“, articolo 19, რომლის მოთხოვნის საფუძველი შეიძლება იყოს ის რომ: - შენ ქვეყნიდან გაუსვლელად, რიგი მიზეზების გამო თუ ვერ გადაავადე „პერმესო“ და ემუქრება დახურვა, თუნდაც გახვედი და დაბრუნდი გარკვეული დროის შემდეგ. გადახდილი „კონტრიბუტების“ საფუძველზე შეგიძლია, შეგეძლო აღადგინო სპეციალური მოტივი შენი ქვეყნიდან დევნილობის, რომელიც შენს სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა!

2023 წლის 11 მარტიდან შეჩერდა „პროტეციონე სპეჩიალეზე“ მოთხოვნის გადაგზავნა! ვინც 11 მარტამდე გადააგზავნა, მას შეუძლია დაასრულოს მოთხოვნა! რა თქმა უნდა პირადი პრაქტიკების საფუძველზე ვსაუბრობ! ასე რომ ეს ის სიახლეა რომელიც მეტ ნაკლებად იცოდა საემიგრაციომ! მთავარია სწორად გაიგოს ხალხმა რაზეა საუბარი! “აზილო პოლიტიკოს“, “პროტეციონე სუსიდარია“ და “კაზი სპეჩიალე“- ზე ქვესტურაში ჩვეულებრივ მიმდინარეობს მოთხოვნები! მთავარია არ აგვერიოს და სწორად მიეწოდოს ხალხს ინფორმაცია“. - წერს ფიქრია კუჭუხიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალია “protezione speciale“-ს (სპეციალური თავშესაფარი) გაუქმებას გეგმავს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1686253094

ემიგრაცია

საქართველოში დაბრუნებულ 100 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 100 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის  გრანტი გადაეცემა. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო...

ზოგადი

1686165381

სპორტი

15-წლამდე მოჭიდავეების ტრიუმფი რუმინეთში-24 მედალი! 

რუმინეთის ქალაქ კლუჟში, იოან მურესანისა და ვალერიუ ბულარკას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა-11 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო!საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავ...

wrest

1686147510

ემიგრაცია

რა შეიცვალა "აზილოს" მოთხოვნის წესებთან დაკავშირებით და რატომ აღარ იღებენ ახალ განაცხადებს

საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge-ს, იტალიაში მყოფმა ემიგრანტმა დახმარებისთვის წერილობით მომართა:  „მოგმართავთ, ქართველი საემიგრაციოს სახელით და გთხოვთ იქნებ მივაწვდინოთ ხმა, ქართული საემიგრაც...

იტალია

1686080217

სპორტი

ვილი სანიოლის პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია სასტუმრო პულმანში გამართა. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუ...

soccer

1686054294

სპორტი

საფეხბურთო სეზონის დასასრული და ქართველი ფეხბურთელების შთამებჭდავი მონაგარი

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატები, რომლებიც შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით მიმდინარეობს, დასრულდა ან დასასრულს მიუახლოვდა. ქართველი ფეხბურთელების, რომლებიც მიმოფანტული არიან როგ...

soccer