BADANTE 24/24 - უფლებები და მოვალეობები
BADANTE 24/24 - უფლებები და მოვალეობები. არ არსებობს სამუშაო სექტორი და შრომითი ხელშეკრულება, რომელიც დასაქმებულ პირს დღე-ღამეში 24-საათიანი სამუშაო გრაფიკით დაასაქმებს.
24 საათის განმავლობაში მუშაობა ფიზიკურად შეუძლებელია და კანონითაც დაუშვებელია. იტალიაში დასაქმებული
შინამოსამსახურეების მიერ მონათხრობიდან, ხშირად ირკვევა, რომ დამსაქმებლები, განსაკუთრებით ქმედუუნარო პირების მომვლელებს ავალდებულებენ, შეასრულონ მომსახურება დაწესებული სამუშაო საათების მიღმა, თუნდაც მთელი დღე-ღამის განმავლობაში.
განსაკუთრებით ის მომვლელები,რომლებიც იმყოფებიან თანაცხოვრებაში დამსაქმებელთან, ან პირთან, რომელიც მოვლას საჭიროებს ყველაზე მეტად ექვემდებარებიან ამ ტიპის ზეწოლას, ასე ვთქვათ 24-საათიან სამუშაო გრაფიკს, მაგრამ უმრავლესობამ არ იცის, რომ მათაც აქვთ განსაზღვრული სამუშაო გრაფიკი.
სამუშაო ხელშეკრულება ადგენს მუშაობის გრაფიკს, მუშაკისა თუ დამსაქმებლის უფლებებსა და მოვალეობებს და მას პატივს უნდა სცემდეს, როგორც დასაქმებული, ასევე დამსაქმებელი. როგორც დასაქმებულს მოეთხოვება პუნქტუალობა საკუთარი საქმიანობის დროულად დაწყებასა და დასრულებაში, ასევე დამსაქმებელს არ შეუძლია მოითხოვოს მომსახურება სამუშაო საათის მიღმა სათანადო ანაზღაურების გარეშე. ყველა ეს პირობა მითითებული უნდა იყოს სამუშაო ხელშეკრულებაში.
შინამოსამსახურეობა და ქმედუუნაროს მზრუნველობა, შრომითი საქმიანობის ძალიან განსაკუთრებული სახეობაა იმ თვალსაზრისით, რომ სამუშაო საქმიანობა ადვილად არ მიეკუთვნება კონკრეტულ ვადებს. ვის შეუძლია განსაზღვროს, რომ მოხუცს, რომელსაც მომვლელი ესაჭიროება, რომელ კონკრეტულ საათებში შეიძლება დასჭირდეს მზრუნველობა? ამ მიზეზით, აღნიშნულ სექტორში, დღის წესრიგში დგას პრობლემები სამუშაო საათების მხრივ.
უნდა აღინიშნოს,რომ თუ მომვლელს სთხოვენ დამატებით მუშაობას ღამის საათებში, რაც თანაცხოვრების რეჟიმში ყოფნის საფუძველია, მას უფრო მეტი ანაზღაურება უნდა მიეცეს. მართალია, თანაცხოვრებაში მყოფი მომვლელი კმაყოფილდება ბინით და ზოგავს ქირის, ტრანსპორტის და საკვების ხარჯებს, რის გამოც ხელფასიდან ექვითება დამსაქმებლის მიერ ზედმეტად გაწეული ხარჯის გარკვეული პროცენტი, მაგრამ თუ ადგილი აქვს დამატებითი სამუშაოს დავალდებულებას ღამის საათებში, აუცილებლად უნდა იყოს სათანადოდ ანაზღაურებადი.
როგორ უნდა მოწესრიგდეს ხანდაზმულთა თანაცხოვრებაში მყოფი მომვლელის სამუშაო საათები?
ამ კონკრეტულ საქმიანობაში, პრაქტიკიდან გამომდინარე, მომვლელი, რომელიც ეხმარება მოხუცს მთელი დღის განმავლობაში, ხშირად იძულებულია, კუთვნილი დასვენების საათებით ვერ ისარგებლოს, რადგან ზოგჯერ, რამდენიმე წუთითაც სარისკოა მოხუცის მარტო დატოვება.
კანონი ითვალისწინებს დატვირთვის მაქსიმალურ სამუშაო დროს მომვლელებისთვის, იქნება ეს ყოველდღიური, ყოველკვირეული, თუ ყოველთვიური გრაფიკი. როდესაც ნორმალური სამუშაო გრაფიკი მითითებულ დროს გადააჭარბებს, კანონი ასევე ითვალისწინებს ხელფასების ზრდას.
შინამოსამსახურეთა კოლექტიური ხელშეკრულების თანახმად, რომელიც უნდა დაიცვან შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ასპექტში, მომვლელის ყოველდღიური სამუშაო საათები (კვირაში 54 სამუშაო საათი), არ უნდა აღემატებოდეს დღეში 10 სამუშაო საათს თანაცხოვრების პირობებში, ამიტომ, მომვლელს უფლება აქვს მინიმუმ 8 საათის განმავლობაში დაისვენოს იმავე დღეს და მოითხოვოს შუალედური დასვენება (ასევე ანაზღაურებადი) არანაკლებ 2 საათისა. (კვირაში მაქსიმუმ 6 დღე, 8 სამუშაო საათი, ეკუთვნის მომვლელს არათანაცხოვრების პირობებში).
ყოველკვირეული სამუშაო საათების მიხედვით, თანაცხოვრებაში მყოფ მომვლელს, კვირაში აქვს 36-საათიანი დასვენების უფლება, აქედან 24 საათი მთელი დღის განმავლობაში (ჩვეულებრივ კვირა დღე) და ზედიზედ 12 საათის განმავლობაში დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შეთანხმებული, ნებისმიერი დღე (ხშირად ხუთშაბათი დღე).
თუ გაუთვალისწინებელი მოთხოვნილებების გამო, კვირა დღეს (იგულისხმება 24 საათიანი დასვენება), მომვლელს უწევს მუშაობა, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს თანაბარი რაოდენობის ანაზღაურებადი დასვენება მომდევნო დღის განმავლობაში დამატებითი ანაზღაურების გარეშე (თუ შემდგომი დღით ჩაანაცვლებს დასვენების დღეს, ანაზღაურება აღარ ეკუთვნის).
ღამით შესრულებული სამუშაოსთვის (ვგულისხმობ 24 საათიანი დასვენების კვირის ღამეს), მომვლელს უფლება აქვს, მოითხოვოს ხელფასის 20% -იანი ზრდა. ღამით შესრულებული სამუშაოს დრო, ძირითადად, არის 22:00 საათიდან 06:00 საათამდე.
დამატებითი სამუშაო განიხილება როგორც ზეგანაკვეთური სამუშაო (straordinario).
ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურებული უნდა იყოს შემდეგნაირად:
- კვირის ნებისმიერ სამუშაო დღეს, როდესაც მომვლელს ეკუთვნის 12-საათიანი დასვენება, 06:00 საათიდან 22:00 საათამდე მუშაობისას, ეკუთვნის ხელფასის 25% -იანი ზრდა (2 საათიანი შუალედური დასვენებით), ხოლო 22:00 საათიდან 06:00-საათამდე, ხელგასის ზრდა 50% -ით;
- დღესასწაულებზე მუშაობისას (კვირა დღის 24 საათიანი დასვენება ტოლია დღესასწაულზე 24 საათიანი დასვენებისა), ხელფასი იზრდება 60% -ით; (არათანაცხოვრების პირობებში, მომვლელს, დღესასწაულზე დღის საათებში მუშაობისას ემატება ხელფასის 10%).
- მომველის უფლებებში ასევე შედის 26 სამუშაო დღის შვებულება მთელი წლის განმავლობაში. შვებულების მოთხოვნა შესაძლებელია სამუშაოს დაწყებიდან 6 თვის შემდეგ. შვებულება შეიძლება დაიყოს არაუმეტეს ორ პერიოდად და ეს უნდა მოხდეს დამსაქმებელთან შეთანხმებით.
მომვლელის სხვა უფლებები:
- მომვლელს აქვს უფლება, მოითხოვოს მეცამეტე ხელფასი, რომელიც ანაზღაურებადია წლის ბოლოს, დეკემბერში;
- მომვლელს, სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ, ეკუთვნის დამატებითი ერთი თვის ანაზღაურება თითოეულ ნამუშევარ წელიწადზე;
- ავადმყოფობის უფლება: "INPS" არ ანაზღაურებს კომპენსაციას, მაგრამ მომვლელს აქვს უფლება, ავადმყოფობის პერიოდში შეინარჩუნოს სამუშაო;
- 15-დღიანი დამატებითი, ანაზღაურებადი შვებულების უფლება ქორწინების შემთხვევაში;
- მშობიარობის შემთხვევაში სამუშაოს შენარჩუნებისა და ხელფასის ნაწილის უფლება. (თუ მომვლელი ავად გახდება, აქვს უფლება, მოითხოვოს 5 დღის ანაზღაურება ხელფასის სახით).
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, როგორც მომვლელს, ისე დამსაქმებელს შეუძლია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, მაგრამ აუცილებელია, ამის შესახებ წინასწარ მოხდეს შეთანხმება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის და პერიოდის თადარიგის განსაზღვრა, რომელიც უნდა იყოს 8-დან 15 დღის ინტერვალით.
იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული პირი თავს იგრძნობს დაჩაგრულად არასაკმარისი ანაზღაურების, ზედმეტი საათების შესრულების ვალდებულებას, დამსაქმებლის მხრიდან უხეში მოპყრობისა და ა.შ. გამო, შეუძლია, დაუყოვნებლივ მიმართოს "Ispettorato del lavoro"-ს,ან ნებისმიერ ადვოკატს საკუთარი უფლებების დასაცავად.
(ასევე დამსაქმებელს აქვს უფლება,დასაქმებული პირის არაპუნქტუალურობის შემთხვევაში, გააპროტესტოს საკითხი).
სტატიაში განხილული უფლებების დასაცავად, თავიდანვე აუცილებელია თადარიგის დაჭერა. ამიტომ,სამუშაო ხელშეკრულების დადებამდე, მიმართეთ „იურიდიული კონსულტაცია ემიგრანტებისთვის__"Associazione Tutto Insieme Georgia" - ს პრეზიდენტს, ხათუნა ტატუნაშვილს, წინასწარი შეთანხმებისთვის, რათა თავიდან აირიდოთ ტრეფიკინგის შემთხვევები.
1777399324
საზოგადოებადათა გვასალია: ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ „ლუზერთა“ კლუბის სესიები - ოპოზიციურ გურუებს „ჰერმეტული დემოკრატია“ აქვთ და ვინმემ ფანჯარა გამოუღეთ
ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის ჯგუფური თერაპია, სადაც დახურულ...
1777398769
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენ ვნახეთ გახსნილი საქმეები, რაც ეხება ანტი ნარკოტიკულ კამპანიას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, დარწმუნებულები ვართ, რომ იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს ბატონი გეკა ახალი პოზიციიდან მუშაობას
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მისი პროფესიული წარსული და მისი დიდი გამოცდილება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გეკა გელაძეზე საუბრისას. მისივე თქმით, ყველამ კარგად ნ...
1777396873
ახალი ამბებისაპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს
საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს. „2026 წლის 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესი...
1777396334
ახალი ამბებიმარნეულში მომხდარ ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 10 წლის ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ქუჩაში გადაადგილდებოდა. მძღოლმა ბავშვი სამედიცინო დაწესებუ...
1777394471
მსოფლიოდონალდ ტრამპმა აშშ-ისა და ბრიტანეთის განსაკუთრებულ კავშირებს გაუსვა ხაზი
თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობებსა და ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა განსაკუთრებული პატივით მოიხსენია დედოფალი ელ...




























