ბარის ქართველი ემიგრანტების საყურადღებოდ
საემიგრაციო საზოგადოება „Anolf“-ის ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე იტალიის ქალაქ ბარიში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, მათთვის ვისაც ბინის ქირის კონტრაქტი აქვს გაფორმებული, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას ავრცელებს.
პოსტიდან ვიგებთ, რომ გამოვიდა კანონი, რომლის თანახმადაც ქ. ბარიში მცხოვრებლებზე გაიცემა ყოველწლიური ბონუსი. ამჯერად, საუბარია 2020 წლის ბინის ქირის გადასახადზე.
თუ პირს სურს, რომ მიიღოს აღნიშნული ბონუსი, ანუ სახელმწიფომ აუნაზღაუროს 2020 წლის განმავლობაში გადახდილი ქირის საფასური, გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.
პირველ რიგში, მთავარია ბინის კონტრაქტი შემოსავლების სამსახურში, ანუ Agenzia delle entrate-ში იყოს დარეგისტრირებული და მეორე, პირს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყოველწლიური დეკლარაცია შევსებული, ე.წ. 7 30.
თუ აღნიშნული საბუთი, ანუ 7 30 არ გაქვთ, როგორც ფიქრია კუჭუხიძე აღნიშნავს, შესაძლებელია გაკეთდეს მეორე ტიპის დეკლარაცია Modello Unico. ასევე აუცილებელია დოკუმენტურად, ანუ ქვითრებით, ან გადარიცხვის ამონაწერით დაადასტუროთ ქირის ყოველთვიური გადახდა.
იგივე კანონი ვრცელდება თუ არა სხვა ქალაქებზეც, ამის შესახებ ადგილობრივ მერიაში უნდა იკითხოთ.
ნინა მამუკაძე
იტალია, ფლორენცია
1791138233
ახალი ამბებიგარდაბანში კაცი მოკლეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში კაცი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი თანასოფლელებს შორის კამათის დროს მოხდა. 35 წლის კაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, რის შედეგადაც ის...
1791134728
ახალი ამბებისაპატიო თბილისელი წელს 32 მოქალაქე გახდა
საპატიო თბილისელის წოდება წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა. ისინი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე დააჯილდოვა. თბილისის საპატიო მოქალაქეები გახ...
1791133529
ახალი ამბებიკახა კალაძემ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა - „მადლობა ყველაფრისთვის, რაც თბილისს მიეცით“
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. აღნიშნული სტატუსი წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა. კახა კალაძემ შეკრებილ სტუმ...
1791130090
მსოფლიოესპანეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
ესპანეთში, კატალონიაში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. კატალ...
1791127059
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. როგორც განცხადებაშია აღნიშ...






























