“დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, უფრო ადრე წავიდოდი ემიგრაციაში” - ემიგრანტები იტალიიდან

დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, წახვიდოდით ემიგრაციაში?

ეს კითხვა დავსვით ExclusiveTV-ის იტალიის ბიუროს ფეისბუკ ჯგუფში, რომელსაც იტალიაში მცხოვრები არაერთი ემიგრანტი გამოეხმაურა.

აზრი შუაზე გაიყო. მოპასუხეთა ნახევარმა დაწერა, რომ არ წავიდოდა ემიგრაციაში, მეორე ნახევარმა, პირიქით - დადებითი დამოკიდებულება გამოხატა, მაგრამ პასუხებში შევნიშნეთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი.

იმ ემიგრანტების უმრავლესობა, რომლებმაც კითხვას დადებითი პასუხი გასცეს, აცხადებენ, რომ გაცილებით ადრე წავიდოდნენ ემიგრაციაში, ვიდრე წავიდნენ. 

ჩვენ, რამდენიმე მკითხველის კომენტარს გთავაზობთ:

რ.ბ.: კი, წამოვიდოდი. ჩემი ოცნება იყო გერმანია, მაგრამ იტალიაში მოვხვდი. უკვე ისე შემიყვარდა ფლორენცია ვერ ვანებებ თავს, მაქვს ბევრი მიზანი. იმედი მაქვს, აუცილებლად მივაღწევ.

ა.ბ.: ღმერთმა მალე დაასრულოს ჩვენი ემიგრანტობა და საკუთარ ოჯახებს დავუბრუნდეთ.

ლ.ე.: დროის უკან დაბრუნება, თუ იგივე სოციო-ეკონომიურ პირობებში დამაბრუნებს, ალბათ უფრო ადრე წავიდოდი ემიგრაციაში, ვიდრე ახლა.
რატომ? იმიტომ რომ ჩემს ქვეყანაში, ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე.

ფ.კ.: დაუფიქრებლად! ემიგრაცია, სადაც გიპოვა ცხოვრებამ როგორც ადამიანი! ემიგრაცია, სადაც იპოვე საკუთარი  თავი როგორც ადამიანმა!  მიუხედავად იმისა სამშობლოში რაც უმუშევრობით გადავიტანე იმაზე უარესი აქ გადამხდა, მაგრამ ისევ ქართული შტრიხით... ბრძოლას კი ყოველთვის  აქვს აზრი და ამ ბრძოლის მიმართულებით გზა არ გეკარგება. უკან გახედვის კი  მეშინია! და დუმილის ფარდა გადავაფარე ყველა განვლილ დროს, რომ არ განმეორდეს! ემიგრაცია, ცხოვრების ახალი გზა ოცნებების ასრულებით. დავამატებ, ვფიქრობ, რომ დავაგვიანე ემიგრაციაში წამოსვლა!

ხ.თ.: დიახ, წავიდოდი! აუცილებლად წავიდოდი ქვეყნიდან, სადაც მომავალი ბუნდოვანია და უპერსპექტივო.

ნ.გ.: მე პირადად არა! როცა პატარა შვილებს და მეუღლეს ტოვებ (რომელიც დარდით დაიღუპა) არასოდეს გადავდგამდი ამ ნაბიჯს!

მ.ნ.: არა, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ წამოსვლა არ დამჭირვებოდა.

მ.ლ.: უფრო ადრე წამოვიდოდი და სიბერე მაინც მექნებოდა ჩემს ოჯახში.

ი.წ.: არა, არა და არა! 5 დღეში გადავწყვიტე წამოსვლა... არ დავფიქრებულვარ და წარმოდგენითაც ვერ წარმოვიდგენდი, თუ ემიგრაცია როგორი ყოფილა! არასოდეს არავის ვეტყვი აქ წამოდი-თქო, არა!

მ.კ.: დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, დიდი ხნით ადრე ჩამოვიდოდი აქ და უაზროდ არ დავკარგავდი ძვირფას წლებს სხვა ქვეყნებში.

ლ.მ. ოჯახით უნდა წამოვსულიყავი. მენანება ის წლები, რომელიც ჩემი ქმარ-შვილის გარეშე აქ გავატარე. იტალიისთვის კი, მადლობის მეტი რა მეთქმის, ძალიან გვაკომპლექსებდნენ ძველი ჩამოსულები, თითქოს შეუძლებელი იყო ყველაფერი. სინამდვილეში ასე არაა. დალაგებულ ქვეყანაში ყველა მოახერხებს ფეხზე დადგომას, ქალიც, კაციც და ბავშვიც.

ი.გ.: კი! სულ იმას ვფიქრობ, აქამდე რატომ არ წამოვედი. სამშობლო ერთია და შეუცვლელი, მაგრამ სახლი ისაა, სადაც თავს კარგად და დაცულად გრძნობ, ასე ვფიქრობ მე.

თ.გ.: არაო და ვინც ლანძღავს, დაბრუნდით, სავალდებულო კი არ არის ემიგრანტობა.

ნ.კ.: თავიდან ვამბობდი ნეტავ აქამდე ჩამოვსულიყავი-თქო. ახლა კი ვამბობ, ნეტა საერთოდ არ ჩამოვსულიყავი. ქალი გავნადგურდი ფსიქოლოგიურად.

ნ.მ.: არავითარ შემთხვევაში, მაგრამ უკან  დაბრუნება უფრო საშინელება ყოფილა.

ხ.შ.: არ წავიდოდი, მაგრამ ამ გამოცდილებით ვისურვებდი იქ ყოფნას!

მ.მ.: მიჭირს აქ ყოფნა, ძალიან მიჭირს შვილებისგან დედისგან შორს, მაგრამ სხვა გზა არ იყო, გამოსავალი რომ მეპოვა ჩემს სამშობლოში დავრჩებოდი. სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე სხვა გზა და წამოვედი.

P.S. დასკვნის გაკეთება, თქვენთვის მოგვინდვია ძვირფასო მკითხველო!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791297483

ახალი ამბები

დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატუ...

ნოდარ ჩაჩუა

1791295760

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა არის გამქრალი, ერთადერთი, ვინც დღეს მათ ასულდგმულებთ, ეს არის უცხოეთი

ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, „აირაის“ კვლევამ კარგად აჩვენა, თუ რა პროცესები მიდის ოპოზიციაში. „რადიკალუ...

შალვა პაპუაშვილ

1791295468

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე: ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატოს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით, დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, მიზნებისა და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ

„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატოს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით. დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, მიზნებისა და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ რაც შეეხება ნატოს წევ...

შალვა პაპუაშვილი

1791294513

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, რაშიც გვისწრებს მოლდოვა, არის ბრიუსელის ლამაზი სიტყვები, ასეთი სიტყვები ნამდვილად არ გვჭირდება, თუკი მათ მიღმა თავსმოხვეული პოლიტიკით დავზიანდებით

„ვინც უჯერებს ბრიუსელს, ზიანდება, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს და უჯერებს საკუთარ ხალხს, მოგებაშია ეკონომიკური თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხად...

შალვა პაპუაშვილი

1791294443

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: გარე აქტორები როდესაც ცდილობენ, გავლენა მოახდინონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ არჩევანზე, ეს თანამშრომლობა აღარ არის, ეს სახელმწიფოთა სუვერენიტეტის დარღვევაა

„უცხოური ჩარევა დემოკრატიული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი და მუდმივი საფრთხეა. ამასთან, ეს სისტემური და მზარდი გამოწვევაა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპა...

შალვა პაპუაშვილი