ძიძის წარსული: ქალმა რომელმაც 13 თვის ბავშვი ფანჯრიდან გადააგდო კარგი დახასიათებით სარგებლობდა

მკვლელობის მცდელობისთვის, 32 წლის ძიძა პატიმრობაში რჩება. 2 ივნისს ძიძამ, 13 თვის ბავშვი სახლის მეორე სართულიდან გადააგდო. პატარა მრავლობითი მოტეხილობებით ბოლონიის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მაგრამ, ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამომძიებელმა მოსამართლემ დაადასტურა ძიძის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავება. გუშინ, 2022 წლის 3 ივნისს, დილით, დაკავების და საგარანტიო დაკითხვის სხდომის შემდეგ, მოსამართლემ, პროკურორის მოთხოვნის გათვალისწინებით, დაადასტურა პატიმრობა და აღკვეთის ღონისძიების შეფარდება 32 წლით თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების სახით.

ძიძას მონიკა სანტი, ბრალი ედება 13 თვის ბავშვის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან განძრახ გადადგება.

„ტომაზო ავიღე და ფანჯრიდან გადავაგდე, არ ვიცი რატომ გავაკეთე ეს, ავადმყოფობა მქონდა, ერთგვარი ტრანსი", დაადასტურა ატირებულმა ძიძამ.

იმ მომენტში სახლის პირველ სართულზე დამლაგებელი იმყოფებოდა, რომელმაც მეზობლებთან ერთად მიწაზე მწოლიარე ბავშვი დაინახეს.

ძიძამ აღიარა, რომ ბავშვი ფანჯრიდან გადააგდო და სასამართლო დარბაზში მყოფ პირებს გაუნარტა, რომ არ იცის ეს რატომ ან როგორ გააკეთა. ქალმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა როგორ აეხსნა მიზეზი, რამაც აიძულა  გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. მისი ადვოკატი ფრანჩესკა ნერი განმარტავს: „ამ ქმედების განხორციელების შემდეგ, არა წინასწარ განზრახული, არამედ ინსტინქტურად, იგი აღმოჩნდა პარალელურ რეალობაში. ძიძამ მოახერხა დამლაგებელთან მისვლა და უთხრა: "ბავშვი ახლა თავისუფალია". ეს წინადადება ორჯერ თუ სამჯერ გაიმეორა. 

ძიძის წარსული

"კარგი გოგო", "პროფესიონალი", მას ყველა ასე ახასიათებს. შვიდი წლის წინ დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი, შემდეგ მუშაობა ბუღალტერიის მდივნის პოზიციაზე დაიწყო. შარშან სამსახური უეცრად შეუწყდა და სახელფასო დავალიანების მისაღებად იურისტები ჩაერთნენ. შემდეგ პერიოდი საფრანგეთში ფრანგული ენის შესასწავლად გაემგზავრა და ძიძად მუშაობა, წელს კი მოდენაში დაბრუნება. ტომაზოზთან ძიძად მიმდინარე წლის იანვარში მოეწყო. მონიკამ ბავშვის ოჯახი ინტერნეტში გავრცელებული განცხადებით იპოვა, სადაც რვა საათს მუშაობდა. როგორც ოჯახი ამბობს, ხუთი თვის მანძილზე ძიძისთვის არაფერი საგანგაშო არ შეუმჩნევიათ.

31 მაისს მომხდარის მთავარი მოწმე, სხვადასხვა გაზეთების მიერ გამოქვეყნებული ვერსიების მიხედვით, დამლაგებელი ქალბატონია. 

დომენიკო ბერარდი, ბოლონიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის სრული პროფესორი, ცდილობს განმარტოს ის, რაც მოხდა სოლიერაში.  "სავარაუდოდ, ამ გოგონას ჰქონდა ფსიქოზური ეპიზოდი, თუ არა ბოდვითი აშლილობა, ან სულ მცირე, ბოდვითი ატმოსფერო.  ამ ისტორიაში მე ვხედავ ორ მთავარ ფაქტორს: იმედგაცრუება, შემდეგ სამუშაო გამოცდილების წარუმატებლობა და მარტოობა. ზოგადად, სამსახურში, რადგან მაღალი კონკურენციაა, შემეცნებითი და ემოციური ხასიათის მყიფე ადამიანებმა შეიძლება დაკარგონ წონასწორობა. მწვავე ფსიქოზი შემთხვევით არ იწყება. ეს ასე შემთხვევით და მოულოდნელად არ ხდება, რომ ვინმე ჩვეულებრივი ცხოვრების რაღაც მომენტში მსგავს ქმედებებს სჩადიოდეს. ფსიქოზური ეპიზოდები  წელიწადში 100 ათასი მოსახლედან ოც ადამიანში ვლინდება“.  - ამბობს ექსპერტი. გამოძიება გრძელდება.

ამავე თემაზე:

📌 ფანჯრიდან გადავარდნილი 13 თვის ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

📌 იტალია - ძიძამ აღიარა, რომ ბავშვი ფანჯრიდან განზრახ გადააგდო

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784053427

საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, - ინ...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1784050990

საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, - ინფორმაციას ში...

მეხანძრე-მაშველებმ

1784050075

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ის დრო, როდესაც ვინმეს შეეძლო ჩვენზე თავდასხმა მძიმე საფასურის გადახდის გარეშე, დასრულდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს აფრთხილებს, რომ ისრაელი თავის ტერიტორიაზე მიტანილ დარტყმას დამანგრეველი ძალით უპასუხებს. „ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“, - აცხადებს ის ნ...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1784046658

მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის

აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმ...

გაერო გაერო

1784044486

საზოგადოება

ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება

ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა...

ზურაბ პატარაძე