„ემიგრანტებო ვინც რუმინულ, პოლონურ, ლიეტვურ საბუთებს გაკეთებინებენ, არ გააკეთოთ, დამწვარი საბუთია ეგ დიდ პრობლემებს შეგიქმნით“ - ნათია ვაშალომიძე

ემიგრანტები ხშირად უზიარებენ ერთმანეთს სხვადასხვა საჭირო ინფორმაციას, რომელსაც პირადი გამოცდილების შედეგად ეცნობიან.
იმისთვის, რომ სხვა ქვეყანაში მცხოვრებმა პირმა, ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლება მოიპოვოს, ამისთვის საკმაოდ რთულ და ბიუროკრატიულ გზას გადის.
გთავაზობთ იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, ნათია ვაშალომიძის წერილს, რომელიც ემიგრანტებს მიმართავს:
„ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო თუ უცნობებო, პირველ რიგში, ბოდიშს გიხდით რომ, ვერ გპასუხობთ დროულად ჩემი მუშაობის რეჟიმიდან გამომდინარე!!! მწერთ და მირეკავთ რომ, რუმინულ საბუთს მაკეთებინებს ქართველი, ძალიან კარგია და მუშაობს უპრობლემოდო.... არ დაიჯეროთ!!! დამწვარი საბუთია და ძალიან დიდ პრობლემებს შეგიქმნით!!! ასევე პოლონურიც, ლიტვური საბუთებიც!!!
ახლა, შეიძლება გახვიდეთ რაღაც ეტაპზე, მაგრამ, რინოვარეზე ანუ გადანახლებაზე რომ მივა საქმე, ვაი უბედურებავ!!! ახლობლებმა გააკეთეს და მთელი ომები მქონდა გაჩაღებული, როგორც იტალიელებთან, ასევე ქართველებთან!!!
კიდევ, გაინტერესებთ რომ, მაქვს საბუთი, ან არ მაქვს საბუთი და ფერიას, გადამიხდიანო? მარტო ფერია კი არა, ლიკვიდაციონი, ტრედიჩეზიმა, ლიბერა ჯორნატები, ფერია, ფესტა, ორი საათები, ყველაფრის გადახდა გეკუთვნით!!!
იტალიელებთან შეკრულო უმეტესო, სულით გახრწნილო ქართველებო, დროზე ისწავლოთ იქნებ ჭკუა და ცოდვები მოინანიოთ, თორემ, სახალხოდ გავუკეთებ აფიშირებას თქვენს, დაბინძურებულ სახელებს და გვარებს და მარტო ამით არ დავკმაყოფილდები იცოდეთ!!! ასეთი უნამუსო კატეგორია, ოფისებთან ან იტალიურ ოჯახებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას რომ, - მოგიყვანთ ბადანტეს და მხოლოდ, ხელფასზე იმუშავებს, რადგან, დამსახურება ჰქონდეთ იტალიელებთან და სხვა კლიენტებიც უშოვონ იაფფასიანი მუშახელის მიყვანით!!!
როცა, დასაქმებული პიროვნება შიშით ეუბნება დამსაქმებელს, ხელფასს გარდა სხვას ვერაფერს ავიღებო? გარეწრები უმალ აჩუმებენ, არ იყო თავში მოლაპარაკებული დანამატების გადახდაო!!! ფუი, გულის ამრევო ნაძირლებო!!! გაფრთხილებთ, ნურც შინაურს და გარეულს ენდობით, სანამ დასაქმდებით, დამაკავშირეთ თქვენი პატრონი და დამსაქმებელი!!! ვინც არ იცით, ეს არის ჩემი ტელეფონის ნომერი 38 95 84 51 00.“ - წერს ნათია ვაშალომიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ემიგრანტებო!!! 28 მაისს ნეაპოლის „აზლი“ უფასო სამედიცინო გამოკვლევებს გთავაზობთ
1754212845
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების მოთხოვნაზე: 2017 წელს კონსტიტუციაშიც შევიტანეთ შესწორება და დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება, მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს გამოგონილი თემებია
შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის განცხადებას, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაუშვას ერთნაირსქესიანთა ქორწინება და უზრუნველყოს ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა, თავდ...
1754211194
ახალი ამბებირუსეთში კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რუსეთის კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, - აღნიშნულის შესახებ გერმანიის გეომეცნიერების კვლევის ცენტრი იტყობინება. ბიძგები 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შ...
1754210574
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: არ არის პოლიტიკურად კორექტული და დიპლომატიურ ეთიკასაც სცდება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ქონებას
„არ არის პოლიტიკურად კორექტული და დიპლომატიურ ეთიკასაც სცდება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ქონებას“, - ამის შესახებ პა...
1754208224
საზოგადოებაშოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა
შოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, ბუბისწყლის ხეო...
1754207553
ახალი ამბებისამცხე-ჯავახეთში გეკა გელაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინის...