ფლორენციაში, წმინდა ნინოს სამრევლო ტაძართან, ქართული საკვირაო სკოლა დაარსდა

იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში, საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო ტაძართან, ქართული საკვირაო სკოლა სკოლა დაარსდა. 

ბავშვებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან პირველი შეხვედრა, 6 ნოემბერს გაიმართა,
სკოლამ ფუნქციონირება უკვე 13 ნოემბერს დაიწყო.

ამ ეტაპზე საკვირაო სკოლაში, 30 მოსწავლე ირიცხება. სასწავლო პროცესში ჩართულნი იქნებიან პედაგოგები: მორჩილი ეკატერინე კოჭლამაზაშვილი, რეზო ჭეიშვილი, რიტა სიმსივე და ლარისა გოგუა. აქ პატარა ქართველები შეისწავლიან: ქართულ ენას და ლიტერატურას, ისტორიას, რელიგიის კატეხიზმოს, მუსიკას, ცეკვას, ხელოვნებასა და ხატვას. 

გაკვეთილები ჩატარდება ყოველ კვირას 12:30-იდან 16:00 საათამდე, წმინდა ნინოს სამრევლო ტაძრის დარბაზში, მისამართზე: Via dei Serragli 102, Firenze. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამრევლო სკოლის პედაგოგს რეზო ჭეიშვილს T: +39 320 2411498.

ExclusiveTV-ის რედაქცია ულოცავს ტაძრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ანდრიას (ლაცაბიძე), ფლორენციის წმინდა ნინოს სამრევლოს და პატარა ქართველებს, ამ სასიხარულო და მეტად მნიშვნელოვან სიახლეს.

ნინა მამუკაძე

იტალია|ფლორენცია

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714901543

სოციალური მედია

„წუხელ გავედი სასაფლაოზე და მამაჩემი აღარ დამხვდა...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „წუხელ გავედი სასაფლაოზედა მამაჩემი აღარ დამხვდა.სიგარეტი მივუტანე და აღარსად იყო მამაჩემი.ღია საფლავთან ანგელოზთა...

აა

1714846659

ახალი ამბები

„ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნებულიყო და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა გადავდივართ იმ სტადიაში, რასაც სუვერენიტეტის გამყარება ჰქვია“ - მაია ბითაძე

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა გადავდივართ იმ სტადიაში, რასაც სუვერენიტეტის გამყარება ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „ქრო...

პოლიტიკოსები

1714839312

ახალი ამბები

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს

აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილები...

ზოგადი

1714834399

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და დიდი ალბათობით, „უდინეზესთან“ უახლოეს მატჩში ვერ ითამაშებს. როგორც „ნაპოლის“ ვებგვერდი წერს, გუშინ, ვარჯიშზე ხვიჩამ მარცხენა ბარძაყის კუნთი დაიჭ...

ააა

1714834089

სპორტი

დიმიტრი გოჩილაიძემ დუშანბეს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრებო დღეს სამმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. 81 კგ წონით კატეგორიაში დიმიტრი გოჩილაიძემ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის...

დიმიტრი გოჩილაიძე