იტალია, ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, არალეგალი და თავშესაფრის მთხოვნელი მიგრანტების კონტროლს და მონაცემთა ბაზის შექმნას იწყებს?!
იტალიურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკომისიას, არალეგალური მიგრაციის გაკონტროლების მიზნით, სკრინინგის დანერგვა სურს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ ქვეყნებზე, სადაც უცხოელები საზღვაო გზით, ნავებით შემოდიან. მათ შორისაა იტალიაც.
ევროკომისია ევროპის ქვეყნებში არალეგალური გზით შემოსული და თავშესაფრის მთხოვნელი უცხოელების კონტროლს ითხოვს, რათა თავიდანვე ნათელი იყოს, წარმოადგენენ თუ არა ეს ადამიანები რისკს ევროპის უსაფრთხოებისთვის.
ეს გულისხმობს მონაცემთა საერთო ბაზის შექმნას, რომელიც იქნება ცენტრალიზებული და მონაცემები იქნება შეტანილი ყველა იმ პირზე, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის არის გასამართლებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ჯერ არ არის ნათელი, ვინ იქნება პასუხისმგებელი შემოწმებებზე და ვინ, სისტემის შეცდომით, ან ბოროტად გამოყენების შემთხვევაში.
პროცესი მოითხოვს მონაცემთა ძალიან დიდი მასშტაბის ანალიზს: შესვლა/გასვლის სისტემა (Ees), ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა (Etias), შენგენის ზონის საინფორმაციო სისტემა (Sis), სავიზო საინფორმაციო სისტემა (Vis), ევროპოლის მონაცემთა ბაზა, ინტერპოლის მონაცემთა ორი ბაზა და ევროპული სისხლის სამართლის ჩანაწერების საინფორმაციო სისტემა არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის (Ecris-Tcn). სწორედ ეს უკანასკნელი აგროვებს ინფორმაციას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების შესახებ, რომლებიც სისხლის სამართლის, ან ტერორიზმის ბრალდებით არიან გასამართლებულნი ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში.
ამ ეტაპზე, მხოლოდ არალეგალ და თავშესაფრის მთხოვნელთა კონტროლის საკითხია დღის წესრიგში, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ მსგავსი ტიპის სკრინინგი, ევროკავშირში შემსვლელ ყველა პირზე დაწესდეს.
1772359778
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე ოპოზიციის აქტივისტებს: სერგო ორჯონიკიძემაც ზუსტად ის გააკეთა რასაც თქვენ ცდილობთ - უცხოტომელებთან მივიდა და უთხრა, მე თქვენი იდეოლოგიის მიმდევარი ვარ და დამეხმარეთ, ჩემს სამშობლოში მოწინააღმდეგეები გავანადგურო
ექსპერტი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის აქტივისტებს მიმართავს, რომ ისინიც ზუსტად იმავე გზას ადგანან, რასაც სერგო ორჯონიკიძე. ჩიხელიძეს სწორედ ორჯონიკიძის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ოპოზიცია უცხო ძალები...
1772358008
ახალი ამბებიირანი აცხადებს, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ სკოლაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 108 ადამიანი დაიღუპა
ირანის სამხრეთით მდებარე სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 108 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი პროკურორის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, აფეთქება მაშინ მო...
1772356069
ახალი ამბებიძიუდო - ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ნახევარფინალშია
ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) მეოთხედფინალში სამხრეთკორეელი კიმი ულამაზესი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში იაპონელ რიკუ ო...
1772352283
მსოფლიოირანი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში 27 ამერიკულ სამიზნეზე იერიში მიიტანა
ირანი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სარაკეტო თავდასხმების ფონზე, რეგიონში აშშ-ის 27 სამხედრო სამიზნეზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. ირანის რევოლუციური გვა...
1772351977
ახალი ამბებიქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგ...































