იტალია - “ISEE, მისი დამზადება აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ დახმარებები” - ფიქრია კუჭუხიძე
საემიგრაციო საზოგადოება Anolf-ის ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე ISEE-ს, ანუ პირის ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებლის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ახალი თავსატეხი - ISEE (პირის ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი)! მისი დამზადება აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
როდესაც ISEE მზადდება ფიქსირდება პირის წლიური საშემოსავლო და საბანკო ბრუნვა. ზოგს უფიქსირდება 5 ათასი, ზოგს - 8 ათასი, ზოგს - 12 ათასი და ზოგსაც არაფერი.
შემოვიდა შეკითხვა, თუ რატომ ვერ იღებენ იმ თანხას, რომელიც ISEE-ს გაკეთების შემდეგ დაუფიქსირდათ!
მინდა განვმარტო, რომ ეს არ არის თანხა, რომელიც უნდა გადაგიხადონ! პირიქით, როდესაც რომელიმე ბონუსზე, ანუ დახმარებაზე ვაკეთებთ განაცხადს, უნდა წარვადგინოთ ISEE, ანუ ვაჩვენოთ ჩვენი შემოსავლები და სწორედ ამის მიხედვით, გაიცემა შემდეგ სხვადასხვა სახის ბონუსები და დახმარებები.
უნდა ვიცოდეთ, თუ რა დატვირთვა აქვს ISEE-ს! ვიცოდეთ, რომ ყოველი წლის იანვარში უნდა დავამზადოთ!
მის გასაკეთებლად უნდა წარვადგინოთ Giacenza media, წლიური საბანკო ამონაწერი ყველა იმ ბანკიდან, სადაც ანგარიში გვაქვს გახსნილი 2 წლით უკანა ვადით!
თუ ანგარიში არსად გაქვთ გახსნილი, ამ საბუთის გარეშე დამზადდება ISEE და სხვა დანარჩენ რეკვიზიტებს "პატრონატო" აგიხსნიან რა გჭირდებათ.
თუ წლის განმავლობაში შეიცვალა თქვენი სამსახურებრივი მდგომარეობა, იცოდეთ, რომ მოდელი ISEE განმეორებით უნდა დამზადდეს, რომ დაფიქსირდეს ზუსტი საშემოსავლო სიტუაცია!" - წერს ფიქრია კუჭუხიძე.
1791383309
ახალი ამბებიეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს. მთავრობის მიერ მომზადებული ძირითადი ფი...
1791383197
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან მომავალზე ორიენტირებული საუბარი გამოგვივიდა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება ორმხრივ ფორმატში
„დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარი გქონდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ვიზიტების ურთიერთგაცვლაზე“, – ამის შესახებ „ქართული...
1791381935
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას
„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვი...
1791380679
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება - თუ ვინმეზე, ერთ პიროვნებაზე შეიძლება იყოს დაყვანილი ეს წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი
„ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება. თუ ვინმეზე შეიძლება იყოს ეს დაყვანილი, ერთ პიროვნებაზე ეს წარმატ...
1791380010
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ჩვენ მიერ არის მიღებული და საინტერესოა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ხომ არ არის ეს კანონი გადასახედი ან ფორმულირება შესაცვლელი?
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რამდენიმე საკითხის ასახვის შესახებ ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც...

























