იტალია მინიმალურ სახელფასო ზღვარს ზემოთ სწევს, მაგრამ შესაძლოა ხელფასების მომატება “ბადანტეებს” არ შეეხოთ?!
იტალიაში კვლავ გააქტიურდა საკითხი მინიმალური სახელფასო განაკვეთის გაზრდის შესახებ, რომელიც სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, რის შემდეგაც დამსაქმებელს დადგენილ თანხაზე ნაკლების გადახდა, კანონით აეკრძალება.
ამ მხრივ იტალიაში, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არც თუ ისე სახარბიელო პირობებია. იქიდან გამომდინარე, რომ საკითხს კანონი არ არეგულირებს, დამსაქმებლები ხშირად გარკვეული მექანიზმების გამოყენებით, ინდივიდუალურად განსაზღვრავენ მათ მიერ დაქირავებული პირების ხელფასს.
აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, არაერთ სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებს, ხელფასი მნიშვნელოვნად გაეზრდებათ. ერთ-ერთი ასეთია კერძოდ, ოჯახებში მომვლელებად, ძიძებად, შინამოსამსახურეებად დასაქმებული პირების კატეგორია.
ამ კატეგორიის გამორიცხვას მოითხოვს ასოციაცია "დომინას" პრეზიდენტი ლორენცო გასპარინი, რადგან "ბადანტეებისთვის" და მოახლეებისთვის ხელფასის მომატება, უმძიმეს ტვირთად დააწვებათ ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ იტალიელ ოჯახებს. ეს ყველაფერი კი პარალელურად გამოიწვევს არალეგალური სამუშაო ადგილების შექმნას. აღნიშნული ასოციაცია იმ ოჯახების უფლებებს იცავს, რომლებსაც კერძო პირები ჰყავთ საკუთარ მოხუცებთან, ან ოჯახებში დასაქმებული.
ბოლო მონაცემებით ოჯახებში დასაქმებულ პირთა 57% ისედაც "შავად", კონტრაქტის გარეშე მუშაობს. ზემოთ აღნიშნული ცვლილების განხორციელება კი, საერთო სურათს უფრო დაამძიმებს, რადგან პენსიონერების უმრავლესობა გადამხდელუუნაროა, მათ ხშირად შვილები ეხმარებიან. გასპარინის აზრით, ფაქტობრივად, სახელმწიფო ოჯახებს აიძულებს, კანონის გვერდის ავლით იმოქმედონ.
1772359778
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე ოპოზიციის აქტივისტებს: სერგო ორჯონიკიძემაც ზუსტად ის გააკეთა რასაც თქვენ ცდილობთ - უცხოტომელებთან მივიდა და უთხრა, მე თქვენი იდეოლოგიის მიმდევარი ვარ და დამეხმარეთ, ჩემს სამშობლოში მოწინააღმდეგეები გავანადგურო
ექსპერტი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის აქტივისტებს მიმართავს, რომ ისინიც ზუსტად იმავე გზას ადგანან, რასაც სერგო ორჯონიკიძე. ჩიხელიძეს სწორედ ორჯონიკიძის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ოპოზიცია უცხო ძალები...
1772358008
ახალი ამბებიირანი აცხადებს, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ სკოლაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 108 ადამიანი დაიღუპა
ირანის სამხრეთით მდებარე სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 108 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი პროკურორის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, აფეთქება მაშინ მო...
1772356069
ახალი ამბებიძიუდო - ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ნახევარფინალშია
ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) მეოთხედფინალში სამხრეთკორეელი კიმი ულამაზესი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში იაპონელ რიკუ ო...
1772352283
მსოფლიოირანი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში 27 ამერიკულ სამიზნეზე იერიში მიიტანა
ირანი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სარაკეტო თავდასხმების ფონზე, რეგიონში აშშ-ის 27 სამხედრო სამიზნეზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. ირანის რევოლუციური გვა...
1772351977
ახალი ამბებიქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგ...































