იტალია - მომვლელმა მოხუცი მამაკაცი ქორწინების მიზნით გაიტაცა?!

შემთხვევა იტალიაში, რამდენიმე დღის წინ მოხდა. 47 წლის რუმინელმა მომვლელმა 94 წლის მამაკაცი, ჯანმრთელობის პრობლემებით, ქალაქ ვიარეჯოდან საკუთარი მანქანით გაიტაცა.

ისინი პოლიციამ ლა სპეციაში იპოვა. მანქანას ქალი მართავდა, ხოლო მოხუცი მამაკაცი, თავს ცუდად გრძნობდა. სასწრაფო დახმარების მანქანამ ის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

მოგვიანებით პოლიციამ გაარკვია, რომ მამაკაცს შვილები ეძებდნენ, მათ პოლიციაში განცხადებაც ჰქონდა შეტანილი. ლა სპეციას პოლიციამ დაადგინა, რომ გამთენიისას "ბადანტემ" მამაკაცი ცეცხლმოკიდებული სახლიდან გაიყვანა, მანქანაში ჩასვა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. ჯერჯერობით დაუდგენელია ხანძრის გაჩენის მიზეზი. 

პოლიციამ მომვლელს მოხუცის საბუთებიც აღმოუჩინა გადამალული. სამართალდამცველების აზრით, ქალი მამაკაცზე დაქორწინებას აპირებდა, რის შემდეგაც ის დიდძალი ქონების პატრონი გახდებოდა, რადგან მამაკაცი საკმაოდ მდიდარი გახლდათ.

შვილებმა პოლიციასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ეს პიროვნება მათ მამასთან 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ ბოლო დროს ძალიან შეიცვალა, აგრესიული გახდა, წინააღმდეგი იყო აცრისაც, როგორც თავისი, ასევე მოხუცის. 

რუმინელი "ბადანტე" ადამიანის გატაცების ბრალდებით დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალიის გარკვეულ ნაწილში, ცენტრალური გათბობის სისტემას, დროზე ადრე გამორთავენ

📌 ფლორენციის ქართველ ემიგრანტთა საყურადღებოდ!

📌 რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ომი იტალიელებს აშინებს - სად არის ბუნკერები იტალიაში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793693274

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სულხან თ...

სულხან თამაზაშვილი

1793692831

ახალი ამბები

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას საქართველოს პრეზიდენტს, თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილების გზავნილი გადასცა

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილების გზავნილი გადასცა. „თქ...

რეჯეფ თაიფ ერდოღან

1793692785

მსოფლიო

ნეპალში ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი

ნეპალში ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება. გამოცემა The Kathmandu Post-ის ინფორმაციით, დაღუპული უცხოელია. მისი ვინაობა ამ ეტაპზე...

ორი ვერტმფრენი შეეჯახა

1793692208

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყირგიზეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარლენ მამატალიევს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს...

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

1793691493

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ყირგიზეთში ვიზიტზე: ვფიქრობთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარლამენტის თავმჯდომარის ამ ისტორიული ვიზიტის შემდგომ

„ვფიქრობთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარლამენტის თავმჯდომარის ამ ისტორიული ვიზიტის შემდგომ“, - განუცხადა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წ...

 დავით მათიკაშვილი