იტალია - რა ფულადი დახმარების მიღება შეგიძლიათ 2022 წელს
პანდემიით გამოწვეული და ახლა უკვე უკრაინის ომის გამო გართულებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რომელშიც იტალიაში მცხოვრები ოჯახები აღმოჩნდნენ, მთავრობამ შეიმუშავა რიგი სოციალური დახმარებების გეგმა, რომელიც შეეხება როგორც ოჯახებს და ახალგაზრდებს, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ. ფინანსური დახმარება წლიური შემოსავლის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.
- სოციალური დახმარება - იგულისხმება შეღავათები კომუნალური გადასახადების შემთხვევაში. ამ ტიპის დახმარებას იტალია ადრეც გასცემდა, მაგრამ ამჯერად მინიმალური ზღვარი, რომელიც პირმა ე.წ. ISEE-ში (ეკონომიკური მდგომარეობის ეკვივალენტური ინდიკატორი) უნდა დააფიქსიროს, წლიური 8000 ევროდან 12 000 ევრომდე აიწია. შესაბამისად, ამ დახმარებას 4 მილიონი ოჯახის ნაცვლად, 5.2 მილიონი ოჯახი მიიღებს. ცვლილება მოქმედებს 2022 წლის 1-ლი აპრილიდან 31 დეკემბრამდე.
- სოციალური დახმარება 2 - ამ დახმარების მისაღებად საჭირო არ არის განაცხადის წარდგენა, რადგან Arera INPS-ის (სოციალური დაცვის ეროვნული ინსტიტუტი) საშუალებით, ხედავს მონაცემებს და ავტომატურად განსაზღვრავს თანხას. სწორედ ამიტომ აუცილებელია ISEE-ს გაკეთება, რათა თანხა სწორად განისაზღვროს.
- შემდეგი დახმარება არის შვილის შემწეობა, რომლის რაოდენობაც მშობლის შემოსავლების მიხედვით განისაზღვრება. დახმარების მისაღებად, შვილის ასაკად ადრე 18 წელი იყო დადგენილი, ახლა ეს ზღვარი 21 წლამდე გაიზარდა, თუ შვილი სწავლას აგრძელებს. თუ ISEE-ს არ წარადგენთ, თანხა ავტომატურად 50 ევროთი განისაზღვრება.
- შემწეობა ფსიქოლოგის ასაყვანად - ამ ტიპის დახმარებაც ISEE-ს მიხედვით განისაზღვრება და წელიწადში მაქსიმუმ 600 ევროს ანაზღაურებას გულისხმობს.
- შესყიდვის ბარათი - ამ ტიპის ბარათი განკუთვნილი იქნება 3 წლის ქვემოთ, ან 65 წელს გადაცილებული პირებისთვის, რომელთა წლიური ISEE არ აღემატება 7 120 ევროს. ორ თვეში ერთხელ ბარათზე დაირიცხება 80 ევრო, რომლის დახარჯვაც შესაძლებელი იქნება იმ სუპერმარკეტებში, სადაც დაშვებული იქნება ამ ტიპის ბარათი.
აღნიშნული დახმარებების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით INPS-ის ოფიციალურ გვერდს.
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























