იტალია ტურისტებისთვის აპრილიდან იხსნება – მთავრობა 31 მარტის შემდეგ შეზღუდვებს აღარ გააგრძელებს
31 მარტის შემდეგ იტალიის ხელისუფლება აღარ აპირებს გააგრძელოს ამჟამად მოქმედი შეზღუდვები იტალიაში უცხოელი ტურისტების შესვლასთან დაკავშირებით: მიმდინარე კვირაში ქვეყნის მთავრობაში უნდა დაასრულონ აღდგომისთვის კორონავირუსის პანდემიიდან გამოსვლის „საგზაო რუკაზე“ მუშაობა. ამის შესახებ გაზეთი Corriere della Sera წერს.
პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის თქმით, ამჟამად მუშავდება იტალიაში შეზღუდვების თანდათანობით შემსუბუქებისა და მოგზაურთათვის ქვეყნის გახსნის ღონისძიებათა მთელი კომპლექსი.
მაგალითად, იგეგმება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იტალიაში ჩამსვლელი მგზავრების გათავისუფლება კარანტინის ან დამატებითი ტესტირებისგან.
პირველი აპრილიდან უცხოელებს შესაძლოა უფლება მისცენ, „მწვანე საშვის“ გარეშე შევიდნენ ბარებსა და რესტორნებში, დაბინავდნენ სასტუმროებში და ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მთავარია, იმ დროისთვის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გაუარესდეს. მთავრობა პირობას დებს, რომ ამ საკითხს უახლოეს დღეებში გადაწყვეტს.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში კოვიდ19-ის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც რამდენჯერმე გახანგრძლივდა, 31 მარტს იწურება და მთავრობა მის გაგრძელებას აღარ აპირებს.
აღსანიშნავია, რომ 21 თებერვალს დეპუტატთა პალატაში კოვიდთან დაკავშირებით დადგენილების განხილვისას წარმოქმნილი აურზაურის გამო სხდომა შეწყდა – 31 მარტის შემდეგ „მწვანე პასპორტის“ გაუქმების შესახებ მატეო სალვინის „ლიგის“ მიერ წარმოდგენილ შესწორებასთან დაკავშირებით დეპუტატთა უმრავლესობის აზრი გაიყო და ქაოსი წარმოიქმნა. სხდომა 16:00 სთ-ზე განახლდა. „ლიგის“ შესწორებას მხარი დაუჭირა ოპოზიციამ, თუმცა ის მაინც არ გავიდა, რადგან უმრავლესობამ წინააღმდეგ მისცა ხმა.
ნინო ხოშტარია
წყარო: nostal.ge
სხვა სიახლეები:
📌 როგორ უნდა განაახლოთ იტალიური სამედიცინო ბარათი, იგივე Tessera sanitaria
📌 ეტნა იღვიძებს - გაუქმებულია ფრენები
📌 ქართველი ემიგრანტების საყურადღებოდ - ინფორმაცია აპოსტილის შესახებ
1793437578
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: მიკიტა პოტურაევი არ შეშფოთებულა, როცა უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვას უჭერდა მხარს, მაგრამ აღშფოთებულია ნაცაგენტურის პარტიების გაუქმებით, რაც უკრაინაში დემოკრატიულია, აქ ვერ იქნება ანტიდემოკრატიული
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საერთოდ არ იყო შეშფოთებული, როდესაც უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვის საკანონმდებლო ცვლილებებს უჭერდა მხარს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, მაგ...
1793435494
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით სგპ „თბილისის აეროპორტში“ და უცხო ქვეყნიდან გამოგზავნილ ამანათში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - „თბილისის აეროპორტის“ და „თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან...
1793433129
საზოგადოებაღუდუშაური მიკიტა პოტურაევის განცხადებაზე:დავინახეთ უხეში ჩარევა და მცდელობა იმისა, ზეგავლენა მოახდინონ ქართულ მართლმსაჯულებაზე - ისეთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან ვისმენთ განცხადებებს, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში ათობით პარტია აქვთ აკრძალული
მორიგ ჯერზე დავინახეთ უხეში ჩარევა და პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ ზეგავლენა მოახდინონ ქართულ მართლმსაჯულებაზე, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდ...
1793431385
ახალი ამბებიშსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, კომპლექსური ღონი...
1793430490
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...


























