იტალია, უცხოელ ბავშვებზე, მოქალაქეობის მინიჭების საკითხს განიხილავს

იტალია განიხილავს მოქალაქეობის მიღების კიდევ ერთ ფორმას IUS Scholae-ს. რეფორმის ერთიანი ტექსტი, საკონსტიტუციო საკითხთა კომისიას უკვე წარუდგინა ჯუზეპე ბრეშიამ პარტია M5S-დან.

რას გულისხმობს აღნიშნული რეფორმა?

  • იტალიის მოქალაქეობას მიიღებს არასრულწლოვანი პირი, რომელიც დაიბადა იტალიაში, ან იტალიის ტერიტორიაზე შემოვიდა 12 წლის შესრულებამდე და ქვეყანაში ცხოვრობს ლეგალურად და უწყვეტად. კიდევ ერთი პირობაა, რომ არასრულწლოვანს, მინიმუმ 5 წლის განმავლობაში, გავლილი უნდა ჰქონდეს სასკოლო ერთი, ან ორი ციკლი.

აღნიშნული რეფორმა ერთგვარად ჩაანაცვლებს აქამდე არსებულ IUS soli-ის თემას.

  • მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადი უნდა შეიტანოს არასრულწლოვნის ორივე მშობელმა, რომლებიც ლეგალურად ცხოვრობენ იტალიის ტერიტორიაზე, სანამ არასრულწლოვანს შეუსრულდება 18 წელი. განაცხადის შეტანა ხდება იმ ქალაქის მერიაში, რომელ ქალაქშიც ბავშვი ოფიციალურად არის ჩაწერილი.
  • თუ პირს შეუსრულდა 18 წელი, არ სურს იტალიის მოქალაქეობა და ფლობს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, შეუძლია უარი თქვას იტალიის მოქალაქეობაზე 18 წლის შესრულებიდან 2 წლის განმავლობაში. 
  • იმ შემთხვევაში, თუ მშობლებმა აღნიშნული მოთხოვნა არ გააკეთეს, მას შემდეგ რაც პირს შეუსრულდება 18 წელი, უფლება აქვს სრულწლოვანების შესრულებიდან 2 წლის განმავლობაში, თავად გააკეთოს მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადი. 

გარდა M5S-სა, აღნიშნულ ინიციატივას მხარს უჭერს Partito democratico, მაგრამ ეწინააღმდეგება Lega nord-ი. Fratelli d'Italia და Forza Italia ამ ეტაპზე თავს იკავებენ. რამდენიმე დღეში, კომისიის სხდომაა ჩანიშნული, რომელზედაც აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდება.

წყარო 

თარგმნა ნინა მამუკაძემ

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 რას ნიშნავს „აზილო“? ვის აქვს „აზილოს“ მოთხოვნის უფლება? როგორ დავიწყოთ მისი გაკეთება? - ხათუნა ტატუნაშვილი

📌 Licenziamento - დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა

📌 იტალიის რესპუბლიკაში შესვლა ოჯახის გაერთიანების მიზნით

📌 იტალიამ უკვე 11 323 უკრაინელი დევნილი მიიღო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792843347

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა

„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...

გურამ მაჭარაშვილი

1792840742

ახალი ამბები

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

1792838213

ახალი ამბები

პრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს

„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...

ირაკლი კობახიძე

1792837832

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე

1792835414

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს

„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...

 დავით მათიკაშვილი