იტალიამ, შესაძლოა უცხოელ არასრულწლოვნებს მოქალაქეობა მიანიჭოს
კანონპროექტი „ius scholae“ პარლამენტში ივნისის ბოლოს განიხილება. „ეს არის სწორი გზა ყველასთვის“, - განაცხადა საკონსტიტუციო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ჯუზეპე ბრეშამ.
იტალია სკოლის კარებს ყველა ბავშვს უღებს, როგორც იტალიელ, ასევე უცხოელ მოსწავლეებს, მაგრამ შემდეგ არ სთავაზობს მათ იგივე უფლებებს და მოქალაქეობის პრობლემის გამო მათ არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს.
იტალიის მოქალაქეობის გარეშე, უცხოელ არასრულწლოვანთათვის რთულია მიიღონ მნიშვნელოვანი უფლებების მთელი სერია. გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შვილებს ხშირად უწევთ უარი თქვან სასკოლო მოგზაურობებზე, „ერასმუსზე“ და სტაჟირებაზე, მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში დაიბადნენ და გაიზარდნენ, წლების განმავლობაში სწავლობენ იმავე კლასში, როგორც თანაკლასელები.
უცხოელ არასრულწლოვანთა მოქალაქეობის პრობლემა, Istat 2021 მონაცემებით, ეხება დაახლოებით ერთ მილიონ ბავშვს და ახალგაზრდას, რომელთაგან ორი მესამედი დაიბადა იტალიაში, ე.წ. „მეორე თაობაში“. პრაქტიკულად დღეს იტალიური სკოლების კლასებში 10-დან 1 მოსწავლეს არ აქვს იტალიის მოქალაქეობა. სწორედ ეს გახდა კანონპროექტის ინიცირების მიზეზი, მოქალაქეობის რეფორმის შესახებ, რომელიც პალატის საკონსტიტუციო საკითხთა კომისიის პრეზიდენტმა და პოლიტიკური მოძრაობის „M5s“-ს დეპუტატმა ჯუზეპე ბრეშიამ წარადგინა, რომელიც პალატაში 24 ივნისს წარდგება.
იტალიის მთავრობის მემარცხენე ცენტრი მხარს უჭერს კანონპროექტს, ხოლო მემარჯვენე ცენტრი ორად გაიყო, წინააღმდეგნი არიან „fratelli d'Italia“ და „Lega“, ხოლო „Forza Italia“-მ განაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს კანონპროექტს. საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი 2023 წლის მარტში უნდა დაამტკიცოს.
რა არის „ius scholae“ და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი?
"ius scholae“ არის პრაგმატული პასუხი მოქალაქეობის შესახებ კანონის განახლების აშკარა აუცილებლობაზე, რომელიც ოცდაათი წლის წინ დამტკიცდა. კანონპროექტის ტექსტი არის ძალიან მარტივი და გასაგები, შედგება ორი მუხლისგან.
„ტექსტი არის ძალიან მარტივი და გასაგები, შედგება ორი მუხლისგან – განმარტა ბრეშიამ – ამ წინადადებით უცხოელ არასრულწლოვანებს შეეძლებათ იტალიის მოქალაქეობის მიღება.
იტალიის მოქალაქეობის მიღება უნდა დაიშვას იმ უცხოელ არასრულწლოვანზე, რომელიც იტალიაში დაიბადა ან იტალიაში 12 წლის ასაკში შევიდა, რომელიც ლეგალურად ცხოვრობდა იტალიაში და შეუფერხებლად და 5 წლის მანძილზე რეგულარულად ესწრებოდა სასკოლო პროცესს. პრაქტიკაში, საჭირო იქნება ნების გამოცხადება, რომელიც უნდა წარადგინოს იტალიაში ლეგალურად მცხოვრებმა ორივე მშობელმა.
ხათუნა შარაძე
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 სიახლე მილანში მცხოვრები ქართველებისთვის
📌 ფლორენციისა და ემპოლის ქართველ ემიგრანტთა საყურადღებოდ
📌 იტალია ვაქცინაციის ვალდებულებას ფაქტობრივად სრულად აუქმებს
1790194725
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს, ეს მიზანი გაცილებით აშკარა გახდა 2022 წლის შემდეგ
„ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტ...
1790192877
ახალი ამბებიგია ვოლსკი: მოთხოვნები, რაც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს
„მოთხოვნები, რაც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რათა ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლ...
1790191265
ახალი ამბებიკახა აბულაძე: საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული - ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომ კონკრეტული პასუხები მივიღოთ
„ნოროვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა დაინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე...
1790190583
მსოფლიომარკო რუბიო: აშშ-ირანის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი გარღვევა არ ყოფილა
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებები „წარსულში გამართული საუბრების გაგრძელება“ იყო, თუმცა ეს არ ყოფილა მ...
1790187959
ახალი ამბებიგაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი, მათ შორის საქართველო, უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას შეუერთდნენ
გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი, მათ შორის საქართველო, შეუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც რუსეთს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტი 23 სექტე...



























