“იტალიას დეპორტი აქვს, არ შეიყვანოთ ადამიანები შეცდომაში!” - ნონა მაჭარაშვილი

"არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც დეპორტი არ აქვს. არ შეიყვანოთ ადამიანები შეცდომაში!" - იტალიაში მცხოვრები ნონა მაჭარაშვილი, რომელიც გარდა იმისა, რომ ფსიქოკონსულტანტია, საემიგრაციო თემებზეც მუშაობს, მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:

"როდესაც საქართველოს მოქალაქეებს რაიმე პრობლემა ექმნებათ იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლასთან, ან ბინადრობის სხვა თემებთან დაკავშირებით, ხშირად ვხედავ ფრაზებს კომენტარებში - "იტალიას დეპორტი არ აქვს" - ეს არასწორი ინფორმაციაა მეგობრებო და არ უნდა შეიყვანოთ შეცდომაში ადამიანები - არ არსებობს სახელმწიფო,რომელსაც დეპორტი არ აქვს!

იტალიას აქვს სამი განსხვავებული ტიპის გაძევება, შესაბამისი გასაჩივრებებით 
( მუხლები 13,15 და 16.საკანონმდებლო დადგენილება 23.7.1998 N 286/98 კონსოლიდირებული კანონი იმიგრაციის შესახებ):
1. ადმინისტრაციული გაძევება;
2. გაძევება უსაფრთხოების ღონისძიების სახით;
3.გაძევება, როგორც პატიმრობის ალტერნატიული სანქცია.

პირველი და მეორე გასაჩივრებას ექვემდებარება, თუმცა, შედეგი გასაჩივრებისა შესაძლებელია იყოს დადებით, ან  უარყოფითი. მესამე კი გასაჩივრებას არ ითვალისწინებს.

ვისი გაძევებაც თითქმის არ შეიძლება არიან:
18 წლამდე პირები, ბინადრობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მეოთხე ხარისხამდე ნათესავთან ან იტალიელ მეუღლესთან მცხოვრები, ორსულები. ამ კატეგორიის ადამიანების გაძევება შესაძლებელია მხოლოდ შსს ადმინისტრაციული ჩარიცხვით, რაც იშვიათი შემთხვევაა. 

ვისი გაძევებაც  არასდროს შეიძლება არიან ადამიანები, რომლებზეც თავის ქვეყანაში დაბრუნებისას შესაძლებელია განხორციელდეს დევნა რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების, პირადი და სოციალური პირობების გამო და  მის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე. 

წარმატებები ყველას მეგობრებო, ვრცელ ვერსიას ასოციაციის სახელით მოგაწვდით უახლოეს მომავალში," - წერს ნონა მაჭარაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714668521

სოციალური მედია

,,აზრის და გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება, გამოხატვის თავისუფლებას აქვს ლეგიტიმური შეზღუდვის საფუძვლები” - ირინა ბათიაშვილი

ბოლო დღეებში გამართული აქცია (ფაქტობრივი მასალების შესაბამისად) იყო აშკრა უწესრიგობის და ძალადობის გამომხატველი ბუნების მატარებელი (ფაშისტურ-აგრესიული ელემენტებით გაჯერებული).  ,,სამწუხაროდ ზოგიერთის...

ირინა ბათიაშვილი

1714667464

სპორტი

„უოტფორდის“ მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე - ,,ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის მომავალი ზაფხული”

გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ სეზონის ბოლო მატჩსაც გამოტოვებს. ყოველ შემთხვევაში, მთავარი მწვრთნელის, ტომ ქლევერლის სიტყვები ამაზე მიანიშნებს. როგორც მან აღნიშნა, წინ ევრო 2024-ია, რომელიც ჩაკვეტაძისთვ...

გიორგი ჩაკვეტაძე

1714667117

მსოფლიო

,,ქონების განადგურება, ვანდალიზმი, ფანჯრების ჩამსხვრევა - ეს არ არის მშვიდობიანი პროტესტი” - ბაიდენი

 აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის უნივერსიტეტებში მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა. ბაიდენი აცხადებს, რომ ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული. მისი თქმით, კოლეჯის კამპუსებში მომიტინგეებს უნდა ჰქონდეთ...

ააა

1714664000

სპორტი

„ატლეტიკოში“ იან ობლაკი შეიძლება მამარდაშვილმა შეცვალოს - AS

 ცნობილი ესპანური გამოცემა წერს, რომ „ატლეტიკოში“ იან ობლაკი შეიძლება საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა შეცვალოს. წყაროს თანახმად, „როხიბლანკოში“ იან ობლაკი აღარ განიხი...

იტალია

1714662409

ახალი ამბები

,,ამერიკელებს საქართველოში არასათანადო ხალხი წარმოადგენენ და ვითომ პროდასავლელი აქტივისტები სინამდვილეში პრორუსები არიან” - იაგო ხვიჩია

 ყველგან ფიზიკურად ცუდად იქცევა და ნომერ პირველი არიან პოლიტიკური აქტივისტები. ამ ნომერ პირველ პოლიტიკურ აქტივისტებში ყველაზე უზრდელები არიან ხოშტარიას ამომრჩევლები, რომლებიც სხვას ეძახიან „რუსული კან...

პოლიტიკოსი