იტალიასა და საქართველოში შესვლის მოქმედი წესები
საქართველოში იტალიის საელჩო, იტალიასა და საქართველოში შესვლის მოქმედ წესებს აქვეყნებს, რომელთაც უცვლელად გთავაზობთ:
შესვლა იტალიიდან საქართველოში
იტალიიდან ჩამოსულ მგზავრებს ქვეყანაში შემოსვლის მოტივის განსაკუთრებული დადასტურება ქართული უწყებების მხრიდან არ მოეთხოვებათ. 2022 წლის 1 მარტიდან ყველა უცხოელ მოქალაქეს, განურჩევლად წარმომავლობისა, უფლება აქვს საქართველოში შემოვიდეს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით, იმ შემთხვევაში, თუ იგი სრულად არის ვაქცინირებული (ე.წ. „ბუსტერ დოზის“ ჩათვლით), ან წარადგენს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფით პასუხს. მოიხსნა ქვეყანაში შესვლიდან მე-3 დღეს განმეორებითი PCR-ტესტის ვალდებულება პირებისთვის, ვინც სრულად ვაქცინირებულნი არ არიან. PCR-ტესტის პასუხის წარდგენის სანაცვლო თვითიზოლაციას ექვემდებარებიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. გაუქმდა საქართველოში შესვლისათვის აუცილებელი ნებართვები საქმიანი და სამუშაო ვიზიტით ჩამოსული პირებისა და სტუდენტებისთვის. 10 წლამდე ასაკის მგზავრები თავისუფლდებიან საზღვრის კვეთისას PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან.
რეკომენდებულია მგზავრებს ჰქონდეთ ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ითვალისწინებს Covid-19-თ დაინფიცირების შემთხვევაში მკურნალობის ხარჯებს.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი.
შესვლა/დაბრუნება საქართველოდან იტალიაში
- 2022 წლის 1 ივნისიდან, იტალიაში შესვლისთვის ან დაბრუნებისთვის „მწვანე პასპორტი“ (ან მასთან გათანაბრებული სერტიფიკატი) სავალდებულო აღარ არის.
იტალიაში შესვლისას, იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულებებით დაწესებული, COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების ვადა გაგრძელებული აღარ არის 2022 წლის 31 მაისის შემდეგ.
2022 წლის 15 ივნისამდე იტალიაში ძალაში რჩება COVID-19-თან დაკავშირებული რამდენიმე შეზღუდვა, კერძოდ, FFP2ტიპის პირბადის ტარების ვალდებულება შემდეგ შემთხვევებში:
შემდეგი სახის ტრანსპორტით მგზავრობისას:
- კომერციულ თვითმფრინავში, რომელიც განკუთვნილია მგზავრების ტრანსპორტირებისთვის;
- რეგიონთაშორის სატრანსპორტო გემში;
- რეგიონთაშორის, ქალაქთაშორის, ღამის და ჩქარ სამგზავრო მატარებელში;
- მუდმივ ან პერიოდულ სამგზავრო ავტობუსში, რომელიც აკავშირებს ორზე მეტ რეგიონს და მოძრაობს განსაზღვრულ მარშრუტზე, განსაზღვრული სიხშირით, განსაზღვრულ საათებსა და დადგენილი ფასით;
- საიჯარო ავტობუსში, სადაც განსაზღვრულია მძღოლის მომსახურება;
- ადგილობრივ ან რეგიონულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
- სასკოლო ტრანსპორტში, რომელიც განკუთვნილია დაწყებითი და საშუალო სკოლის მოწაფეების ტრანსპორტირებისთვის;
- თეატრალური წარმოდგენების დროს, რომლებიც იმართება დახურულ სივრცეში; საკონცერტო და კინოდარბაზებში; გასართობი და ისეთი ღონისძიებების შემთხვევაში, რომელიც ცოცხალი მუსიკის თანხლებით იმართება, ასევე, დახურულ სივრცეში გამართული ღონისძიებებისა და სპორტული შეჯიბრებების შემთხვევაში.
გარდა ამისა, სასუნთქი გზების დამცავი პირბადის ტარება სავალდებულოა სამედიცინო, სამედიცინო-სოციალურ და, ასევე, სოციალური დახმარების დაწესებულებებში.
რეკომენდებულია დამცავი პირბადის გამოყენება ყველა დახურულ საზოგადოებრივ სივრცეში და საზოგადოებისთვის ღია ადგილებში.
დამცავი პირბადის ტარება სავალდებულო არ არის: ა) 6 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებისთვის; ბ) პათოლოგიის მქონე პირებისთვის ან იმ პირებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება; ასევე, იმ პირებისთვის, ვისაც უწევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის მქონე პირებთან ურთიერთობა, როდესაც პირდაბის ტარება შეუძლებელია; გ) პირებისთვის, ვინც სპორტულ აქტივობას ახორციელებს.
ამასთან, გაცნობებთ, რომ ევროკავშირის n. 2021/953 რეგულაციის ფარგლებში მოქმედებს საქართველოში გაცემული კოვიდ-სერტიფიკატებისა და „EU Digital COVID Certificates" გათანაბრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. საქართველოში არსებობს ორი სახის კოვიდ-პასპორტი: საერთაშორისო მგზავრობისთვის („მწვანე პასპორტის" აპლიკაცია „Georgia e-Health") და საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის (აპლიკაცია „Covid Pass"). დეტალები იხილეთ საელჩოს ვებგვერდზე განთავსებული სიახლის ბმულზე.
1774512579
ახალი ამბებიშვედეთის და ნორვეგიის ელჩების უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლო სისტემაში - ელჩები ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოები არიან
შვედეთის და ნორვეგიის ელჩები „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოები არიან. „განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია“, - ამბობს საქართველოში ნორვეგიის ელჩი ბერლიო ჰ...
1774512022
მსოფლიოაბუ-დაბიში რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა - არიან დაღუპულები
აბუ-დაბიში ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, დაშავდა სამი ადამიანი. მედიასაშუალების ცნობით, რაკეტა არაბთა გაერთიანებული საამიროები...
1774511754
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე საავიაციო უშიშროების მთავარ სამმართველოს ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალადაშვილი საავიაციო უშიშროების მთავარ სამმართველოს ეწვია. დეპარტამენტის თავმჯდომარემ სამმართველოს ხელმძღვანელი პირებისა დ...
1774509323
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. შინაგან...
1774507525
ახალი ამბებიორსული მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ფიზიკური ძალადობის, ასევე ძალადობით სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით, კახეთში 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1992 წელს დაბადებული გ.ტ. წინას...































