იტალიაში 200 ევროიანი დახმარების შესახებ განკარგულება დამტკიცდა - გაიგეთ ყველა დეტალი!

იტალიის მთავრობის მიერ დამტკიცებული ,,დახმარების განკარგულება" (decreto aiuti) ,,200 ევრო ბონუსის" შესახებ, ოფიციალურ გაზეთში უკვე გამოქვეყნდა.

ინიციატივა მიზნად ისახავს საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების მხარდაჭერას ინფლაციის და ხარჯების მატებასთან გამკლავებაში. ენერგეტიკის კომპანიებზე გადასახადების გაზრდით, იტალიის მთავრობამ თანხა სწორედ მათგან, ენერგეტიკის გამცემი კომპანიებიდან მიიღო.

ბენეფიციართა სპექტრი ფართოა, მათ შორის 200 ევროს ერთჯერადი დახმარება, უმუშევრებზეც ვრცელდება. დახმარების გაცემის დადასტურების, ძირითადი აქტივობები ეხება აკრედიტაციის მოპოვების მეთოდებს, იმ თანამშრომლის ტიპის მიხედვით რომელსაც პირი მიეკუთვნება.

ვნახოთ, რას მოიცავს ერთჯერადი სოციალური დახმარება და ვის შეუძლია მისი მიღება?!

,,ბონუსი 200 ევრო" - როგორც თავად სახელი გვეუბნება, ითვალისწინებს დანამატს ერთჯერადად 200 ევროს ოდენობით. უკვე ნათელი გახდა დეტალები თუ როგორ ან ვის უნდა მიმართოთ ერთჯერადი დახმარების 200 ევროს მისაღებად.

■მთავარი კრიტერიუმია, რომ თქვენი, 2021 წლის წლიური შემოსავალი, არ  აღემატებოდეს 35 000 ევროს!

თუ თქვენი წლიური შემოსავალი არ ცდება 35 000 ევროს და ხართ დასაქმებული (dipendente), თვითდასაქმებული (autonomo, professionista) პენსიონერი (pensionato), უმუშევარი (disoccupato), სეზონურად დასაქმებული(lavoratore stagionale), ოჯახში შინამოსამსახურე, მომვლელი, (Golf, badante) მოქალაქე, რომელიც უკვე სარგებლობს სოციალური დახმარებით Reditto di Citadinanza, მაშინ თქვენ შეძლებთ სახელმწიფოსგან ერთჯერადად მიიღოთ 200 ევროს ოდენობით დახმარება. 

●როდის და როგორ  დაირიცხება დახმარება?!

▪︎დასაქმებულმა პირმა დამსაქმებელს უნდა წარუდგინოს დეკლარაცია, რომ არ სარგებლობენ არც საპენსიო შემოსავლით და არც სოციალური დახმარებით Reditto di Citadinanza. ამგვარად, დამსაქმებელი, მის ხელთ არსებულ შემოსავლების მონაცემებზე დაყრდნობით, აღიარებს დახმარების მიღებას უშუალოდ იმ პირთა სახელფასო ფურცელში (Busta paga), ვინც წელიწადში 35 000 ევროზე ნაკლებ შემოსავალს იღებს. დამსაქმებელი ფრთხილად უნდა იყოს, რადგან რამდენიმე სამუშაო ურთიერთობის არსებობის აღმოჩენის შემთხვევაში (ვინაიდან 200 ევროს დახმარების მიღება მხოლოდ ერთხელ, ერთჯერადად შეგვიძლია)  საგადასახადო დეკლარაციის შევსების, გაკეთების დროს თანხის უკან დაბრუნება მოუწევს. 

●რა უნდა გააკეთონ პენსიონერებმა, მათ შორის სოციალური შემწეობის, ხეიბარობის შემწეობის მფლობელებმა, უსინათლო, სმენადაქვეითებულმა ადამიანებმა და მათ,  რომელთა პენსიაზე გასვლაც ძალაში შედის 2022 წლის 30 ივნისამდე? მათთვის დახმარებაუშუალოდ ხდება, Inps-ის (სოციალური დახმარების ეროვნული ინსტიტუტის) მიერ შემოსავლის საფუძველზე. Inps-ი მის ხელთ არსებულ მონაცემებს, შემდგომში შემოსავლების სამსახურში  ამოწმებს. შემოსავლის ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში კი, შეცდომით გადახდილ თანხას უკან ერთი წლის ვადაში ითხოვს. 

●რა უნდა გააკეთონ უმუშევრებმა (Disoccupati) და თუ შეძლებენ ავტომატურად 200 ევროს მიღებას?

▪︎ვინც 2022 წლის ივნისში იღებს Naspi-ს ან DisColl-ს ანუ უმუშევრობის შემწეობას თანამშრომლობისთვის ან კოორდინირებული და უწყვეტი თანამშრომლობისთვის; 

▪︎ ვინც უმუშევარია და 2022 წელს სარგებლობს სოფლის მეურნეობის უმუშევრობის (2021 წელი) შემწეობით. 

▪︎ვინც ისარგებლა უკვე 2021 წელს დახმარებებით; Sostegni, Sostegni Bis დადგენილებით გათვალისწინებული ანაზღაურებით.

▪︎ ვისაც ერიცხება სოციალური დახმარება ,,Reditto di Citadinanza" უკვე, თუმცა ამ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრები ვერ მოითხოვენ.
განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პატრონატის (Enti di Patronato) მეშვეობით, სადაც ცხადი ხდება ყველა რეგულარული შრომითი ურთიერთობის შესახებ, 2022 წლის 18 მაისის მდგომარეობით.

ანალოგიურად განაცხადის გაკეთება მოუწევთ ერთჯერადად 200 ევროს მისაღებად:

▪︎ კოორდინირებულ და მუდმივ თანამშრომლებს აქტიური სამუშაო კონტრაქტებით 2022 წლის 18 მაისის მონაცემებით.

▪︎მათაც, ვინც რეგისტრირებულია Inps-ში, არაა პენსიონერი და არ იმყოფება სხვა სავალდებულო სოციალური დაცვის ქვეშ. ამ ურთიერთობებიდან 2021 წლის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 35 000 ევროს. 

▪︎სეზონური, მოკლე ვადით განსაზღვრული სამუშაო კონტრაქტებით, რომლებმაც 2021 წელს შეასრულეს სამუშაო 50 დღით და უფიქსირდებათ წელიწადში 35 000 ევროზე ნაკლები.

▪︎დასაქმებულები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საპენსიო ფონდში და რომლებსაც 2021 წელს გადახდილი აქვთ მინიმუმ 50 კონტრიბუტი და აქედან მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 35 000 ევროს.

▪︎თვითდასაქმებული ადამიანები დღგ-ის ნომრის გარეშე, ჩარიცხული Inps-ის ცალკეულ მენეჯმენტში 2022 წლის 18 მაისის მდგომარეობით და არ უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი სხვა ფორმის სავალდებულო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში. ვინაიდან 2021 წელს მათ ჰქონდათ ერთჯერადი სამუშაო კონტრაქტები, მინიმუმ ერთი კონტრიბუტი თვეში.

▪︎თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებიც გაყიდვებს სახლიდან აწარმოებდნენ, აქტიური დღგ ნომრის მფლობელები და დარეგისტრირებულნი 2022 წლის 18 მაისის მდგომარეობით. ამ საქმიანობიდან 2021 წლის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ევროს.

●რა უნდა გააკეთონ თვითდასაქმებულმა ადამიანებმა 200 ევროს ერთჯერადად მიღების თაობაზე? 

▪︎ეს დახმარება გათვალისწინებულია თვითდასაქმებული ადამიანებისთვის და მათთვის, ვინ ჩარიცხულია Inps-ის, ან სოციალური უზრუნველყოფისა და დახმარების სხვა სავალდებულო ფორმებში. იმის გასარკვევად თუ როგორ მიიღოთ აღნიშნული დახმარება სახელმწიფოსგან, უნდა დაელოდოთ განმახორციელებელ განკარგულებას, რომელიც გამოიცემა მომდევნო 30 დღის განმავლობაში და რომელიც ასევე განსაზღვრავს 2021 წლის მაქსიმალურ შემოსავალს. ამ ღონისძიების გასატარებლად 500 მილიონი ევროა გათვალისწინებული.

●რაც შეეხება ჩვენი თამოქალაქეების მიერ საკითხის ირგვლივ ხშირად დასმულ შეკითხვებს:

▪︎აღნიშნული დახმარებით უსაბუთო, არალეგალი საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ვერ ისარგებლებს. 

●ერთ სულზე ეს დახმარება თუ ოჯახზე? 

▪︎თუ თქვენი ოჯახის წევრების წლიური შემოსავალი ცალკე, ან ერთად არ აღემატება 35 000 ევროს წელიწადში, მაშინ თქვენ და თქვენი ოჯახის სხვა წევრებიც ისარგებლებთ ამ დახმარებით.

▪︎ხელფასს აუცილებლად კონტრაქტით გათვალისწინებული სახელფასო ფურცლის მიხედვით(Busta paga) უნდა იღებდეთ, რადგან იქ უნდა გამოჩნდეს ივლისის თვეში 200 ევროს დარიცხვა.

ნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV-თვის რეჯო-ემილიადან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790704285

ახალი ამბები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მართვის საკითხებზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მართვის საკითხებზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საჩხერის მუნიციპალიტეტ...

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

1790702098

ახალი ამბები

აკაკი ალადაშვილი: როდესაც საზოგადოება გახლეჩილია, ერთმანეთს ლანძღავს, აგინებს, შეურაცხყოფს, არ ჰყავს ადამიანები, რომლებიც მისთვის მისაბაძია, ასეთი საზოგადოება არის ძალიან ადვილი სამართავი, ეს არის ამ სიძულვილის კამპანიის მიზანიც

„როდესაც საზოგადოება გახლეჩილია, ერთმანეთს ლანძღავს, აგინებს, შეურაცხყოფს, არ ჰყავს ადამიანები, რომლებიც მისთვის მისაბაძია, ასეთი საზოგადოება არის ძალიან ადვილი სამართავი. ეს არის ამ სიძულვილის კამპან...

აკაკი ალადაშვილი

1790699482

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ეს ნიშნავს 22 მილიონი ლარის უკან ჩაბრუნებას ეკონომიკაში

საზოგადოებაში სოციალური ფონის გაუმჯობესებისათვის გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ქონების გადასახადის ზღვართან დაკავშირებით საგადასა...

ეკა სეფაშვილი

1790696846

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: ოპოზიციის რეიტინგი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა და არ აქვთ საშუალება რეიტინგი გაზარდონ, ერთის მხრივ ეს არის მთავრობის პოლიტიკის დამსახურება, რომელიც მყარად მიჰყვება თავის კურსს

„ოპოზიციის რეიტინგი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა და არ აქვთ საშუალება რეიტინგი გაზარდონ. ერთი მხრივ, ეს არის მთავრობის პოლიტიკის დამსახურება, რომელიც მყარად მიჰყვება თავის კურსს და მეორე მხრივ, ოპოზიცია...

ჩიხელაძე

1790694707

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე ოპოზიციაზე: დღევანდელი მოცემულობით სახეზე გვაქვს ერთი შეხედვით აშკარა დანაშაული და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს მათი ქმედებები, ეს ძალები არა თუ პოლიტიკაში უნდა იყვნენ, არამედ უნდა იყვნენ იზოლირებული

„დღევანდელი მოცემულობით, სახეზე გვაქვს ერთი შეხედვით აშკარა დანაშაული და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს მათი ქმედებები. ეს ძალები არა თუ პოლიტიკაში უნდა იყვნენ, არამედ უნდა იყვნენ იზოლირებული, მათ შორის შ...

დავით ჩიხელიძე