იტალიაში, იანვრიდან, "ბადანტეების" და შინამოსამსახურეების ხელფასი იზრდება?!

იტალიაში, 2023 წლის იანვრიდან, "ბადანტეების" და შინამოსამსახურეების ხელფასი იზრდება?! ამის შესახებ იტალიურ პრესაში ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობენ. სახელმწიფო, აღნიშნული ცვლილების განსახორციელებლად, საკანონმდებლო ცვლილების გატარებას გეგმავს. ამაზე და ასევე "შავი სამუშაო ბაზრის" მართვის აუცილებლობაზე, მკაფიოდ ისაუბრა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შრომის სამინისტროში კლაუდიო დურიგონიმაც.

თუ ხელფასების მომატებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, ოჯახებში დასაქმებულ პირებს ყოველთვიურად დაახლოებით 125-ევროიანი დანამატი ექნებათ ხელფასზე (მომვლელის სრულგანაკვეთიანი სამუშაო კონტრაქტის შემთხვევაში). ერთი შეხედვით, სიახლე საკმაოდ მომხიბვლელი ჩანს ოჯახებში დასაქმებული პირებისთვის, მაგრამ აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემდეგ, თუ გავითვალისწინებთ სახელფასო, საშვებულებო, ე.წ. "ლიკვიდაციონეს" და TFR-ს, ოჯახებს საკმაოდ მძიმე ტვირთი დააწვებათ, რადგან წელიწადში დაახლოებით 2000 ევროთი მეტის გადახდა მოუწევთ. Assindatcolf-ის პრეზიდენტის ანდრეა ძინის განცხადებით, ამან შესაძლოა ოჯახები აიძულოს მომვლელებზე უარი თქვან, ან სამუშაო საათები შეამცირონ.

კლაუდიო დურიგონის განცხადებით, ცვლილების ცალსახად განხორციელება არ შეიძლება და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს დამსაქმებელი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზეც, რისთვისაც შესაძლოა სპეციალური ფონდი გამოიყოს. საკითხი წლის ბოლომდე უნდა გადაწყდეს.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1726847036

სოციალური მედია

„ამას არ სჯის არცერთი სახელმწიფოს კოდექსი, სამაგიეროდ, სჯის ცხოვრება და ისტორია“ - რას წერს გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.  „1987 წელს იოსიფ ბროდსკიმ ნობელის პრემია მიიღო. ცერემონიაზ...

გია

1726842003

ახალი ამბები

პრეზიდენტმა ერთი მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ერთი მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ერთი მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელი...

პრეზიდენტი

1726841036

საზოგადოება

„თბილისი მარათონი 2024“-თან დაკავშირებით დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისი მარათონი 2024“-თან დაკავშირებით, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრც...

ზოგადი

1726837856

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7277 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7236 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ვალუტა

1726834521

საზოგადოება

„დედამიწაზე მძიმე პროცესები მიმდინარეობს, რაც ადამიანების არასწორმა, დაუდევარმა ეკოცხოვრებამ გამოიწვია“ - გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ევროპაში, უმეტესად აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე დღეა წყალდიდობას ებრძვიან.  „ევროპაში, უმეტესად აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე დღეა...

გოგა ჩანადირი