იტალიაში მცხოვრები ინდუსტრიული დიზაინერი და ინტერიერის არქიტექტორი
ინანო მუშკუდიანი-იტალიაში მცხოვრები ინდუსტრიული დიზაინერი და ინტერიერის არქიტექტორი
კავკასიის ბიზნეს სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი ვმუშაობდი ოპერა დიზაინში, საიდანაც ხშირად მიწევდა ტრენინგებზე სიარული სხვადასხვა წამყვან ინდუსტრიული დიზაინის კომპანიაში. ერთი ასეთი ტრენინგისთვის ჩავედი ქალაქ ბაზელში, კომპანიაში ,,ვიტრა”, რომელიც ავეჯის და განათებების ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა, სადაც გარდა მარკეტინგული ტრენინგისა, დაგვათვალიერებინეს თუ როგორ ხდება დიზაინის შექმნა, წარმოება, პროტოტიპაცია... აღფრთოვანებული დავრჩი და პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე.
იქიდან რომ დავბრუნდი, მალევე გადავწყვიტე, ერთწლიანი კურსი გამევლო დიზაინის მიმართულებით და რომში ინტერიერისა და ინდუსტრიული დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწავლის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ ეს სწორედ ის საქმე იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი. კურსის დასრულების შემდეგ, აკადემიის დირექტორმა, ფილიპო პერნისკომ, დარჩენა შემომთავაზა, რომ ბაკალავრის დიპლომი ამეღო, რაც ორი კურსის ერთდროულად გავლას ნიშნავდა. დავთანხმდი.
ძალიან რთული წელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ პარალელურად სადიპლომო პროექტზეც ვმუშაობდი - მუხრანის სასახლეში გავაკეთე კულტურული ცენტრი, სადაც გალერეა, საკონცერტო დარბაზი, დიდი ბიბლიოთეკა და ხელოვნების სკოლა იყო განთავსებული. დისერტაციის დაცვის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი. მამაჩემი, ლევან მუშკუდიანი, არქიტექტორია და მასთან ერთად დავიწყე რესტორან ბერნის პროექტზე მუშაობა. ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი მილანის ყველაზე ცნობილი დიზაინის უნივერსიტეტის, ,,ნაბა”-ს დაფინანსების პროგრამას და გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო. სიმართლე რომ ვთქვა, დიდი იმედი არ მქონდა, მაგრამ მაინც გავრისკე და ჩემი ნამუშევრები გავაგზავნე.
100%იანი დაფინანსებით პირველ ადგილზე გავედი, ასე მოვხვდი მილანში ინდუსტრიული დიზაინის მაგისტრატურაზე.
აქედან დაიწყო ჩემი ძალიან დიდი პროფესიული განვითარება და ზოგადად გემოვნების, სტილის და შეხედულებების ჩამოყალიბება. მაგისტრატურის პარალელურად, ვმუშაობდი რამდენიმე დიზაინის სტუდიაში, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ სტილით და მიდგომით.
ეს ალბათ ერთგვარი ექსპერიმენტი იყო საკუთარი თავისთვის, რომ უკეთ მივმხვდარიყავი თუ რისი კეთება უფრო მაინტერესებდა და გამომდიოდა. მაგისტრატურის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე გავაფორმე კონტრაქტი ჯგუფთან ,,პიზა”.
ეს კომპანია მოიცავს არაერთ ბრენდს სამკაულებისა და საათების წარმოებაში. უამრავი მაღაზია და შოურუმი აქვთ მილანში, მონტე ნაპოლეონეზე. ჩემი პოზიცია ძალიან მრავალფეროვანი იყო. უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა დაკისრებული, იქიდან გამომდინარე, რომ ინტერიერის და ავეჯის დიზაინს ვუკეთებდი ისეთ ბრენდებს, როგორებიც არის ,,როლექსი”, ,, ვაშერონ კონსტანტინი”, ,,პატეკ ფილიპი”, ,,დე გრიზოგონო”, ,,უბლო” და ა.შ.
გარდა კონცეფციებზე მუშაობის, მშენებლობის ზედამხედველობა და პროექტის მენეჯმენტიც მე მებარა, რაც ძალიან დიდ შრომას და დროს მოითხოვდა, მაგრამ ამასთანავე იმხელა გამოცდილება, ცოდნა და უნარი შემძინა, რომ დღემდე ვთვლი, ყველა უნივერსიტეტის ლექციაზე დიდი გაკვეთილი ამ კომპანიაში მუშაობამ მომცა. მოგვიანებით, ნაბას უნივერსიტეტში, მაგისტრატურის კურსზე, ლექციების კითხვაც დავიწყე ბრენდ დიზაინის განხრით.
ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპი გამოდგა ჩემს ცხოვრებაში. გადავწყვიტე, პროფესიული თვალსაზრისით ცოტა განსხვავებული მიდგომის სტუდიისთვის მემუშავა. საკუთარი მიდგომა დიზაინის მიმართ ყოველთვის უფრო არტისტული პროექტების კეთება იყო, ვიდრე პრაქტიკულის.
ასე დავიწყე მუშაობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და აღიარებულ არქიტექტორთან, ვინჩენცო დე კოტისთან. თავიდან ესეც ისეთივე ნაბიჯი იყო, როგორიც ნაბას მაგისტრატურა: დიდი იმედი არ მქონდა, მაგრამ გავრისკე. გასაუბრებაზე დამიბარეს და მეორე დღეს მუშაობა დავიწყე.
დე კოტის სტუდია ყველასგან რადიკალურად განსხვავებულია, რადგან თავად ვინჩენცო დე კოტისის ყველა არქიტექტურული ნამუშევარი ხელოვნების ნიმუშივითაა. სტუდიამ წელს მსოფლიოში საუკეთესო დიზაინის სტუდიის ჯილდო მიიღო. დე კოტისში საკმაოდ ბევრ სხვადასხვა საქმეს ვაკეთებ, რაც ძალიან მომწონს. ვფიქრობ, მრავალფეროვნება აუცილებელი ელემენტია საქმეში. არის პროექტები, რომლებსაც მე ვიბარებ და ვხელმძღვანელობ, რაც პროექტის მენეჯმენტის გარდა, ტექნიკურ ნახაზებს და ვიზუალიზაციებსაც მოიცავს.
არის შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ პროექტისთვის ავეჯი და განათებებია შესაქმნელი, შესაბამისად პერიოდულად სახელოსნოში, რომელშიც წარმოება გვაქვს, ვინჩენცოსთან ერთად ვმუშაობ. მისგან ვსწავლობ სხვადასხვა მასალაზე მუშაობის ტექნიკას, ვატარებთ ძალიან ბევრ ექსპერიმენტს. ჩემთვის ეს პროცესი ყველაზე სასიამოვნოა, თავს ყველაზე ბედნიერად სახელოსნოში ვგრძნობ.
ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, შეგეძლოს ცოცხალი ლეგენდის (როგორც აქ ეძახიან) გვერდით ამხელა საქმის კეთება. მეოთხე წელია დე კოტის სტუდიაში ვმუშაობ და დღევანდელი გადასახედიდან, რომ ვუყურებ ჩემს თავს რამდენიმე წლის წინ, რადიკალურ გარდაქმნას ვხედავ ყველა ასპექტში, რაც ჩემს პროფესიას ეხება. გემოვნება, ხედვა, დეტალებზე ორიენტირი, მასალების აღქმა, შერწყმა, ბალანსი... ეს ყველაფერი სტუდენტობისას სულ სხვანაირად მესმოდა და აღვიქვამდი.
აუცილებელია, მთელი გულით გიყვარდეს შენი საქმე და
იქამდე ეძებო შენი, სანამ არ იპოვი. გგონია, რომ დროს კარგავ და არ გამოვა, მაგრამ როდესაც იპოვი, არცერთი წამი დაკარგული აღარ გეჩვენება. იმაზე მეტ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე გაგვაჩნია და ხშირად დანებების პირას მივყავართ, თუმცა თუ გავუძლებთ, მსგავსი სიამოვნება და კმაყოფილება ცოტა რამეს მოაქვს ცხოვრებაში.
წყარო: სფიჩი • speech
1776091006
ახალი ამბებიბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი მხარს უჭერს ტრამპის გეგმებს ბლოკადის შესახებ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის გეგმას ირანის პორტების ბლოკირების შესახებ. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, პორტებში შემავალი და გ...
1776088701
ახალი ამბებისპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურო რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლებას აძლევს
რუსული მედიის ინფორმაციით, წყლის სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ, სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურომ რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლება მისცა. „ზრდასრულ...
1776087254
ახალი ამბებიპეტერ მადიარი: არავის სურს პროუკრაინული მთავრობა, ყველას სურს პროუნგრული მთავრობა
„არავის სურს პროუკრაინული მთავრობა, ყველას სურს პროუნგრული მთავრობა“, – ამის შესახებ პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა. მისი თქმით, „კარგი იქნებოდა ისეთი მთავრობა, რომელიც უნგრელი ხალხი...
1776085285
ახალი ამბებიკრემლში აცხადებენ, რომ უნგრეთში ჩატარებული არჩევნები უკრაინაში კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენას არ მოახდენს
უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნების შედეგს კრემლის ლიდერის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსეთი უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს სცემს“. „უნგრეთში ხალხმა თავ...
1776082830
ახალი ამბებინათია თურნავა სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ეროვნული ბანკის ინ...































