იტალიელ ხელოვანზე, რომელმაც XVII საუკუნის საქართველოს რეალობა ნახატებში შემოგვინახა, დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

იტალიის ქალაქ პალერმოს ლეონარდო შაშას სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართული გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ვიზიტით.

ქართული ჯგუფი დოკუმენტურ ფილმს ამზადებს ქრისტეფორე კასტელის, დიდი მისიონერისა და თეატინელი მამის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, რომელმაც XVII საუკუნის საქართველოზე, საკუთარი კვალი დატოვა.

კასტელი იყო ექიმი და მათემატიკოსი, მაგრამ ისტორიას შემორჩა ასევე როგორც შესანიშნავი ხელოვანი. ხატავდა პორტრეტებს და საქართველოში ყოფნის დროს შექმნა შესანიშნავი ალბომი ადამიანების, ძეგლების და ცხოვრების წესის ამსახველი მომენტებისა.

ეს ნახატები იტალიაში ზღვით დაბრუნებისას, გემის ჩაძირვას შეეწირნენ, მაგრამ სამშობლოში დაბრუნებულმა მხატვარმა, ისინი ხელახლა დახატა და განმარტებებიც დაურთო.

კასტელი 1659 წელს გარდაიცვალა და სიცოცხლის ბოლომდე ხატავდა. მისი ნახატების 7 ალბომი, 1878 წელს ჯოაკინო დი მარცომ აღმოაჩინა და ახლა ისინი პალერმოს მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში ინახება.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ბიბლიოთეკის დირექტორი ელიანა კალანდრა, საქართველოს საპატიო კონსული ლეონარდა ამელია, ფრანჩესკო მარჯარაჩინა, თარჯიმანი თამარ ქირია, ჟურნალისტი თამარ მახარაძე, რეჟისორი ლევან მაჭარაშვილი, ოპერატორი ოთარ ბერძენიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792843347

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა

„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...

გურამ მაჭარაშვილი

1792840742

ახალი ამბები

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

1792838213

ახალი ამბები

პრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს

„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...

ირაკლი კობახიძე

1792837832

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე

1792835414

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს

„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...

 დავით მათიკაშვილი