იტალიის პროფკავშირები მთავრობასთან დიალოგის განახლებას ითხოვენ

დღეს ნეაპოლში, იტალიის წამყვანმა პროფკავშირულმა გაერთიანებებმა „Cisl“, „Cgil“ და „UiL“ -მა “Rotonda Diaz“-ის მოედანზე მასშტაბური მანიფესტაცია გამართეს.
"CISL"-ს (იტალიის მშრომელთა კავშირების კონფედერაცია) მთავარი მესიჯი გახლდათ იტალიის მთავრობასთან დიალოგის განახლება ეროვნული უნიტარული მობილიზაციისთვის, რაც მოიცავს დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაძლიერებას, ახალი სამუშაო სეზონის და სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების განახლებას.
მასშტაბურ მანიფესტაციას "Cisl"-ის ქალაქ ბარის რეგიონალური წარმომადგენლობაც შეუერთდა.
მშრომელთა უფლებების დაცვის ეგიდით გამართულ მანიფესტაციას საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge ესწრებოდა.
როგორც ჩვენთან საუბარში "Cisl"-ის ქალაქ ბარის წარმომადგენლობის გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე ბოკუცმა განაცხადა, "Cisl"-ი მუდმივად მოწოდებულია ხელი შეუწყოს მოქალაქესა და საჯარო ადმინისტრაციას შორის ურთიერთობის გამარტივებასა და გაუმჯობესებას. როგორც ხიდი ორ რეალობას შორის, "Cisl" უზრუნველყოფს წევრების, მუშაკების და პენსიონერების პერსონალიზებულ და კვალიფიციურ დახმარებას და რჩევებს საგადასახადო და სოციალური შეღავათების სფეროში.
ბოკუცის თქმით "Cisli" ერთ-ერთი პირველი პროფკავშირია, სადაც პირველი ქართველი ოპერატორი იტალიაში, ფიქრია კუჭუხიძე მუშაობას.
ფიქრია კუჭუხიძე წლებია იტალიაში,კერძოდ ქალაქ ბარში ცხოვრობს და ქართველ და არა მხოლოდ ქართველ მშრომელთა უფლებებს იცავს.
1686253094
ემიგრაციასაქართველოში დაბრუნებულ 100 მიგრანტს გრანტი გადაეცემა
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 100 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო...
1686165381
სპორტი15-წლამდე მოჭიდავეების ტრიუმფი რუმინეთში-24 მედალი!
რუმინეთის ქალაქ კლუჟში, იოან მურესანისა და ვალერიუ ბულარკას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა-11 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო!საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავ...
1686147510
ემიგრაციარა შეიცვალა "აზილოს" მოთხოვნის წესებთან დაკავშირებით და რატომ აღარ იღებენ ახალ განაცხადებს
საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge-ს, იტალიაში მყოფმა ემიგრანტმა დახმარებისთვის წერილობით მომართა: „მოგმართავთ, ქართველი საემიგრაციოს სახელით და გთხოვთ იქნებ მივაწვდინოთ ხმა, ქართული საემიგრაც...
1686080217
სპორტივილი სანიოლის პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია სასტუმრო პულმანში გამართა. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუ...
1686054294
სპორტისაფეხბურთო სეზონის დასასრული და ქართველი ფეხბურთელების შთამებჭდავი მონაგარი
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატები, რომლებიც შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით მიმდინარეობს, დასრულდა ან დასასრულს მიუახლოვდა. ქართველი ფეხბურთელების, რომლებიც მიმოფანტული არიან როგ...