იტალიის რესპუბლიკაში შესვლა ოჯახის გაერთიანების მიზნით

ოჯახის გაერთიანების მიზნით წინასწარ გაიცემა ვიზა, რომელიც ქვეყანაში შემოსვლის უფლებას აძლევს (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით) იტალიაში ლეგალურად მობინადრე უცხოელის ოჯახის წევრებს.

- უცხოელს, ქვეყანაში მოქმედი იტალიის საელჩო, იტალიაში შესასვლელ ვიზას აძლევს მას შემდეგ, რაც პრეფექტურის იმიგრაციის სამსახურის ადგილობრივი უფლებამოსილი ბიურო გასცემს ავტორიზაციას (Nulla Osta);
- ავტორიზაციის (Nulla Osta) განაცხადი პირს შეაქვს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უფლებამოსილ საიმიგრაციო სამსახურის ბიუროში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე (nullaostalavoro.interno.it) სათანადო ბლანკების პირდაპირ ელექტრონულად შევსებით.
ოჯახის გაერთიანებაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ პირებს, რომლებსაც აქვთ შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები:
- სულ მცირე, ერთწლიანი სუბორდინაციული ან თვითდასაქმებითი სამუშაოსთვის;
- პოლიტიკური თავშესაფრის გამო;
- სუბსიდიური (დამხმარე, სუბსიდიური) დაცვის მიზნით;
- სასწავლო, რელიგიური მიზნებით;
- ოჯახური მოტივით;
- CE ხანგრძლივი ვადით მობინადრეთათვის;
- მოქალაქეობის მინიჭების (მოლოდინის) გამო.

შენიშვნა: ბინადრობის ნებართვის განახლებაზე განაცხადის შეტანის დამადასტურებელი ქვითრით შესაძლებელია ოჯახის გაერთიანებაზე ავტორიზაციის (Nulla Osta) მოთხოვნა.

ოჯახის წევრები, რომლებზეც შესაძლებელია ოჯახის გაერთიანების მოთხოვნა:
- მეუღლე, რომელიც ოფიციალურად არ არის განქორწინებული, არანაკლებ 18 წლისაა და ქორწინებაში არ იმყოფება სხვა, ლეგალურად მობინადრე პირთან;
- არასრულწლოვანი შვილები, მეუღლის შვილები, ქორწინების გარეშე გაჩენილი შვილები, რომლებიც არ არიან შეუღლებულნი, იმ პირობით, რომ მეორე მშობელი (თუ არსებობს) აძლევს თანხმობას. შვილად აყვანილი და მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი გათანაბრებულია შვილთან;
- კმაყოფაზე მყოფი სრულწლოვანი შვილები, რომელთაც, ობიექტური მიზეზების გამო - (შესაძლებლობების სრული (100%-იანი) შეზღუდვა, გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობით), არ შეუძლიათ იზრუნონ საკუთარ საარსებო საშუალებებზე;
- კმაყოფაზე მყოფი მშობლები, რომელთაც არ ჰყავთ სხვა შვილი საკუთარ ქვეყანაში; ან მშობელი, რომელიც ქორწინებაში არ იმყოფება სხვა, ლეგალურად მობინადრე პირთან;
- 65 წელს გადაცილებული მშობლები (თუ სხვა შვილებს არ შეუძლიათ მათი შენახვა), სათანადოდ დასაბუთებული, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო; ან მშობელი, რომელიც ქორწინებაში არ იმყოფება სხვა, ლეგალურად მობინადრე პირთან;
- იტალიაში ლეგალურად მობინადრე არასრულწლოვან შვილთან ოჯახური გაერთიანების მოტივით, ნებადართულია ბიოლოგიური მშობლის შემოსვლა, თუ იგი დაადასტურებს მოთხოვნილი რეკვიზიტების არსებობას, როგორიცაა საცხოვრებელი ფართი და ოჯახის გაერთიანების პროცედურით განსაზღვრული შემოსავალი. ამ მხრივ გასათვალისწინებელია აღნიშნული რეკვიზიტების ფლობა მეორე მშობლის მიერ;
- ლტოლვილის სტატუსის მქონე, თანმხლების არმყოლი არასრულწლოვნის პირდაპირი ხაზის ოჯახის წევრები.
ოჯახის გაერთიანების პროცედურა ორ ფაზად იყოფა:
ა) Coesione familiare - (საიმიგრაციო სამსახურის მონაწილეობით) - ავტორიზაციის (Nulla Osta) გაცემისათვის საჭირო რეკვიზიტების - (ბინადრობის ნებართვა, შემოსავალი, საცხოვრებელი ფართი) შემოწმება;
ბ) ricongiungimento familiare - (საკონსულო წარმომადგენლობის მონაწილეობით) - მჭიდრო კავშირშია პირველთან და გულისხმობს შემოსასვლელი ვიზის გაცემისათვის საჭირო რეკვიზიტების - (ნათესაური კავშირი და გასაერთიანებელი სუბიექტის სხვა მონაცემები) შემოწმებას.
ოჯახის გაერთიანებაზე განაცხადის წარდგენისათვის აუცილებელი დოკუმენტები
- ბინადრობის ნებართვის ასლი - (ნებართვის მთლიანი ხანგრძლივობა უნდა იყოს, სულ მცირე, ერთი წელი). ოჯახის გაერთიანებაზე განაცხადის შეტანა შეიძლება მაშინაც, თუ გაქვთ ბინადრობის ნებართვის განახლებაზე/გაცემაზე განაცხადის შეტანის დამადასტურებელი ქვითარი;
- 16,00€ -ევროიანი მარკა (შტამპი), რომლის ნომერი შეტანილია ელექტრონული მოდულის შესაფერის გრაფაში, ორიგინალი კი უნდა წარადგინოს საიმიგრაციო სამსახურის ბიუროში გამოძახებისას;
- განმცხადებლის/მომთხოვნის პასპორტი;
- გასაერთიანებელი წევრის პასპორტის ასლი.

ოჯახის გაერთიანებაზე ავტორიზაციის მისაღებად საჭირო რეკვიზიტები და დოკუმენტები
კანონიერი გზით მიღებული მინიმალური წლიური შემოსავალი, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები ყოველწლიური სოციალური დახმარებისა და თითოეული გასაერთიანებელი წევრის სოციალური დახმარების ნახევრის საერთო ოდენობაზე:
- გაერთიანების მომთხოვნი: 5.954,00 ევრო წლიური შემოსავალი.
- ერთი გასაერთიანებელი წევრი (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის) – 8.931,00 ევრო;
- ორი გასაერთიანებელი წევრი (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის) – 11.908,00 ევრო;
- სამი გასაერთიანებელი წევრი (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის) – 14.885,00 ევრო;
- ოთხი გასაერთიანებელი წევრი (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის) – 17.862,00 ევრო;
- ხუთი გასაერთიანებელი წევრი (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის) – 20.839,00 ევრო;
- ექვსი გასაერთიანებელი წევრი (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის) – 23.816,00 ევრო.
თუ ოჯახში უნდა გაერთიანდეს ორი და მეტი 14 წლამდე ასაკის პირი, 2018 წლისათვის სავალდებულო მინიმალური შემოსავლის ოდენობა შეადგენს 11.908,00 ევროს.
14 წლამდე ასაკის შვილების გარდა, ყოველ მომდევნო გასაერთიანებელ წევრზე (შვილები, მეუღლეები, მშობლები) 11.908,00 ევროს უნდა დაემატოს 2.977,00 ევრო.
შემოსავლის დემონსტრირებისათვის, გასათვალისწინებელია არა მხოლოდ გაერთიანების მომთხოვნი პირის, არამედ მასთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების შემოსავალიც (სათანადოდ დასაბუთებული).
ლტოლვილის სტატუსისა და სუბსიდიური დაცვის სტატუსის მქონე პირები არ არიან ვალდებულნი, წარმოადგინონ ეს რეკვიზიტები.

შენიშვნა: ფინანსური რესურსების შეფასება არ უნდა დაეყრდნოს ყოველწლიური სოციალური დახმარების საფუძველზე განსაზღვრულ მინიმალურ ლიმიტს, აქ ასევე გასათვალისწინებელია ოჯახის ბუნება და სიმტკიცე, ქორწინებისა და ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ცხოვრების ხანგრძლივობა, მშობლიურ ქვეყანასთან ოჯახური, კულტურული ან სოციალური კავშირები (ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება C-578/08).

შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები:
მოთხოვნილი რეკვიზიტების დამადასტურებელი დოკუმენტაცია პირმა უნდა წარადგინოს საიმიგრაციო სამსახურის ბიუროში გამოძახებისას. ოჯახის გაერთიანების მომთხოვნი პირის პასპორტისა და გასაერთიანებელ წევრთა პასპორტების ასლების გარდა, საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა შემოსავლების დასადასტურებლად:
სუბორდინაციულად დასაქმებულ პირთა მიერ: შემოსავლების ბოლო დეკლარაცია, სამუშაო ხელშეკრულების ასლი, ხელფასის ბოლო გადახდა ან ხელფასების ჟურნალის დამოწმებული ასლი; დამსაქმებლის თვითდეკლარაცია, შედგენილი S3 მოდელის მიხედვით, საიდანაც ჩანს მიმდინარე/მოქმედი სამუშაო ურთიერთობა (თითოეული დოკუმენტის 2 ასლი).
თუ სამუშაო ურთიერთობა დაწყებულია ერთ წელზე ნაკლები ხნის წინ და ამის გამო დასაქმებულს არ შეუძლია შემოსავლების დეკლარაციის წარმოდგენა, დამსაქმებლის თვითდეკლარაციაში უნდა მიეთითოს დასაქმებულის სავარაუდო შემოსავალი.
ოჯახის დამხმარე პირის მიერ: შემოსავლების ბოლო დეკლარაცია; თუ ასეთი რამ არ არსებობს, დასაქმების შეტყობინება დასაქმების/სოციალური უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის (INPS); მოთხოვნის წარდგენის თარიღის წინა კვარტალში გადახდილი INPS-ის გადასახადის ქვითარი; დამსაქმებლის თვითდეკლარაცია, შედგენილი S3-მოდელის მიხედვით, რითაც დასტურდება მიმდინარე/მოქმედი სამუშაო ურთიერთობა.
სამედიცინო დაზღვევა მშობლისთვის
65 წელს გადაცილებული ერთ-ერთი მშობლის ოჯახური გაერთიანების მოტივით ჩამოყვანისას, აუცილებელია სამედიცინო დაზღვევა, ვიდრე განკარგულებით დადგინდება ჯანდაცვის ეროვნული სამსახურში ნებაყოფლობითი რეგისტრაციისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა.
განაცხადის წარდგენისას საკმარისი იქნება დეკლარაცია სადაზღვევო პოლისის ხელმოწერის ვალდებულებაზე.
სადაზღვევო პოლისს ხელი ეწერება ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლიდან 8 დღის განმავლობაში.
საიმიგრაციო სამსახურის ბიუროში წარდგენამდე მას უნდა ჰქონდეს მოქმედების ვადა და ფარავდეს ავადმყოფობისა და უბედური შემთხვევებისა რისკებს.

საცხოვრებელი ფართი:
საცხოვრებელი ფართის არსებობა, რომელიც აკმაყოფილებს საცხოვრებლად ვარგისიანობის მოთხოვნებს და შეესაბამება სანიტარიულ და ჰიგიენურ კრიტერიუმებს. სერტიფიკატი გაიცემა უფლებამოსილი მუნიციპალური სამსახურების მიერ.
საცხოვრებელ ფართზე მოთხოვნილი დოკუმენტები:
- იჯარის ხელშეკრულების, ბინით უფასოდ სარგებლობის ხელშეკრულების, ან საკუთრების უფლების ასლი;
- საცხოვრებლად ვარგისიანობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ცნობა, ანუ მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ საცხოვრებელი ფართი შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ პარამეტრებს და სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;
- თუ გაერთიანების მომთხოვნი პირი სტუმარია, ბინის მფლობელის ლეგალიზებული დეკლარაცია, რომ აცხადებს თანხმობას მასთან დასაქმებული მუშაკისთვის გამოყოფილ საცხოვრებელ ფართში ოჯახის წევრების (გვარ-სახელების მითითებით) გაერთიანებაზე - (S2 ბლანკი);
- 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი შვილის ჩამოყვანის შემთხვევაში (მხოლოდ ერთერთი მშობელთან) საცხოვრებლის ვარგისიანობის ცნობა შეიძლება შეიცვალოს იმ ბინის მფლობელის თანხმობით, სადაც არასრულწლოვანი ფაქტობრივად იცხოვრებს -(S1 ბლანკი).
ლტოლვილის სტატუსის მფლობელებს არ მოეთხოვებათ ეს რეკვიზიტები.
კრიტერიუმები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება საცხოვრებლის ვარგისიანობის შესაფასებლად:

ფართი მოსახლეზე:

1 მოსახლეზე -14 კვ.მ;
2 მოსახლეზე - 28 კვ.მ;
3 მოსახლეზე - 42 კვ.მ;
4 მოსახლეზე -- 56 კვ.მ;
ყოველ მომდევნო მოსახლეზე + 10 კვ.მ.
ოთახების შემადგენლობა:
საძინებელი ოთახი ერთ სულზე - 9 კვ.მ;
საძინებელი ოთახი 2 სულზე - 14 კვ.მ;
+ მისაღები ოთახი - 14 კვ.მ.

ერთოთახიანი ბინა:

1 ადამიანზე - 28 კვ.მ. (აბაზანის ჩათვლით);
2 ადამიანზე - 38 კვ.მ (აბაზანის ჩათვლით).
მინიმალური სიმაღლე: საცხოვრებელი ოთახები - 2,7 მ., (მთიანი რეგიონის კომუნებში დასაშვებია
2,55 მ.), კორიდორები, საკუჭნაოები, სათავსები - 2,4 მ

ოჯახური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები:
ცნობა ოჯახური მდგომარეობის შესახებ - მეუღლესთან ოჯახური გაერთიანების შემთხვევაში, იმის დასადასტურებლად, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა მეუღლე არ ჰყავს;
მშობლის ქორწინების მოწმობა მშობელთან ოჯახური გაერთიანების შემთხვევაში, რათა შემოწმდეს, რომ ნამდვილად ცხოვრობს ქვეყნის ტერიტორიაზე და არ იმყოფება სხვა ქორწინებაში.
ოჯახის გაერთიანების პროცედურა (II ფაზა) - მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ
მოთხოვნის ელექტრონულად წარდგენის შემდეგ, სისტემა აგზავნის შეტყობინებას მიღების თარიღისა და დროის მითითებით.
წერილობითი შეტყობინების მეშვეობით, სისტემა გამოიძახებს განმცხადებელს მოთხოვნილი რეკვიზიტების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად.
თუ დოკუმენტაცია წარდგენილია სრულად, მას დაუბრუნდება დამოწმებული ასლი, რომელზეც აღნიშნულია განაცხადისა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის თარიღი.
ამ მომენტიდან აითვლება საქმის შესწავლისა და Nulla Osta-ს გაცემისათვის საჭირო კანონით გათვალისწინებული 180-დღიანი ვადა.
პოლიციის სამმართველოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც დგინდება გაერთიანების მიზნით ოჯახის წევრთა ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის დამაბრკოლებელი მიზეზები, ასევე, მოთხოვნილი რეკვიზიტების შემოწმების შემდეგ, ოფისი ან გასცემს Nulla Osta-ს, ან უარს ამბობს მასზე.
Nulla Osta-ს გაცემაზე უარის შემთხვევაში, საჩივარი შეიძლება გაიგზავნოს ჩვეულებრივ სასამართლოში, საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით.
იტალიის რესპუბლიკაში შემოსვლა ოჯახური გაერთიანების მიზნით
ოჯახის გასაერთიანებელი წევრის იტალიაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში, მიმღებმა წევრმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს ფართის გამოყოფის (Cessione fabbricato)/მასპინძლობის (ospitalità) განცხადება (ერთი ასლი თვითონ შეინახოს).
ამავე დროში უნდა ეცნობოს ადგილობრივი პრეფექტურის იმიგრაციის სამსახურის ბიუროს ოჯახის წევრის ჩამოსვლა და დაელოდონ გამოძახებას იმ დოკუმენტაციის გამოსატანად, რომელიც საჭიროა ოჯახური მოტივით ბინადრობის ნებართვის ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის განაცხადისათვის. ამ დოკუმენტაციით განმცხადებელი მიდის საფოსტო განყოფილებაში, ზემოხსენებულ ნებართვებზე ფორმალური მოთხოვნისა და საჭირო საბუთების გასაგზავნად.

წყარო: ემიგრანტთა უფლებები და ვალდებულებები

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორ დავუკავშირდეთ, ქალაქ ბარიში არსებულ, საქართველოს გენერალურ საკონსულოს

⭕  კონკურსი იტალიაში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისათვის, რომელსაც ქალაქ ბარიში არსებული გენერალური საკონსულო აცხადებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714904260

ახალი ამბები

როდის უნდა გავიდეთ საფლავზე - როგორია ეკლესიის პოზიცია

აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე, ორ­შა­ბა­თი, საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს შეღებილი კვერცხით, პასკებითა და სხვა სანოვაგით დატვირთული ადამიანები ოჯახის წევრების და ახლობლების სა...

 სასაფლაო

1714901543

სოციალური მედია

„წუხელ გავედი სასაფლაოზე და მამაჩემი აღარ დამხვდა...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „წუხელ გავედი სასაფლაოზედა მამაჩემი აღარ დამხვდა.სიგარეტი მივუტანე და აღარსად იყო მამაჩემი.ღია საფლავთან ანგელოზთა...

აა

1714895045

სოციალური მედია

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველო ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი, ყველასათვის საამაყო, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. იგი ასევე აქვეყნებს ფოტოს სადაც სამოსზე აქვს...

ააა

1714893035

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრ...

კობახიძე ტაძარში

1714890888

ახალი ამბები

5-6 მაისს მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 5-6 მაისს მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. თბილისის მერიამ ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დანიშნა. ავტობუსები მგზავრებს 08:00-...

ავტობუსიიი