ქართველი ემიგრანტები, იტალიურ რადიო სადგურ „CanaleCento“-ს ეთერში

გუშინ, სოციალურ ჯგუფ „ფეისბუკში“ ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ქართველი ემიგრანტი ქალბატონები იტალიის ერთ-ერთ რადიო არხზე ქართულ სიმღერას „ტიავ, ტიავ რაკრაკით“ ასრულებენ. ვიდეო ათასობით ემიგრანტმა გააზიარა. 

excluvitv.ge შემსრულებლებით დაინტერესდა და ერთ-ერთ ემიგრანტ ქალბატონს, ჯანინა ხერგიანს დაუკავშირდა და კვარტეტის შესახებ რამდენიმე კითხვა დაუსვა.

კვარტეტ „იავნანა“-ს იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ქალბატონები ჯანინა ხერგიანი, მედეა ხუჭუა, ირმა ბაზერაშვილი და ირინა თავაძე წარმოადგენენ.

ჯანინა ხერგიანი: ჩვენ ვართ კვარტეტი „იავნანა“. სამი წელია რაც ვარსებობთ. კვარტეტის წევრები ქალაქ ბარიში ვცხოვრობთ. ეს არის შემოქმედებითი გჯუფი, რომელიც მწერლებს, პოეტებს და მუსიკოსებს აერთიანებს. ჩვენს კვარტეტში ორი მუსიკოსი და ორი მოყვარული მომღერალი ვართ.

მე, პარალელურად ვწერ ლექსებს, რომელიც გამომცემლობებმა დაბეჭდა. ირმა და ირინა მუსიკას წერს, ირმა ბაზერაშვილი ასევე გახლავთ პოეტი.

რადიო სადგურ „CanaleCento“ დირექტორი, რობერტო შემთხვევით, მეგობრის მეშვეობით გავიცანი, რომელმაც რობერტოს ჩვენი ჯგუფის შესახებ უამბო. ბატონ რობერტოს ჩვენს მიერ შესრულებული სიმღერები მოვასმენინე და ასე აღმოვჩნდით რადიოს ეთერში. ასევე მისგან მივიღეთ ინტერნაციონალური ჯგუფის შექმნის შეთავაზება. 

რობერტო გახლავთ მწერალი და პუბლიცისტი, საკმაოდ გათვითცნობიერებულია კავკასიურ ტომების ისტორიის შესახებ, არის დოკმენტალისტი და შემეცნებითი წიგნების ავტორი. მას რადიო სადგურ „CanaleCento“-ს  დირექტორის პოსტზე ყოფნის 28-წლიანი გამოცდილება აქვს. 

exclusivetv.ge მადლობას უხდის ქალბატონ ჯანინას და კვარტეტ „იავნანას“ წარმატებებს უსურვებს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 „ისტორიულ ხელშეკრულებას ვაწერთ ხვალ ხელს“ - რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს შორის მემორანდუმი გაფორმდება

📌 იტალია - ISEE-ს გაკეთება ფასიანი ხდება?!

📌 ახალი პროექტი უფრო ეკონომიური და სუფთა რომისთვის

 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754216007

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ის, რომ პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და შემდეგ მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, არის პოლიტიკური კორუფცია

 ის, რომ პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და შემდეგ მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, არის უპატივცემულობის მწვერვალი, ყველანაირი ეტიკეტის დარღვევისა, ეს არის პოლიტიკური კორუფცია - ის, რომ სარგებლ...

გიორგი ვოლსკი

1754212845

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების მოთხოვნაზე: 2017 წელს კონსტიტუციაშიც შევიტანეთ შესწორება და დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება, მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს გამოგონილი თემებია

შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის განცხადებას, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაუშვას ერთნაირსქესიანთა ქორწინება და უზრუნველყოს ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა, თავდ...

თენგიზ შარმანაშვილი

1754211194

ახალი ამბები

რუსეთში კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთის კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, - აღნიშნულის შესახებ გერმანიის გეომეცნიერების კვლევის ცენტრი იტყობინება. ბიძგები 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შ...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1754210574

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: არ არის პოლიტიკურად კორექტული და დიპლომატიურ ეთიკასაც სცდება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ქონებას

„არ არის პოლიტიკურად კორექტული და დიპლომატიურ ეთიკასაც სცდება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ქონებას“, - ამის შესახებ პა...

ირაკლი ქადაგიშვილი

1754208224

საზოგადოება

შოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

შოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, ბუბისწყლის ხეო...

შოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა