“მეორე წელია იტალიაში ოჯახებში ვმუშაობ და ასეთი არაფერი მინახავს” - ემიგრანტი იტალიიდან

"თავიდან ვიფიქრე, ან მადა არ აქვს, ან ფული-მეთქი, მაგრამ რამდენჯერმე მის სახლში მოვხვდი, ისეთი გადავსებული ჰქონდა სამზარეულო, თვალები გადმომცვივდა." იტალიაში, ქალაქ სალერნოში მცხოვრები ემიგრანტი, ქალბატონი ლალი, თავის გულისტკივილს გვიზიარებს.

"მეორე წელია იტალიაში ვმუშაობ, ეს უკვე მეოთხე ოჯახია და ასეთი არაფერი მინახავს. დიდი მჭამელი მე არ ვარ, რომ მეფიქრა, ბევრს ხარჯავენ ჩემს კვებაზე-მეთქი. სახლში მხოლოდ მე და ბებია ვცხოვრობთ, მაგრამ ბებიას შვილი იმავე კორპუსში, სხვა სართულზე ცხოვრობს და პირდაპირი მნიშვნელობით გვაკონტროლებს.

საყიდლებზეც ის დადის. საყიდლებს სიტყვაზე ვამბობ, თორემ მესამე თვეა ამ სამსახურში ვარ და პურის, მაკარონის, სალათის ფურცლის და კომბოსტოს გარდა, სხვა ბევრი არაფერი მინახავს. ბებიას თავისი კვება აქვს, სპეციალური, ამიტომ შვილს მხოლოდ ჩემთვის მოაქვს რაც მოაქვს. თავიდან ვიფიქრე, ან მადა არ აქვს, ან ფული-თქო, მაგრამ რამდენჯერმე მის სახლში მოვხვდი, ისეთი გადავსებული ჰქონდა სამზარეულო, თვალები გადმომცვივდა. 

ქართველმა ქალებმა მითხრეს, დაუწერე რაც გინდა და მიეცი საყიდლებზე რომ წავაო. დავუწერე, მაგრამ რა ხეირი. ისევ ორი ღერი სტაფილო და მაკარონი მომიტანა. თავიდან ჩემი ფულით დავიწყე საჭმლის ყიდვა, მაგრამ ისედაც ცოტას მიხდიან და რასაც ვიღებ თუ ისევ აქ დავხარჯე, რა აზრი აქვს მუშაობას. გამოსვლას ვაპირებ ამ სამსახურიდან. ვის იშოვიან ამ პირობებზე, უნდა ვნახო..." - წერს ემიგრანტი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714719212

სოციალური მედია

„დღეს ერთმანეთსაც მივუტევოთ, რაც ვაწყენინეთ... ღმერთმა ხომ სიყვარულთან ერთად მიტევებაც გვასწავლა“ - გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და დიდი მარხვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეზე, წითელ პარასკევზ...

საზოგადოება

1714718046

ახალი ამბები

3 მაისის ამინდის პროგნოზი, ქალაქების მიხედვით

3 მაისს ქუთაისში +21 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხ...

წვიმააა

1714716442

საზოგადოება

დღეს ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე - წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია - დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე. ვნების კვირის პარასკევი ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როცა ქრისტე ჯვარს აცვეს. ამ დღეს საეკლესიო ღვთისმსახურება იესო ქრის...

წითელი პარასკევია

1714682537

სოციალური მედია

შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: ან კანონი წაიკითხე და გვითხარი რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, ქვებს და აგურებს ესვრიან და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ

 მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში შენს წინამორბედ ვაჟკაც და პ...

ბუდუ ზივზივაძე

1714681297

ჰოროსკოპი

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი შესაფერისი დროა ემოციური გადატვირთვისთვის - შეგიძლიათ სახლი დაასუფთაოთ, ინტერიერი შეცვალოთ, მაღაზიებშ...

ჰოროსკოპი