მილანი იტალიის ჩემპიონია - გამარჯვების აღნიშვნის დროს მილანის მწვრთნელს კისრიდან მედალი მოჰპარეს

სერია ა-ს 38-ე ტურში, მილანი-სასუოლოს თამაში რეჯიო-ემილიას "მაპეის სტადიონზე" შედგა. 11 წლიანი პაუზის შემდეგ, მილანი იტალიის ჩემპიონი გახდა. ანგარიში მილანის სასარგებლოდ 3-0 დასრულდა. 

ჩემპიონატის აღნიშვნის დროს, ,,როსონერის" მთავარ მწვრთნელს, სტეფანო პიოლის კისრიდან საჩემპიონო მედალი მოჰპარეს.  
,,მედალი დავკარგე, ვიღაცამ კისრიდან ჩამომგლიჯა. თუ საშუალება მაქვს რომ მივმართო, გამიხარდება თუ დამიბრუნებენ, რადგან ეს ერთადერთია, რაც მაქვს," - განაცხადა პიოლიმ მედიასთან საუბრისას.

24 საათზე ნაკლები დრო დასჭირდა რეჯიო-ემილიას პოლიციას იმისათვის, რომ ,,როსონერის" მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის საჩემპიონო მედალი ეპოვა. ცოტა  ხნის წინ პოლიციელებმა პიოლს საჩემპიონო მედალი უკან დაუბრუნეს.

რეჯიო-ემილიას პოლიციაში მედლით ხელში, დღეს სამი ახალგაზრდა ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. ახალგაზრდების თქმით, მედალი გასახდელთან ახლოს, გაზონთან იპოვეს. მათი ადვოკატის განცხადებით კი, ახალგაზრდებმა მედალის პოვნის შესახებ მანამდე განაცხადეს ინსტაგრამის მეშვეობით, ვიდრე პიოლი ამის შესახებ მიმართვას გაავრცელებდა.

"როგორც კი გაიგეს, რომ მედალი პიოლის ეკუთვნოდა გადაწყვიტეს უკან დაბრუნება," - განაცხადა ახალგაზრდების ადვოკატმა. საქმეზე გამოძიება კვლავ მსვლელობაშია.

ნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV-თვის რეჯო-ემილიადან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794043370

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1794041433

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1794039575

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...

დავით მათიკაშვილი

1794039239

ახალი ამბები

ბრალდებულმა ბათუმში მეზობლად მცხოვრები კაცი გადაჭრილი თოფიდან გასროლით დაჭრა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-...

დაკავება და ბორკილები

1794038057

ახალი ამბები

ალექსანდრე ხაზარაძე: ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

„ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით დღევანდელ გლობალურ გარემოში, როდესაც მსოფლიოში გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ეკონომიკური ფრაგმენტაციის პროცესები...

ალექსანდრე ხაზარაძე