“ორსულობისა და ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, არალეგალს თავისუფლად შეუძლია გააკეთოს იტალიური ბინადრობის ნებართვა, ანუ გახდეს ლეგალი” - ფიქრია კუჭუხიძე
უცხო ქვეყანაში მცხოვრებ არალეგალებს, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ქართველებზე, ხშირად იმაზე მეტი უფლება აქვთ მიმღებ ქვეყანაში, ვიდრე წარმოუდგენიათ, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობის, ასევე ენობრივი ბარიერის გამო, შესაძლებლობას, რომ მათი უცხო ქვეყანაში ყოფნა ლეგალური გახადონ, ხელიდან უშვებენ.
მაგალითად, არალეგალ ქალს, თუ ის ორსულად არის, უფლება აქვს მოითხოვოს დროებით ბინადრობის ნებართვა და შემდეგ, რეკვიზიტების არსებობის შემთხვევაში, მისი კონვერტირება მოახდინოს სამუშაო მოტივით ბინადრობის ნებართვაში.
საემიგრაციო საზოგადოება „Anolf“-ის ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე სწორედ ამის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას:
"უსაბუთო ორსული ქართველი ქალბატონი იტალიაში - მას აქვს უფლება მოითხოვოს ბინადრობის ნებართვა სამკურნალო მოტივით (Permesso di soggiorno per cure mediche) და მშობიარობის შემდეგ, სანამ საბუთს ვადა გაუვა, გადაავადოს და გააკეთოს მოთხოვნა ბინადრობის ნებართვაზე მოტივით არასრულწლოვანის თანმხლები პირი (Permesso di soggiorno per assistenza minori). ამის გაკეთება შეუძლია როგორც მარტოხელა დედას, ასევე ორივე მშობელს, თუ ორივე სახეზეა.
უპირობო მოთხოვნაა, რომ მშობლებს არ უნდა ჰქონდეთ სამართალდამცველებთან პრობლემა. ეს ხელის შემშლელი ფაქტორია ამ კატეგორიის "პერმესოსთვის". ამ 6 თვიანი საბუთით პირს აქვს გადაადგილების უფლება მის ქვეყანაში!
"პერმესოსთან" ერთად გვარდება სხვა საბუთებიც: მისამართზე ჩაწერა, იტალიური პირადობის მოწმობა, ფისკალური კოდი და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო 2 წლიანი "პერმესოს" აღების შემდეგ, შვიდ თვეში ამ საბუთის გადაცვლა უპრობლემოდ არის შესაძლებელი სუბორდინირებულ სამუშაო ბინადრობის ნებართვაზე (Permesso di soggiorno subordinato per lavoro). მთავარია, პირს ჰქონდეს სამუშაო ხელშეკრულება."
1791577872
ახალი ამბებიმძიმე ავარიას ქუთაისში ქვეითი ემსხვერპლა - მომხდარის დეტალები
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტ...
1791577690
მსოფლიოაშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გლობალურ ბაზარზე რუსული დიზელის მიწოდებაზე დროებითი ლიცენზია გასცა
„პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი დაუყოვნებლივ გასცემს დროებით ზოგად ლიცენზიას, რომელიც გლობალურ ბაზარზე რუსული დიზელის მიწოდების საშუალებას იძლევა“, - ამის შესახებ აშშ-ი...
1791577329
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკება დავასრულე - რუსეთი ამერიკულ ბაზარს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
„ახლახან დავასრულე მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინთან. რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზარს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის“, - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქ...
1791573743
ახალი ამბებიკულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნულ გალერეაში რადიშ თორდიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში რადიშ თორდიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა - „რადიშ თორდია - 90“ გაიხსნა. რადიშ თორდია XX საუკ...
1791570692
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება, ევროპელმა ხალხმა გამოიღვიძა - გერმანიამ, ისლანდიამ, საფრანგეთმა, ბევრ მაგალითს ვიხილავთ, სადაც ითხოვენ მმართველი კლასისგან, რომ გატარდეს მათი ინტერესები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპელ ხალხში ბრიუსელის მმართველი კლასის მიმართ არსებულ დამოკიდებულებებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ბრიუსელის ბიუროკრატია დ...


























