პენსია იტალიაში - რა ასაკიდან შეგვიძლია მოვითხოვოთ და რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ მოვითხოვოთ პენსია?
როგორ ხდება პენსიის მოთხოვნა იტალიაში, ამის შესახებ ინფორმაციას ExclusiveTv.ge-ს მკითხველს, ნეაპოლში მცხოვრები ქართველი მედიატორი ია ლალუაშვილი გაგაცნობთ:
იტალიაში პენსია არსებობს ორი ტიპის ესენია: PENSIONE SOCIALE და PENSIONE CONTRIBUTIVA - ანუ დაგროვილი საპენსიო დანაზოგი.
მოთხოვნა:
ხანდაზმულობის პენსიაზე იტალიაში შესაძლებელია 67 წლის მიღწევისთანავე. ქართველი მუშაკებისთვის, რომლებსაც აქვთ შრომითი ხელშეკრულება და იხდიან „CONTRIBUTI“-ს ანუ საპენსიო დანაზოგს, ქვეყანა უზრუნველყოფს საპენსიო უფლებებით, ანალოგიურად როგორც თავის მოქალაქეებს.
მოთხოვნას აგზავნის დაინტერესებული პირი ონლაინ რეჟიმში ან PATRONATO-ს მეშვეობით. სადაც აუცილებლად უნდა წარადგინოს მინიმუმ 20 წლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები და გადახდილი გადასახადები.
პირი, რომლის წარმომავლობის ქვეყანა არ მიეკუთვნება ევროკავშირს და დაბრუნდება თავის ქვეყანაში, მას მაინც აქვს საშუალება მოითხოვოს პენსია იტალიის ტერიტორიაზე, თუ კი ის აკმაყოფილებს მოთხოვნებს (მინიმუმ 20 წლიან სამუშაო სტაჟის). ასევე უნდა დაურთოს საცხოვრებელი ადგილის მისამართი, რომელიც დადასტურებული უნდა იქნეს იტალიის საკონსულოს მიერ სადაც ის ცხოვრობს.
პენსია გამოითვლება „საკონტრიბუტო სისტემით“, რაც გულისხმობს თქვენს მიერ გადახდილ შენატანს. ეს შესაძლებელია თქვენივე „SPID“-ით ან „INPS“-ი თავად გიანგარიშებს, მას შემდეგ რაც წარადგენთ ყველა საჭირო დოკუმენტს.
როგორც ქალბატონების ასევე მამაკაცების შემთხვევაში, ხანდაზმულობის პენსიაზე მოთხოვნები და ასაკი უცვლელია.
რაც შეეხება PENSIONE SPCIALE-ს აქ საქმე უფრო რთულდება, ამ შემთხვევაში გაქვთ უფლება, მოთხოვნა წარადგინოთ 10 წლიანი სამუშაო კონტრაქტითაც. თუმცა, ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა იქონიოთ იტალიის სახელმწიფოში, 10 წლიანი უწყვეტი ცხოვრების დამადასტურებელი საბუთი, დადასტურებული საკონსულოდან. ამ პერიოდის განმავლობაში არაუმეტეს ერთი თვისა არ უნდა გქონდეთ გატარებული თქვენს ქვეყანაში, ასევე ძველი და ახალი პასპორტები და იტალიის ტერიტორიაზე ცხოვრების (იგივე რეზიდენცა; რეზიდენცა სტორიკო) ამონაწერი COMUNA-დან და ასე შემდეგ.
ია ლალუაშვილი/იტალია/ნეაპოლი
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 როგორ ცხოვრობთ და რისი უფლებები გაქვთ “Asilo“-ს დროებითი დოკუმენტით
📌 იტალია ზამთრის დროზე გადადის - როდის გადავწიოთ საათის ისრები
1776427494
მსოფლიოპეტერ მადიარი: ნათლად ვუთხარი ევროკომისიის პრეზიდენტს და თითოეულ ევროპელ ლიდერს, რომ უნგრეთი არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრ პოზიციას დაიკავებს
უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ბუდაპეშტი ვიქტორ ორბანის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას გააგრძელებს და არალეგალ მიგრანტებთან ბრძოლას უფრო გაამკაცრებს. როგორც მან აღნიშნა,...
1776426099
საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების...
1776425193
საზოგადოებასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფერიტ ჰოჯასთან. ინფორმაცი...
1776425159
საზოგადოებასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, იუსტიციის მინისტ...
1776424771
საზოგადოებაძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში ცხოველთა სამი ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას ქვემო ქართლში...


























