ქალაქ ბარიში არსებულმა იტალიური ენის შემსწავლელმა ცენტრმა „ვიქტორია“ დაარსების თარიღი აღნიშნა

ქალაქ ბარიში არსებული კულტურული ასოციაცია „ვიქტორია“-ს დაარსებიდან ერთი წელი გავიდა. საგანმანათლებლო ცენტრი, იტალიში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს იტალიური ენის შესწავლაში ეხმარება. 

ცენტრი, სერტიფიცირებულმა თარჯიმანმა, ინგლისური და იტალიური ენების პედაგოგმა ვიქტორია ცუხიშვილმა გასულ წელს დააარსა. ვიქტორია ასევე გახლავთ ოთხი წიგნის, „იტალიური ენის გრამატიკა ქართულად“, „დიალოგები იტალიურ-ქართულად“, „იტალიურ-ქართული ენის ლექსიკა“ და „იტალიურ-ქართული მინი ლექსიკონი“-ს ავტორი. 

დაარსების თარიღის აღსანიშნავი საღამო, სპეციალური მოწვევით მყოფმა სტუმარმა, ისტორიკოსმა ფრანჩესკო ტრეჩმა გახსნა. ფრანჩესკო ტრეჩმა დამსწრე აუდიტორიას მისი ახალი წიგნი „Sakartvelo“ წარუდგინა. 

ღონისძიებას ესწრებოდა გენერალური კონსული, ვახტანგ ანდღულაძე, ასევე საემიგრაციო სფეროს წარმომადგენლები, ფიქრია კუჭუხიძე და ლელა ბალახაშვილი. 

სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა იტალიელი ადვოკატი ფრანჩესკო ლისი და იტალიური ენის ლექტორი მარიაროსარია მოსკო.

ღონისძიების დასასრულს იტალიელმა და ქართველმა სტუმრებმა, ქართული სამზარეულო და ღვინო დააგემოვნეს. 

სასწავლო ცენტრის მისამართია ქალაქი ბარი, Via Giuseppe Davanzati Forges 25.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 სასიხარულო ინფორმაცია ემიგრანტებისთვის!!!! ქალაქ ბარიში სასწავლო ცენტრი გაიხსნა

📌 გაიცანით, 4 შვილის დედა და იტალიური ენის მასწავლებელი იტალიაში, ვიქტორია ცუხიშვილი

📌 სასიხარულო ინფორმაცია იტალიური ენის შესწავლის მსურველთათვის - იტალიის ქალაქ ბარიში სასწავლო ცენტრი "ვიქტორია" გაიხსნა - "ნინას ესპრესო" ბარიში ჩავიდა

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1700856686

საინტერესო ამბები

ალ ბანოს უმცროსი ქალიშვილი, ქართულ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" შეუერთდა

"ტელეიმედზე" "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში იტალიელი გოგონა გამოჩნდა - მომღერალი ჯასმინ ქარიზი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი ალ ბანოს ქალიშვილია - ექვსი შვილიდან ერთ-ერთი. გოგონა ალ ბ...

საქართველო

1700847959

ემიგრაცია

ანსამბლმა „ივერიელები“ პირეას თეატრში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოქტომბერში, საბერძნეთის რესპუბლიკაში, პირეას ისტორიულ თეატრში გაიმართა „Ηγέχορ“ საიუბილეო საღამო, რომელშიც ს...

საბერძნეთი

1700847575

ემიგრაცია

ნიუ-ჯერსიში ღონისძიება - „აფხაზეთი საქართველოა“ ჩატარდა

1 ოქტომბერს, პირველად ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შოთა რუსთველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრისინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „აფხაზეთი საქართველოა“. ღონისძიებაზე გაიხსენეს დაპატივი მიაგეს...

ემიგრაცია

1700837199

საქართველო

26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიის კონკურსი გაიმართება. ხმის მიცემა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, 24 ნოემბერს, იტალიის დროით 20:00 საათიდან!

26 ნოემბერს გაიმართება 2023 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი. წელს, საქართველოს ევროფესტივალზე პირველი არხის პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, ანასტასია ვასაძე და მისი ფინალისტები, ნიკოლოზ ხარატი და ოთო...

ევროვიზია

1700652744

ბიზნესი

საქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი 1706.50 ლარს შეადგენს

Wage Indicator Foundation-მა გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოთვალა საქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი და ის 1706.50 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ღირსეული შრომი...

ხელფასი