ქართველი „ბადანტე“ იტალიაში დახმარებას ითხოვს - ვინ მოიპარა მისი ძვირფასეულობა, ამ დრომდე გაურკვეველია
ექსკლუზივიტვს იტალიის ბიუროს ქართველი ემიგრანტი, სოფია გიორგაძე დაუკავშირდა და გვთხოვა ფართო აუდიტორიისთვის მისი ისტორია მოგვეთხრო.
სოფია იტალიაში, ქალაქ ბარიში ცხოვრობს და მოხუცის მომვლელად მუშაობს. როგორც რესპონდენტი გვიყვება, კუთვნილი დასვენების გამოსაყენებლად სახლიდან მთელი დღით გავიდა და უკან დაბრუნებულმა, აღმოაჩინა, რომ საკუთარი საძინებელი ოთახიდან დაკარგული იყო ოქროს ნივთი და თანხა, რაზედაც მან დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინა, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, უშედეგოდ.
სოფიას მონათხრობს უცვლელად გთავაზობთ:
„გამარჯობათ, მე ვარ სოფია გიორგაძე, ვმუშაობ ქალაქ Bari-ში ერთ-ერთ იტალიურ ოჯახში „ბადანტედ“, სადაც ვიდეო კამერები აყენია.
ჩემი ისტორია ასეთია, ოჯახში სადაც ვმუშაობ დამეკარგა ოქროს ნივთები: კერძოდ, ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, ოქროს ყელსაბამი, რომელზედაც შებმული იყო ნათლობის ჯვარი, მედალიონი და ზედ ეწერა „Grazie FUMAROLA“, ასევე 200€.
2022 წლის 28 ივლის, ეს ნივთები მოვიხსენი, შევინახე სხვა ნივთებთან ერთად, მის მერე არ შემიმოწმებია. კვირას 7 აგვისტოს მქონდა დასვენება, როცა დავბრუნდი სახლში მინდოდა გამეკეთებინა ყელსაბამი, აღშფოთებული დავრჩი ეს ნივთები ვერ ვიპოვე, სხვა ნივთები ადგილზე იყო. დავურეკე ბებიას შვილს, აღელვებული ვიყავი, ვუთხარი პოლიციაში წავიდოდი, მაგრამ პასუხი ასეთი იყო: ჩვენ გვიჩივი ოჯახის წევრებს?! ვუპასუხე, თქვენს გარდა კიდევ აქ სანიტრები დადიოდნენ!!! შემდეგ მოხუცის მეორე შვილმა დარეკა და თქვა, - იჩივლოსო!!! მეც წავედი ორშაბათს 8 აგვისტოს ქალაქ BARI-ს Questura -ში, დავწერე საჩივარი, მაგრამ მათი მხრიდან ამ დრომდე რეაგირება არ არის!
პარალელურად დაუკავშირდი იტალიის სახალხო ჟურნალისტს, Antonio Loconte -ს მასაც ვთხოვე დახმარება, მან მითხრა - ჩავწეროთ ინტერვიუო, მაგრამ შემდეგ მანაც არანაირი რეაგირება არ მოახდინა....
შემდეგ მივმართე ქალაქ Bari-ს „GAZZETTA MEZZOGIORNO“-ს ვთხოვე დახმარება, თუმცა ამ დრომდე არც მათ მოუხდენიათ რაიმე ტიპის რეაგირება!!! მინდა გამოვხატო ჩემი აზრი, გამოდის რომ ჩვენ ემიგრანტები დაუცველები ვართ!!! მსგავსი შემთხვევა რომ იტალიელს დამმართნოდა ეჭვს „ბადანტეზე“ აიღებდნენ! შესაბამისად რეაგირებასაც მოახდენდნენ!
ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცე?!“ - წერს სოფიო გიორგაძე.
როგორც სოფიომ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ნივთებისა და თანხის დაკარგვამდე აღმოაჩინა, რომ ოჯახმა მას დაბალანაზღაურებადი კონტრაქტი დაუდო (641 ევრო თვეში), რასაც სოფიოს პროტესტი მოჰყვა და ოჯახს განუცხადა, რომ სამსახურს დატოვება.
ჩვენ დავუკავშირდით საემიგრაციო საზოგადოება „Anolf“-ის ქართველ ოპერატორს, ფიქრია კუჭუხიძეს და კომენტარი ვთხოვეთ.
ფიქრია კუჭუხიძე: როცა ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, პირველ რიგში რაც დასაქმებულმა პირმა უნდა გააკეთოს არის, გამოიძახოს კარაბინიერები და დაწეროს ოფიციალური წერილი სამსახურის დატოვების შესახებ. ჩემს პრაქტიკაში მქონია არაერთი შემთხვევა, როცა დაზარალებულს უჭირს სიმართლის დადგენა და ხშირ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მას ეკისრება.
რაც შეეხება სიტყვიერ განცხადებას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია და დიდი შანსია მუქარად ჩაგითვალონ. ასევე შესაძლებელია შეიქმნას სხვა საფრთხეები „ბადანტის“ წინააღმდეგ, ამიტომ არის აუცილებელი დაუყოვნებლივ კარაბინიერების გამოძახება.
როცა ემიგრანტი ხარ უპირველეს ყოვლისა უნდა იმოქმედოთ კანონით. არსებობს საემიგრაციო სამსახურები სადაც შეუძლია ემიგრანტს მისვლა და ასეთ შემთხვევაში „დიმისონეს“ დაწერა. ვინაიდან კაბალური კონტრაქტი არის კანონდარღვევა და „ბადანტის“ უფლებების უხეში დარღვევა, რის ნიადაგზეც შეუძლიათ სამსახური დატოვონ კანონის სრული დაცვით, ადვოკატთან კონსულტაციის პარალელურად.
ვინაიდან მას არცერთმა უწყებამ არ უპასუხა, ისმის კითხვა, რა ხდება ემიგრანტის ცხოვრებაში, როცა ის მუშაობს ბადანტედ? ფაქტია, რომ უფლებები ირღვევა. ჩემი რეკომენდაციაა ამ ქალბატონმა აიყვანოს ადვოკატი და ოფიციალურად მოითხოვოს კამერების გახსნა. ფრთხილი მოქმედებაა საჭირო, ასევე ვურჩევ საქმის კურსში ჩააყენოს საელჩო და საკონსულო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
1789630819
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომლის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე, მისი განხორციელება არის სავსებით რეალური და ამისათვის მთლიანად ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დააკლებს
ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა. ამბიციური გეგმის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე. ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა მისი განხორციელება არის სავსებით რეალური და ამი...
1789628663
ახალი ამბებითენგო თევზაძე: ოპოზიციური ალიანსი რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არ არსებობს
„ოპოზიციური ალიანსი იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არის დისფუნქციური“, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ გენერალურმა მდივანმა თენგო თევზაძემ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. თევზაძე საუბრ...
1789628153
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამ...
1789627076
ახალი ამბები„9 ავტომობილი და სილამაზის სალონი გაქურდა, ერთ სატრანსპორტო საშუალებას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა“ - დაკავებულია არასრულწლოვანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვე...
1789624643
ახალი ამბებიშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: მიმდინარეობს რეგისტრაცია 30 სექტემბერს ჩანიშნული „სერტუსის“ ინგლისური ენის გამოცდისათვის
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, სამსახურის მაძიებლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში, ინგლისური...




























