ქართველმა ბანმა იტალიაში კლასიკური მუსიკის კონკურსში გაიმარჯვა
ქართველმა ბანმა გიორგი მანოშვილმა, იტალიის ქალაქ მოდენაში 9 იანვარს, ნიკოლაი გიაუროვის სახელობის კონკურსში გაიმარჯვა. თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საამაყოა საოპერო სამყაროში ასეთ კონკურსში გამარჯვება, კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის ბევრი ახსნა საჭირო არ არის, მაგრამ სანამ საკუთარ შემოქმედებას ოპერას დაუკავშირებდა, ახალგაზრდა მომღერალმა დიდი გზა განვლო. ExclusiveTV.ge მომღერალს რომში დაუკავშირდა.
- გიორგი, როგორც ვიცით ანსამბლ "რუსთავში" მღეროდი, როგორ აღმოჩნდი საოპერო სამყაროში?
- დავამთავრე გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "რუსთავში" ბოლო 10 წლის განმავლობაში ვმღეროდი. შემადგენლობაში მოვიარე ფაქტობრივად მთელი მსოფლიო და ჩავატარე არაერთი კონცერტი. ასევე ვგალობდი მგალობელთა გუნდ "ტაო"-ში.
ორი წლის წინ, საბოლოოდ გადავწყვიტე, გავმხდარიყავი ოპერის მომღერალი და ჩავაბარე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, მაგისტრატურის ფაკულტეტზე, მაესტრო ელდარ გეწაძის კლასში. შარშან მონაწილეობა მივიღე ქალაქ პეზაროში "Rossini opera festival"-ში, სადაც გავიარე აკადემია "Accademia Rossinians Alberto Zedda"-ს ფარგლებში.
- რაც შეეხება კონკურსს?
- მოდენაში ჩატარდა ნიკოლაი გიაუროვის სახელობის კონკურსი. ნიკოლაი გიაუროვი საოპერო სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო ბანი მომღერალი იყო და ჩემთვისაც ასევე ბანისთვის ძალიან სასიამოვნო და სიმბოლური იყო ამ კონკურსში მონაწილეობა და მით უმეტეს გამარჯვება.
პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების გამო, პირველი 2 ტური ონლაინ ჩატარდა, სადაც შეირჩა 15 ფინალისტი. ფინალი ქალაქ მოდენას "Teatro san Carlo"-ში გაიმართა, სადაც ვიმღერე ატილას არია და სტრეტა "Mentre gonfiarsi l'anima" ოპერიდან "Attila". ჟიურის თავმჯდომარე იყო ცნობილი იტალიელი მომღერალი, აგრეთვე ბანი Roberto Scandiuzzi.
-სამომავლო გეგმები ისევ იტალიას უკავშირდება?
- მეტ წილად ასეა, მაგრამ არა მხოლოდ... თებერვალში ვიმღერებ რომის ოპერის თეატრში ჯაკომო პუჩინის "le Boheme"-ში, ხოლო მარტში ბულგარეთში ქალაქ Russe-ში, ჯუზეპე ვერდის "Ernani"-ში. ზაფხულში ისევ იტალიაში დავბრუნდები და უკვე მეორედ მონაწილეობას მივიღებ "Rossini opera festival"-ში და შემოდგომაზე ირლანდიაში გავემგზავრები, "Wexford Festival"ში მონაწილეობის მისაღებად.
ნინა მამუკაძე სპეციალურად ExclusiveTV.ge-სთვის ფლორენციიდან
1791656831
საზოგადოებაგიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...
1791654989
ახალი ამბებითბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია
თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
1791654431
საზოგადოებარატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...
1791653970
საზოგადოებაპაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...
1791653374
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...

























