რას აპროტესტებს ასიათასობით იტალიელი მოსწავლე
დღეს, 4 თებერვალს იტალიის სხვადასხვა ქალაქების 40-ზე მეტ მოედანზე, სკოლის დამამთავრებელი კლასის დაახლოებით 100 000 მოსწავლე გამოვიდა. ისინი, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც საატესტატო გამოცდებში შესულ ცვლილებებს ეხება.
მთავარი საპროტესტო გამოსვლა რომში, განათლების სამინისტროს წინ გაიმართა, თუმცა, მოსწავლეების არანაკლები რაოდენობა იყო მილანის, გენუას, ვენეციის, პალერმოს, ფლორენციის, ბარის, პერუჯას და სხვა ქალაქების მოედნებზე. ჯამში საპროტესტო ტალღაში 18 რეგიონის 50-მდე ქალაქი ჩაერთო.
საქმე იმაში გახლავთ, რომ პანდემიის დაწყების პირველ წელს, სკოლის დამამთავრებელი გამოცდებიდან მოიხსნა წერითი გამოცდა და დარჩა მხოლოდ ზეპირი. ეს ერთი მხრივ კოვიდ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარეობდა, ხოლო მეორე მხრივ სამინისტრო შევიდა მოსწავლეების მდგომარეობაში, რომლებმაც სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში გაატარეს და მათთვის რთული იქნებოდა წერითი გამოცდის გადალახვა.
სულ რამდენიმე დღის წინ, ანუ სასწავლო წლის მეორე სემესტრის მიმდინარეობისას, განათლების სამინისტრომ დამამთავრებელ გამოცდებზე ისევ დაუშვა წერითი გამოცდა. რასაც მოსწავლეების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. მათი განცხადებით, გადაწყვეტილება უპასუხისმგებლოა, რადგან მათ ბოლო ორი წელი მთლიანად, ხოლო მიმდინარე სასწავლო წელი, ნახევრად დისტანციურ რეჟიმში მოუწიათ სწავლა და სკოლას არ უნდა ჰქონდეს მათ მიერ წერითი გამოცდის ჩაბარების პრეტენზია.
1791806427
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 20 ლარი იყო ის მატება, რომელიც გათვალისწინებული იყო რამდენიმე წლის წინ დამტკიცებული ინდექსაციის წესით, თუმცა ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი და ჩვენ მოვახერხეთ ჯამში 45 ლარით პენსიის გაზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის
„ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი, კერძოდ, 128 მლნ ლარი და ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ პლუს 25 ლარით, ანუ ჯამში 45 ლარით პენსიის გაზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმ...
1791805123
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი და კვლავ განაგრძოს შეასრულოს მთავარი როლი, დააკავშიროს ქვეყნები ევროპისა და სხვა ბაზრებს
„მინდა გამოვყო ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა, რომელზეც საქართველომ გააკეთა აქცენტი - ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრ...
1791800571
საზოგადოებაპრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე
„მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფ...
1791800159
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია გავზარდოთ 45 ლარით
„მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...
1791799267
საზოგადოებაკახა კალაძე „სამართლიანი არჩევნების“ კვლევაზე: „ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები?
„ქართული ოცნების“ ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? თქვენ ცდილობთ, რომ ეს თქვენი პატარა ამომრჩეველი, „ბაბლი“, თქვენეულ სამყაროში აცხოვროთ“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კ...


























