რას ნიშნავს „ლიკვიდაციონე“ (Liquidazione) და როგორ ხდება მისი დაანგარიშება?

რას ნიშნავს „ლიკვიდაციონე“ (Liquidazione) და როგორ ხდება მისი დაანგარიშება? - ამ საკითხის შესახებ, ნეაპოლში მცხოვრები მედიატორი ია ლალუაშვილი გვესაუბრება.
ლიკვიდაციონე არის გადასახადი, რომელსაც დამსაქმებელი ანაზღაურებს იმ შემთხვევაში როცა სამუშაო ხელშეკრულება შეწყდება. ანუ თანხა რომელიც ხელფასს ემატება. უფრო გავრცელებულია როცა მას ყოველი წლის ბოლოს იხდიან, რადგან თავიდან აირიდონ დაგროვილი თანხის ერთიანად გადახდა.
უნდა ვიცოდეთ რომ სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში, წინასწარი გაფრთხილების დრო უნდა აღემატებოდეს 8 დღეს, არაუმეტეს 30 დღისა. (შესრულებული სამსახურის საათებისა და ხანდაზმულობის მიხედვით).
„ლიკვიდაციონეს“ დაანგარიშება ძალიან ტექნიკურია, უპირველეს ყოვლისა ჯამდება მთელი წლის განმავლობაში აღებული ხელფასი და იყოფა 13,5-ზე.
მაგალითისთვის: ავიღოთ მომვლელის ანუ badante convivente-ს ხელფასი, თუ ის შეადგენს 1,120 ევროს, ამას ემატება 194,10 € (კვების და საცხოვრებლის) მიღებული თანხა, მრავლდება 12-ზე, ემატება მეცამეტე ხელფასი და იყოფა 13,5-ზე. ანუ ჯამი თითქმის ერთი თვის ხელფასს უტოლდება.
დამეთანხმებით არცთუ ისე ცოტაა, აქედან გამომდინარე სანამ სამსახურში შეხვალთ, თავიდანვე შეათანხმეთ პირობები, იცოდეთ თქვენი უფლებები. წინასწარ მოელაპარაკეთ როგორი უნდა იყოს თქვენი თანამშრომლობა, თორემ შემდეგ მოთხოვნები გვიანია ხოლმე.
ყველაზე ცუდ შემთხვევაში, გასაჩივრების უფლება გაქვთ, რაც ხანგრძლივი პროცესია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 როგორ ცხოვრობთ და რისი უფლებები გაქვთ “Asilo“-ს დროებითი დოკუმენტით
1700856686
საინტერესო ამბებიალ ბანოს უმცროსი ქალიშვილი, ქართულ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" შეუერთდა
"ტელეიმედზე" "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში იტალიელი გოგონა გამოჩნდა - მომღერალი ჯასმინ ქარიზი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი ალ ბანოს ქალიშვილია - ექვსი შვილიდან ერთ-ერთი. გოგონა ალ ბ...
1700847959
ემიგრაციაანსამბლმა „ივერიელები“ პირეას თეატრში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოქტომბერში, საბერძნეთის რესპუბლიკაში, პირეას ისტორიულ თეატრში გაიმართა „Ηγέχορ“ საიუბილეო საღამო, რომელშიც ს...
1700847575
ემიგრაციანიუ-ჯერსიში ღონისძიება - „აფხაზეთი საქართველოა“ ჩატარდა
1 ოქტომბერს, პირველად ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შოთა რუსთველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრისინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „აფხაზეთი საქართველოა“. ღონისძიებაზე გაიხსენეს დაპატივი მიაგეს...
1700837199
საქართველო26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიის კონკურსი გაიმართება. ხმის მიცემა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, 24 ნოემბერს, იტალიის დროით 20:00 საათიდან!
26 ნოემბერს გაიმართება 2023 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი. წელს, საქართველოს ევროფესტივალზე პირველი არხის პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, ანასტასია ვასაძე და მისი ფინალისტები, ნიკოლოზ ხარატი და ოთო...
1700652744
ბიზნესისაქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი 1706.50 ლარს შეადგენს
Wage Indicator Foundation-მა გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოთვალა საქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი და ის 1706.50 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ღირსეული შრომი...