რიგში მდგომი რამდენიმე ადამიანი, ერთდროულად გაიწია და პატივისცემის ნიშნად, ქართველებს გზა დაუთმეს - ExclusiveTV-ის რეპორტაჟი ემპოლი-ნაპოლის მატჩიდან

გუშინ "ნაპოლი", "ემპოლის" შეხვდა, ისევ მოიგო (რა თქმა უნდა)… ხვიჩა ძირითადში იყო… 
მატჩის დაწყებამდე, სტადიონის გარეთ ინტერვიუებს ვწერდი, როცა რაღაც მომენტში, ქართველების პატარა ჯგუფი გამოჩნდა, მხრებზე ქართული დროშებით და ხვიჩას მაისურებით და დროშებით… ამაყები, ლაღები.

მაშინვე ობიექტივი მათკენ მივაბრუნე… მშვიდად ჩადგნენ გრძელ რიგში, მაგრამ უცებ მართლა საოცრება მოხდა (თუ რატომ საოცრება, ამას ქართველი ემიგრანტები კარგად მიხვდებიან). რიგში მდგომი რამდენიმე ადამიანი,
ერთდროულად გაიწია და პატივისცემის ნიშნად, გზა დაუთმეს ქართველებს.

ცრემლის შემშრალება და ემოციების მოთოკვა მომიწია, მივხვდი, რომ თუ ამ განწყობით გავაგრძელებდი მუშაობას, ძალიან სუბიექტური ვიქნებოდი. თუმცა, ვფიქრობ, როცა ევროპის და მსოფლიო დონეზე უწევს ქართველს თამაში, მეტ-ნაკლებად, ყველა ქართველი ჟურნალისტი სუბიექტურია და ამის მიზეზი კარგად ვიცით. ერთი ქართველის წარმატებას, საკუთარ, საქართველოს წარმატებასთან ვაიგივებთ.

მალევე ჟურნალისტების ტრიბუნაზე გადავინაცვლე. სადაც ისევ სიურპრიზი მელოდა. მასპინძელი გუნდის პრესცენტრის უფროსი, რომელთანაც მანამდე მხოლოდ მეილის საშუალებით მქონდა კონტაქტი, პირდაპირ მოვიდა, გულისხმიერად მომიკითხა და ჩამეკითხა, რაიმე ხომ არ მჭირდებოდა.

ისევ ლირიკული გადახვევა გამომივიდა, მაგრამ მინდა თქცვენც , ქართველმა გულშემატკივრებმაც იგრძნოთ იტალილების, თანაც არამხოლოდ ნეაპოლელების განწყობა ქართველების მიმართ მას შემდეგ, რაც იტალია ქართველმა კვარაცხელიამ "დაიპყრო". აქვე მინდა აღვნიშნო, რომ "ემპოლის" პრესცენტრის უფროსმა, ძალიან თბილად მოიხსენია ლევან მჭედლიძე, რომელიც წლების განმავლობაში თამაშობდა ამ კლუბში. 

"ნაპოლის" მოგება უკვე ტრადიციად იქცა, მაგრამ მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ არც ლუჩანო სპალეტი და არც ფეხბურთელები, არცერთ მატჩს მსუბუქად არ უდგებიან, თუნდაც ეს კლასიფიკაციაში ბოლო ადგილებზე მყოფი გუნდი იყოს, რადგან, როგორც იტალიელები იტყვიან ხოლმე, ბურთი მრგვალია...

"ნაპოლმა" ძორითადი შემადგენლობით მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, მინ ჯე, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზიელენსკი, ლოზანო, კვარაცხელია, ოსიმენი, მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, ორქულიანი უპირატესობით. პირველი - (ავტოგოლი) მეჩვიდმეტე წუთზე, ხოლო მეორე გოლი 28-ე წუთზე გავიდა, ოსიმენის ავტორობით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მატჩი ერთი შეხედვით ხვიჩასთვის ასე ვთქვათ, საუკეთესო არ ყოფილა, მან მაინც გადამწყვეტი როლი შეასრულა, ორივე გოლი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი ფეხბურთელის უშუალო ჩართულობით გავიდა.

მიუხედავად, იმისა, რომ 67-ე წუთზე მსაჯმა მარიო რუის მინდორი დაატოვებინა და "ნაპოლის" 10 კაცით მოუწია თამაშის გაგრძელება, ამას მატჩის ანგარიშზე არ უმოქმედია. მატჩი 0-2 დასრულდა "ნაპოლის" სასარგებლოდ.

კვარაცხელია Whoscored.com-მა 6.6, ხოლო Sofascore.com-მა 7.0 ქულით შეაფასა. შემდეგ მატჩს "ნაპოლი" 3 მარტს სახლში, ლაციოს წინააღმდეგ ითამაშებს. 

ნინა მამუკაძე

სპეციალურად იტალიიდან

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714924909

ახალი ამბები

„კვარაცხელია „ნაპოლის“ ვარჯიშზე დაშავდა“ - ხვიჩა „უდინეზესთან“, სავარაუდოდ, არ ითამაშებს

„ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა მიიღო და, დიდი ალბათობით, „უდინეზესთან“ სერია A-ს 35-ე ტურის მატჩს გამოტოვებს“ – „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელზე ინფორმაციას Football-Italia ავრცელებს.    იტალიური გა...

კვარაცხელია

1714922336

სოციალური მედია

თბილისში მე-11 დღეა კაცს ეძებენ

თბილისში მე-11 დღეა კაცს ეძებენ - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი, სალი ქურასბედიანი ავრცელებს. „მეგობრებო, მე-11 დღეა, 25 აპრილიდან გაუჩინარებულია თორნიკე დალაქიშვილი. ოჯახთან და მეგობრებ...

თბილისში მე-11 დღეა კაცს ეძებენ

1714919865

სოციალური მედია

„დღეს ხომ, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეა, უფალო მოახდინე კიდევ ერთი სასწაული ამ მადლიან დღეს...“ - რას წერენ სოციალურ ქსელში სვანეთში მომხდარ ტრაგედიაზე

სოციალურ ქსელში მოქალაქე ჯაბა საღლიანი სვანეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და უფალს ევედრება, რომ დაკარგული ბავშვების ცხედრები მშობლებმა დროულად იპოვონ. „უფალო, დიდება შენს წმინდა სახელს. დღეს ხომ, ს...

ტრაგედია სვანეთში

1714917490

საზოგადოება

„იუდა იყო მოციქული, რომელსაც ღმერთმა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიანდო“ - რას ჰყვება დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი პირველი არხის ეთერში იუდა ისკარიოტელზე და მის პასუხისმგებლობაზე ჰყვება.  „იუდა იყო მოციქული, რომელსაც ღმერთმა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიანდო. ეს პასუხისმგებლობა იყო ი...

კახაბერ გოგოტიშვილი

1714916704

ახალი ამბები

მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს, გრძელდება კიდევ ორი დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები

სამდღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ ა...

ააა