როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ევროკავშირის მუდმივი ბინადრობის ნებართვა იგივე il permesso di soggiorno illimitato UE

ევროკავშირის მუდმივი ბინადრობის ნებართვის (Il permesso di soggiorno illimitato UE) მოთხოვნა შეუძლია უცხოელ მოქალაქეს, რომელსაც, იტალიაში სულ მცირე 5 წლიანი რეგულარული ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს.

ევროკავშირის მუდმივი ბინადრობის ნებართვას (Il permesso di soggiorno illimitato UE) მოქმედების დრო არ ეწურება და არ საჭიროებს განახლებას. მხოლოდ ახალი მონაცემებით ჩასწორდება, მაგალითად თუ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეთ, ან ფოტოს შეცვლა გსურთ და ა.შ. ბინადრობის ჩვეულებრივ ნებართვასთან შედარებით კი უცხოელს ანიჭებს დამატებით უფლებებს.

ევროკავშირის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, აუცილებელია დამადასტურებელი საბუთი, რომ თქვენი შემოსავალი არ არის სოციალური დახმარების წლიურ ოდენობაზე ნაკლები ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულების დროს.

მაგალითად, 2022 წლისთვის თქვენი წლიური შემოსავალი უნდა იყოს მინიმუმ 6.079,45 €, თვეში 467,65 €-ს ოდენობით, რომ შეძლოთ განაცხადის გაკეთება. თუ განაცხადს 2022 წელს აკეთებთ, მაშინ 2021 წლის შემოსავლების ცნობა დაგვჭირდება, თუ 2023 წელს გიწევთ განაცხადის გაკეთება, მაშინ მნიშვნელოვანია წარადგინოთ 2022 წლის საშემოსავლო ცნობა. აუცილებელია გქონდეთ ნასამართლობის შესახებ ცნობა, რომლის გაკეთებაც ელექტრონულადაც არის შესაძლებელი. ასევე დაგჭირდებათ იტალიურ ენაში ჩაბარებული გამოცდის A2 საფეხურის ცნობა.

იტალიური ენის ცოდნის შესამოწმებელი ტესტის ჩასაბარებლად, განაცხადი უნდა შეიტანოთ პრეფექტურაში, სადაც თქვენი მონაცემები შემოწმდება. განაცხადის გაკეთებიდან 60 დღის განმავლობაში კი გეცოდინებათ გამოცდის ჩატარების დღე, დრო და ადგილი. გამოცდა ტარდება კომპიუტერული მეთოდების გამოყენებით, ტესტის სახით. გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში ხელმეორედ გასვლის უფლება მოგეცემათ 90 დღის გასვლის შემდეგ.

გამოცდის ჩატარების ადგილს არჩევს იმიგრაციის ტერიტორიული საბჭო, ადგილობრივ ხელისუფლებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეთანხმებით. გამოცდის ჩასაბარებლად კანდიდატის მიერ მიღებული ქულების ჯამი 80%-ს მაინც უნდა შეადგენდეს. გამოცდის შედეგების ნახვა შეგეძლებათ ვებგვერდზე www.testitaliano.interno.it

იტალიურ ენაში გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვება, მათ ვინც არის საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირი და ითხოვს გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას. ევროკავშირის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად გასათვალისწინებელია ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის ხანგრძლივობა (მინიმუმ 5 წელი რეგულარულად) და ასევე საზოგადოებრივი, სოციალური, ოჯახური, შრომითი ინტეგრაცია.

ევროკავშირის მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება გაუქმდეს ან ჩამოერთვას თუ უცხო ქვეყნის მოქალაქემ თაღლითურად მოიპოვა ის ან რისკებს ქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, ასევე თუ 12 თვის განმავლობაში არ იმყოფება ევროკავშირის ტერიტორიაზე. ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივად არყოფნის ან ევროკავშირის ბინადრობის ნებართვის სხვა წევრი ქვეყნების მიერ გაცემის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ ნებართვის ხელახლა მიღება 3 წლის შემდეგ.

ხშირად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უჭირთ ზუსტი თარიღის გარკვევა რეგულარულად ცხოვრების დაწყებიდან როდის გადის ხუთი წელი. უმჯობესია, თქვენს მუნიციპალიტეტში არსებულ ქვესტურას მიმართოთ, დაურეკოთ. ისინი თქვენი ახლანდელი ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემების მიხედვით ზუსტად გეტყვიან თარიღს, როდის შეგეძლებათ ევროკავშირის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად მოთხოვნა გააკეთოთ. განაცხადის გაკეთებამდე კი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი მზად უნდა გქონდეთ. განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ ფოსტაში სპეციალური საფოსტო ნაკრების (Kit postale) გამოყენებით ყვითელი ზოლის კონვერტში - მოთხოვნა გაცემის/განახლებისთვის. სანებართვო / ბინადრობის მუდმივი ბარათი უცხოელი მოქალაქეებისთვის, ხელმისაწვდომია "sportelloamico" ყველა საფოსტო ოფისში.

ნონა გედენიძე, სპეციალურად exclusivetv.ge-სთვის რეჯო-ემილიადან

სხვა სიახლეები:

📌 იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

📌 იტალიის პრემიერ მინისტრმა კოვიდი დაამარცხა და Palazzo Chigi-ში დაბრუნდა

📌 „პატივი ეცით დედამთილს“ - რომის პაპის მოწოდება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791304037

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა, თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირში გაერთიანების გზაზე მოლდოვას მიღწევებთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრი...

გურამ მაჭარაშვილი

1791299576

ახალი ამბები

ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

„პირველი არხის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნო...

 ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა

1791299385

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისია

ეროვნულ ინტერესებს არასდროს უნდა ვუღალატოთ, ეროვნული ინტერესები ყოველთვის მდგომარეობს მშვიდობიან განვითარებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლ...

შალვა პაპუაშვილი

1791298228

საზოგადოება

„რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია“ - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვ...

მაკა ბოჭორიშვილი

1791297512

ახალი ამბები

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ზედიზედ მეორედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. 57 კგ წონით კატეგორია...

ეთერ ლიპარტელიანი