რომის ქართული სამრევლოს საკვირაო სკოლა, მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

"მოხარული ვართ გაცნობოთ... რომის სამრევლოს საკვირაო სკოლაში სწავლა განახლდება 2022 წლის 2 ოქტომბერს. განახლებული სკოლის ფართით, სწავლის პროგრამებით და საინტერესო პროექტებით.  სკოლა აცხადებს მიღებას 5-დან 14 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებისთვის", - ამ ინფორმაციას ანდრია პირველწოდებულის სახელობის რომის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ხელაია) ავრცელებს.

თითქმის 10 წელია იტალიის დედაქალაქ რომში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში, წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინება. სამრევლოს წინამძღვარი სწორედ მამა იოანე (ხელაია) გახლავთ. 2021 წლის 18 ივნისს, წმიდა საყდრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას, გრძელვადიან სარგებლობაში გადაეცა რომში, Via Della Madonna Dei Monti 39-ში მდებარე ეკლესია.

უკვე ხუთი წელია ფუნქციონირებს რომის სამრევლოსთან არსებული საკვირაო სკოლა "ფესვები", რომელიც პირველი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებაა არა მარტო რომში, არამედ მთელ ლაციოს რეგიონში. ქართველი პედაგოგები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ რომში მცხოვრებმა პატარა ქართველებმა არ დაივიწყონ მშობლიური ენა, შეისწავლონ ისტორია და კულტურა, სიმღერა და ცეკვა.

დღესდღეობით სკოლაში ოცი მოსწავლეა დარეგისტრირებული. სწავლება უფასოა. საკვირაო სკოლის მიზანი, სწავლებასთან ერთად, ისიც არის, რომ ქართველ ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდეთ მათივე ასაკისა და ინტერესების მქონე ქართულენოვან თანატოლებთან.

ქართული ენის შესწავლა ხდება თანამედროვე მეთოდოლოგიით თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლების მოწვევა; ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გასაცნობად სადღესასწაულოდ ღონისძიებების მოწყობა, ქართული ფილმების ჩვენება; ქორეოგრაფიული ჯგუფის მუშაობა; ქართული მუსიკის გაკვეთილების ჩატარება პროფესიონალის ხელმძღვანელობით. სკოლის უმთავრესი მიზანია ახალგაზრდებისათვის ქართული სივრცის შექმნა, სადაც თანატოლებთან კომუნიკაციის საშუალება მიეცემათ. რაც შეიძლება მეტ ქართველ ბავშვს და მოზარდს გაუჩნდეს სურვილი, უკეთ გაიცნოს თავისი ქვეყანა და ისწავლოს როგორც ქართული ენა, ასევე საქართველოს ისტორია და გაეცნოს ქართულ კულტურას.

დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით სკოლის ხელმძღვანელს ნენო გაბელიას, ნომერზე: 3888142280

დოდუკა ბრატულიჩი სპეციალურად ExclusiveTV-თვის რომიდან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790194725

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს, ეს მიზანი გაცილებით აშკარა გახდა 2022 წლის შემდეგ

„ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტ...

გია ვოლსკი

1790192877

ახალი ამბები

გია ვოლსკი: მოთხოვნები, რაც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს

„მოთხოვნები, რაც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რათა ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლ...

გია ვოლსკი

1790191265

ახალი ამბები

კახა აბულაძე: საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული - ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომ კონკრეტული პასუხები მივიღოთ

„ნოროვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა დაინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე...

კახა აბულაძე

1790190583

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ-ირანის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი გარღვევა არ ყოფილა

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებები „წარსულში გამართული საუბრების გაგრძელება“ იყო, თუმცა ეს არ ყოფილა მ...

 მარკო რუბიო

1790187959

ახალი ამბები

გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი, მათ შორის საქართველო, უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას შეუერთდნენ

გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი, მათ შორის საქართველო, შეუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც რუსეთს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტი 23 სექტე...

გაერო გაერო