“როცა ეს ფოტო ვნახე, ისე გავბრაზდი მეგონა რომ ჩემი ხუთ წელი წამართვეს, თავზე გადამახიეს ორმოდან ამოძახებული, „გამარჯობა მე საქართველო ვარ, ყველაზე ტკბილი და სევდიანი მიწის შვილი, რომელსაც შენთან მეგობრობა და თანასწორობა უნდა“ - ხათუნა შარაძე

სრულიად შემთხვევით სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“  ერთ-ერთი იტალიური ტურისტული კომპანიის ფოტოს წავაწყდი. ფოტოზე ასახულია სარდაფის კიბის უჯრედის ქვეშ კარი, წარწერით - “Gest House“. ფოტოს ანოტაციაში მითითებულია რომ ეს არის საქართველო, თბილისი. შემდეგ გვერდის სხვა პოსტებსაც მივადევნე თვალი და აღმოჩნდა რომ გვერდის ადმინისტრაციის მარკეტინგული გათვლაა მოგზაურობის მსურველებს  სხვა და სხვა ქვეყნებზე წარმოდგენა ყველაზე ღარიბული უბნების შეთავაზებით შეუქმნას.

ცხადია პროტესტის გრძნობა გამიჩნდა რადგან ეს გახლავთ სოციალური სივრცე, რომელზედაც წვდომა მილიარდობით ადამიანს აქვს. ბოროტი ხუმრობა და აგრესიული ბიზნესია ეს, რომელსაც გამართლება არ აქვს. მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას!!! მსგავსი „პოპულარიზაცია“ დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ხუთი წელია ემიგრაციაში ვცხოვრობ და ვიცი რას ნიშნავს იყო პატარა ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც არა თუ კარგად, ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ იცნობენ და როცა ეს ფოტო ვნახე ძალიან გავბრაზდი.

ხუთი წელია ვინც კი სასაუბროდ გამიჩერდება მუდამ საქართველოზე ვესაუბრები, ქართველ ხალხზე, ჩვენს კულტურაზე, ისტორიაზე, სიმდიდრეზე, ღვინოზე, ანბანზე, სტუმარმასპინძლობის ტრადიცებსა და სამზარეულოზე, ყველაფერზე ვსაუბრობ რის საშუალებასაც ჩემი იტალიური ენის საბაზისო ცოდნა მაძლევს, მათ შორის გეოპოლიტიკასა და „ერთმორწმუნე მეზობელზე“, ვისი წყალობითაც საქართველო ნოეს კიდობანს დაემსგავსა და გადარჩენისთვის სხვა და სხვა ქვეყნებში ემიგრანტის სახელით ვატარებთ ცხოვრების საუკეთესო წლებს. ჩვენ, ემიგრანტები არავის ვჭირდებით თანასწორად, ვჭირდებით შავ მუშა ხელად და ამ გააზრებული რეალობის მისაღებად ათას ცოდვა-მადლში გვიწევს გაძლება. თითქოს მადლიერიც ვართ და თან შეურაცხყოფილები, კმაყოფილებიც და უმადურებიც, გადარჩენილებიც და ცოცხლად გარდაცვლილებიც...

როცა ეს ფოტო ვნახე, ისე გავბრაზდი მეგონა რომ ჩემი ხუთი წელი წამართვეს, უბრალოდ თავზე გადამახიეს მთელი ჩემი ნებისყოფა, თავაზიანობა, მოთმინება და ორმოდან ამოძახებული, „გამარჯობა მე საქართველო ვარ, ყველაზე ტკბილი და სევდიანი მიწის შვილი, რომელსაც შენთან მეგობრობა და თანასწორობა უნდა“!!!!

იმედი მაქვს რომ გვერდის ადმინისტრაციისთის მხოლოდ ფული, ბევრი ფული არ არის პრიორიტეტი და საქართველოს “ღარიბი“ უბნებით ნაშოვნი ფულით გამდიდრებას არ აპირებს! წესით სადმე სინდისიც უნდა ჰქონდეს გადანახული!

ხათუნა შარაძე Exclusivetv-ს ჟურნალისტი იტალიაში

ხათუნა შარაძე Exclusivetv-ს ჟურნალისტი იტალიაში

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1695968999

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს? - 29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი პრობლემა, რომელზედაც დიდი ხანია მუშაობთ, შესაძლოა დღეს წარმატებით მოგვარდეს. სავარაუდოდ, მისი გადაჭრის გზა ძალიან გაგაოცებთ, მაგრამ შედეგი სასიამოვნო და სასურველი იქნება. საყვარელი საქმიანობა და...

ჰოროსკოპი

1695911282

ბიზნესი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა - რამდენად შეიძენთ 29 სექტემბერს უცხოურ ვალუტას

28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა.  კურსის ცვლილებამ 0.54 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6832 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკი...

ახალი ამბები

1695899918

სპორტი

კვარას დაბრუნება!

27 სექტემბერს სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „უდინეზე“-ს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა, ნეაპოლელთა ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას კი ბრწყინვალე მატჩი ქონდა.  როგორც მოსალოდნელ...

Kvara

1695817612

საქართველო

საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნასა და 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი...

ევროკავშირი

1695801600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს? - 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ამ დღეს გირჩევთ, მიმდინარე პრობლემები მოაგვაროთ, რადგან უახლოეს დღეებში ამისთვის ვეღარ მოიცლით. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება - მათ ხშირად თქვენი სიტყვები და ქმედებე...

ჰოროსკოპი