„სამხრეთ ტიროლიში თუ მოხვდებით და სეჩედას არ ნახავთ, ეს იგივეა, ფლორენციაში მოგზაურობდეთ და პიაცცალე მიქელანჯელო არ ნახოთ“ - მაია სიმონიშვილი
„სამხრეთ ტიროლიში თუ მოხვდებით და სეჩედას არ ნახავთ, ეს იგივეა, ფლორენციაში მოგზაურობდეთ და პიაცცალე მიქელანჯელო არ ნახოთ. ამ ალბომს განსაკუთრებით მთის ხალხს გიძღვნით“. - წერს ტოსკანაში, ემპოლიში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მაია სიმონიშვილი და მკითხველს თავის გამოცდილებას უზიარებს:
„მაშ ასე, თქვენს წინაშეა იტალია. რეგიონი- ტრენტინო-ალტო-ადიჯე. ბოლცანოს პროვინცია.
ოდლეს მთების ჯგუფი.
დოლომიტები მდებარეობს იტალიის ტერიტორიაზე, სამხრეთ ტიროლის ავტონომიურ რესპუბლიკაში. დასახლებულია ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფით - ლადინები. მთავარი სასაუბრო ენა გერმანული და ლადინური. იტალიურიც იციან, თუმცა ყველამ არა (ან იციან, მაგრამ რასაც ჰქვია არ გესაუბრებიან იტალიურად).
სამხრეთ ტიროლს ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ავსტრია, სადაც მდებარეობს ჩრდილოეთ ტიროლი და მეორე მსოფლიო ომამდე ორივე ტიროლი ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. თუმცა შემდეგ ჰიტლერმა სამხრეთ ტიროლი საჩუქრად გადასცა მუსოლინს და სწორედ ამის გამო დღესდღეობით იგი იტალიის ტერიტორიაა.
სამწუხაროდ, რაც იქ ყოფნისას ვიგრძენი იყო ის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას იტალიურად თუ დაელაპარაკე დიდად ეს მათ არ სიამოვნებთ.
ვერსად იტალიურ დროშას ვერ ნახავთ. ყველგან ავსტრიის დროშა ფრიალებს. ეკლესიების გუმბათებზე კი ავსტრიის და ვატიკანის.
სამხრეთ ტიროლის კიდევ მოვუბრუნდები სხვა ფოტო ალბომის ისტორიებით. ამ ეტაპზე კი მოგიყვებით კონკრეტულად სეჩედას მთაზე.
„Monte Seceda“ - მდებარეობს ვალ გარდენას ხეობაში, ოდლეს მთების ჯგუფში, ქალაქ ორტისეიში. ქალაქიდან მთის წვერამდე ასვლა შესაძლებელია საბაგრიო გზით (ერთი გზა - 25€ და უკან შეგიძლიათ დაბრუნდეთ ფეხით, სპეციალური ბილიკით, ხოლო ორივე გზა 35€). საბაგირო გაყოფილია ორ ნაწილად. (გადაჯდომა გიწევს ანუ ). პირველი ნაწილი პატარა კაბინებისგან შედგება, მეორე ნაწილი კი მეტად ექსტრემალურია. ერთ კაბინას, დაახლოებით 20-25 ადამიანი, აჰყავს ციცაბო კლდეზე. ირგვლივ იშლება საოცარი ხედები. მწვანედ მოქარგულ ხალიჩას ამშვენებს ყვავილებით გაპრანჭული ტიპური სახლები და შეიძლება ტყეში მშვიდად მოკუნტრუშე ირმებიც კი შენიშნოთ (ზღაპრის გმირი ბემბიც კი).
თითქმის მთის წვერზე ასულებს, ვიწრო ბილიკები წაგიყვანთ სხვადასხვა მიმართულებით (არჩევანი თქვენზეა). ზღვის დონიდან 2,519 მეტრზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ „Caffè espresso“ (3€).
დააკვირდით ასევე ტრაფარეტებს, რომლებზეც მინიშნებულია თუ რომელ მხარეს უნდა წახვიდეთ, რომ “სასწაული” ფოტო გადაიღოთ (მსგავსი შინაარსის ტრაფარეტებს უკვე ძალიან ბევრ ტურისტულ ადგილას შეხვდებით, ფოტოაპარატის ნიშნით).
წერა დიდად არ მეხერხება (მოგზაურობა უფრო კარგად გამომდის მგონი), მაგრამ შევეცადე ცოტა წარმოდგენა შემექმნა თქვენთვის.
დანარჩენ შთაბეჭდილებებს ფოტოებით გაგიზიარებთ“. - წერს მაია სიმონიშვილი და მის გადაღებულ ფოტოებს აუდიტორიას უზიარებს.



მაია სიმონიშვილის ფოტოები
1776429784
ახალი ამბებიგია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო არ არის განახლებული ის ვებგვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტადაა მითითებული, – ამის შესახებ პარლამენტის...
1776429729
საზოგადოებადავით კაჭარავა ფიგურულ მოციგურავეებს: როგორც სპორტსმენმა ზუსტად ვიცი, რა შრომასთან არის დაკავშირებული თქვენ მიერ მიღწეული თითოეული გამარჯვება. სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ფედერაციის ყველა თანამშრომელს მადლობას გიხდით ამისთვის
„უკვე მიღწეული სპორტული შედეგებით არაფერი მთავრდება, სწორედ ახლა იწყება გზა დიდი და საუკეთესო შედეგებისკენ,“ - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ სპორტის კომიტეტის სხდომ...
1776429338
საზოგადოებაეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ეფექტურად დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა. მან ფინალში ისრაელის წარმომადგენელი ლევი ეფექტური გდებით დაამარცხა. შეხვედრის დასაწყისში ქართველმა ძიუდოისტმა გდება გაუშვა...
1776428705
ახალი ამბებილევან ვეფხვაძე: დღეს ენერგეტიკის სექტორში დეველოპერებისთვის გაცილებით პროგნოზირებადი გარემოა, რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობისთვის
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის თემაზე საჯარო დისკუსიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პირადად მონაწილეობს. ეს ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელიც ენერგეტიკის სექტორს თავისთავა...
1776428567
ახალი ამბებიყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხისა და ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის მცდელობის 5 ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელე...





























