სოფელი იტალიაში, რომელიც რეალურად არ ჩანს, ვიდრე ახლოს არ ნახავ
სოფელი იტალიაში შენობების ზღაპრული იერსახით, რომელიც რეალურად არ ჩანს, ვიდრე მას ახლოს არ ნახავ.
პიეტრაგალა (Pietra Gialla), სოფელი – პოტენცას პროვინციაში, ლუკანოს კომუნაში, დაახლოებით X საუკუნეში 4 000 მოსახლით დაარსდა.
ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს “Pietra Gialla”–სგან, რომელიც გულისხმობს ტუფის (მკვრივი ვულკანური ქანი, რომელიც წარმოიქმნება ვულკანის ამოფრქვევის დროს ამოტყორცნილი მასალის შეცემენტების შედეგად) ფერს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა, საუკუნეების განმავლობაში სამშენებლო მასალად იყენებდნენ. მისი მოხდენილი, შუა საუკუნეების ისტორიული ცენტრი ჰარმონიულად ვითარდებოდა ულამაზესი დედა ეკლესიის გარშემო, რომელიც ეძღვნება სან-ნიკოლა დიბარს და შესანიშნავ “პალაცო დუკალე“-ს.

სოფელი “Pietra Gialla” განსაკუთრებით ღვინის წარმოებით გამოირჩეოდა. პირდაპირ კლდეში გამოყვანილ სახლებს ღვინის გადამუშავებისა და შენახვისთვის იყენებდნენ.
„პიეტრაგალას პალმენტები (იგივე მარნები). პალმენტი მიწისქვეშა ნაგებობების კომპლექსია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში წარმოიშვა. ტერმინ "პალმენტოს" ეტიმოლოგიას აქვს რამდენიმე ჰიპოთეზა: ზოგიერთი მეცნიერის აზრით, იგი მომდინარეობს ლათინური pavimentum–დან, რაც მიუთითებს იატაკის დონეს, სადაც ყურძენი იყო დაჭყლეტილი; სხვები ამტკიცებენ, რომ ეს მომდინარეობს pavire–დან, ანუ დაჭერის, ცემის აქტიდან. პალმენტო არის არტეფაქტი, რომელიც წარმოადგენს სოფლის არქიტექტურის ერთეულ რეალიზაციას, უნიკალური თავისი სახით. წარმოშობილი ლანდშაფტის კონტექსტი გამომდინარეობს ნივთების აგრეგაციიდან, რომელიც შესანიშნავად ჰარმონიულია ტერიტორიულ კონტექსტთან. აქ ხდებოდა ყურძნის ჭყლეტა და მაჭრის დადუღება. პალმენტის ინტერიერს ორი ან სამი განსხვავებული ავზი აქვს, წარმოების საჭიროების შესაბამისად. მიმდებარე ვენახებში იკრიფებოდა ყურძენი და ვირებით და ბიგონჩიათი (ხის სათლი) მოზიდული მტევნები იყრებოდა ამ ავზებში,რის შემდეგაც მას ფეხებით ჭყლეტდნენ. ახალდაწურული წვენი სპეციალური ხვრელიდან გამოდიოდა ავზში ქვევით, სადაც ასევე იყო მოთავსებული ყურძნის ჩენჩოები. თითოეული პალმენტის შესასვლელის ზემოთ, ნაპრალის საშუალებით შესაძლებელი იყო ნახშირორჟანგის გამოყოფა, რომელიც წარმოქმნილი იყო დაპრესვით და დუღილით. დაახლოებით 20 დღის დუღილის შემდეგ, ამოღებულ ღვინოს ხელნაკეთ ხის კასრებში ათავსებდნენ და ისტორიული ცენტრის ჩრდილოეთით მდებარე დამახასიათებელ სარდაფებში (რუთში) ინახავდნენ“. - Tam Northman.




1792775479
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ბათუმში,ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუხთარ ტლეუბერდის შეხვდა. მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-ყაზახეთის სტრატ...
1792774130
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესის მიმდინარეობის დროსაც კი, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რითაც ჩვენს სარჩელს უფრო და მეტად ასაბუთებენ
„თავიანთივე სიტყვით აღიარებენ და ამავდროულად, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლად“, - განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თა...
1792770023
საზოგადოებაირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაც...
1792768841
საზოგადოებაირაკლი ხელაძე: სააკაშვილის განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს გაცილებით აინტერესებთ, რა დავალებები მოდის გარედან, ვიდრე ის, თუ რა რა სჭირდებათ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე იყოს ქვეყანაში
„სააკაშვილის განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს [ოპოზიციას] გაცილებით აინტერესებთ, რა დავალებები მოდის გარედან, ვიდრე ის, თუ რა ხდება ქვეყანაში და რა სჭირდება ჩვენს თანამოქალაქეებს, რ...
1792767151
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი, გიორგი ჩაკვეტაძე და ირაკლი ქადაგიშვილი თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობ...


























