“თუ ერთმანეთის გატანა, დაფასება, სიმშვიდე და პატივისცემა გვექნება, ჩვენზე მაგარი ერი არ იარსებებს” - ემიგრანტი ჟურნალისტი იტალიიდან
ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც თქვენთვის, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო სიახლეებს აშუქებენ ExclusiveTV-ზე და მედიამაუწყებლის იტალიის ბიუროს ყოველკვირეულ საინფორმაციო გადაცემაში „იტალიის დრო“, რომელიც ყოველ შაბათს, საღამოს 21:00 საათზე გადის ონლაინ?!
ესენი არიან მედიამაუწყებელ ExclusiveTV-ის გენერალური დირექტორი და ჟურნალისტი ხათუნა შარაძე (პულია); იტალიის ბიუროს ხელმძღვანელი და ჟურნალისტი ნინა მამუკაძე (ტოსკანა); ჟურნალისტები: მაკა ხაჩოშვილი (კამპანია), დოდო ბრატულიჩი (ლაციო), ნონა გედენიძე (ემილია-რომანია), ანუკა ღონღაძე (ლომბარდია), ნანა კაკოჩაშვილი (პულია), ქეთა სორდინი ჯაფარიძე (ტოსკანა).
გადავწყვიტეთ, ეს ადამიანები უფრო ახლოს გაგაცნოთ. ამისთვის პატარა „ექსპერიმენტი“ ჩავატარეთ... იტალიის ბიუროს ყველა ჟურნალისტმა დასვა სამი შეკითხვა, შემდეგ ეს შეკითხვები შეიკრიბა და თითოეულმა ჟურნალისტმა აღნიშნულ შეკითვებს პასუხი გასცა. მივიღეთ რვა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და ერთმანეთზე საინტერესო ინტერვიუ, რომლებსაც ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. ამჯერად, მედიამაუწყებლის ლომბარდიის წარმომადგენელს, ანუკა ღონღაძეს გაგაცნობთ.
ანუკა ღონღაძე: დავიბადე და გავიზარდე თბილისში, დავამთავრე თბილისის 150-ე საშუალო სკოლა, შემდეგ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მყავს ორი ქალიშვილი. ამჟამად უკვე შვიდი წელია მილანში ემოგრაციაში ვცხოვრობ .
- რა შეცვალა და რა ვერ/არ შეცვალა შენში ემიგრაციამ?
- გლობალურად ვერც ვერაფერი, უფრო ჰუმანური გავხდი. ბევრი რამ უფრო მეტად დავაფასე, ბევრი გადავაფასე და საბოლოოდ მხოლოდ დადებითი ემოცია დავიტოვე.
- თავიდან რომ გიწევდეს არჩევანის გაკეთება, მიგრაციისთვის აირჩევდი ისევ იტალიას?
- მაქსიმალურად ვეცდებიდი ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარიყო, თუ მაინც მომიწევდა, იტალიას ნამდვილად არ ავირჩევდი.
- დაგეხმარა თუ არა ჩვენი ერთობლივი საქმის კეთება და ჟურნალისტის სტატუსი კიდევ უფრო თავდაჯერებული გამხდარიყავი და თუ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?
- 19 წლიდან ჟურნალისტიკაში ვარ და ეს სტატუსი იქიდან მოყოლებული მაქვს. თუმცა, სტატუსს და დიდებას, ჩემთვის არასდროს ჰქონია მნიშვნელობა. დღეს, თქვენთან ერთად უბრალოდ ვაკეთებ იმას რაც ყველაზე მეტად მენატრებოდა. კადრში ვიქნები თუ კადრს მიღმა, ჩემთვის სულერთია. მთავარია, ის ვაკეთო რაც მიყვარს. ყოველთვის ასე იყო და იქნება.
- არის რაიმე განსაკუთრებული თემა, რის გაშუქებაზეც გიფიქრია და როგორ გააშუქებდი?
- სულ მინდოდა მომცემოდა საშუალება ისეთ ქვეყნებში წავსულიყავი სადაც ბავშვებს ძალიან უჭირთ. მთელ მსოფლიოს მივაწვდენდი ხმას ჩემი სიუჟეტებით და გავაგებინებდი მათ ამბავს. არ შეიძლება სამყაროში არსებობდეს ადგილი სადაც ბავშვებს წყალიც კი ენატრებათ.
- როგორც ემიგრაციაში მცხოვრები ჟურნალისტები, რომელსაც აინტერესებს რა ხდება საქართველოში, რომელ მედიას შეიძლება ვენდოთ?
- ამ საკითხში მრჩევლად ვერ გამოვდგები, ვთვლი, რომ ახლა საქართველოში თავისუფალი მედია არ არსებობს და ყველა თავის მუსიკას უკრავს.
- უცხო მიწაზე თუ ახერხებ აკეთო ქართული საქმე, ან გსურს რომ გააკეთო (ჩვენი ერთობლივი საქმის გარდა)?
- ბევრი კარგი რამ მსურს გავაკეთო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვაკეთებ. თუმცა, მომეცემა ალბათ ამის შესაძლებლობაც.
- როგორ რეაგირებთ და პასუხობ ინტერნეტში ტროლებს, ბოტებს?
- საერთოდ არ ვრეაგირებ და არც ვპასუხობ. აზრი არ აქვს. ვთვლი რომ მხოლოდ მაშინ უნდა გასცე ადამიანებს პასუხი, როცა ფიქრობ, რომ პასუხს გაიგებენ, სხვა შემთხვევაში, არ.
- რა არის ქალისთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ოჯახი, სიყვარული და საყვარელი საქმე.
- რით ჰგვანან, ან განსხვავდებიან ქართველი და იტალიელი მამაკაცები ერთმანეთისგან?
- მათ ერთმანეთს ვერც შევადარებ. სიმართლე გითხრათ იტალიელ კაცებს საერთოდ ვერ აღვიქვამ კაცებად. ქართველი კაცი (არანორმალურებზე არ მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, კარგი და ცუდი ყველგან არის) ჩემთვის ნომერ პირველია და მათთან ახლოსაც ვერ მივლენ, მსოფლიოს ვერცერთი ქვეყნის კაცები.
- რა გაღიზიანებს ადამიანებში?
- ტყუილი, ღალატი, უყურადღებობა და უპასუხისმგებლობა.
- პიროვნების ყოვლისმომცველი და შინაგანი ჰარმონიისთვის, ერთ-ერთი ფუნდამენტური გზავნილი რა არის?
- ერთმანეთის გატანა, სიყვარული, დაფასება, სიმშვიდე და პატივისცემა. ეს თუ გვექნება, ის რაც ყველა ადამიანისთვის, ვფიქრობ ფუნდამენტურია, ჩვენზე ჰარმონიული და მაგარი ერი ვერ იარსებებს.
- ერთი რამ რასაც შეცვლიდი იტალიურ და ქართულ ტრადიციებში?
- ჰმ, იტალიურ ტრადიციებში სუფრასთან მოქცევის კულტურას შევცვლიდი. კონკრეტულად იმ თვისებებს, რისი კეთებაც საერთოდ არ რცხვენიათ, მიხვდით ალბათ რაზე მაქვს საუბარი. ქართულში? ტრადიცია ასე უცბად ვერ მომდის აზრად, თუმცა კაცის ქალისადმი დამოკიდებულებებს შევცვლიდი სიამოვნებით.
- ერთი ყველაზე საინტერესო და კურიოზული დღე იტალიაში?
- ბევრი იყო კურიოზულიც და საინტერესოც, ასე გამორჩეულად არ მახსენდება.
- რა გეზარებათ და რა არ ყოველდღიურობაში?
- ძალიან მეზარება დილით ადგომა, საერთოდ არ მეზარება ცეკვა და სიმღერა. ეგ რომ არა აქ ვერ გავძლებდი ვერცერთ შემთხვევაში.
- რა გენატრებათ და გაკლიათ ქართული, უცებ ყველაზე მეტად რას ისურვებდით?
- უჰ, ყველა და ყველაფერი მენატრება. მე არ ვარ ევროპის ადამიანი. ვგიჟდები ჩემს ქვეყანაზე და სულ რომ სამყარო ამოტრიალდეს, ჩემს ქვეყანაზე უკეთ და ლაღად ვერსად ვიცხოვრებ. იქ სულ სხვანაირია ყველაფერი. იქ არის ჩემი ადგილი და არა აქ. ნოსტალგია მკლავს. ყველაზე მეტად შვილებთან ჩახუტებას და ისევ სცენაზე დგომას ვისურვებდი.
1793477939
საზოგადოებალევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევები უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები
ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იმაზე ვისაუბროთ, უფრო მეტი კიდევ რა გავაკეთოთ განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროში, სწორედ სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით არის შესაძლებელი,...
1793476610
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის
ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი, თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...
1793472591
საზოგადოებალევან მახაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი
სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან...
1793467771
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა
ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართუ...
1793466625
საზოგადოებაცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „პირველის“ რეპორტაჟი და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანია გადაუმოწმე...


























