"უკვე მეორე კვირაა იტალიაში ვარ... საქართველოდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, სხვას ვერაფერს ვამბობ გარდა ერთი სიტყვისა - მ ა დ ლ ო ბ ა!!!" - გიორგი სუხიტაშვილი

იტალიაში, ტურნეს ფარგლებში მყოფი ქართველი მომღერალი და მუსიკოსი, გიორგი სუხიტაშვილი, პირად ფეისბუკ გვერდზე წერს:

"უკვე მეორე კვირაა იტალიაში ვარ, ვცდილობ მივიდე ყველა ქართველთან (ყველგან ვერ ვახერხებ მაგრამ ძალიან ვცდილობ) ვინც შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, ზოგი მუშაობს და სამსახურში ვაკითხავ, ზოგს ქუჩაში ვხვდები, ზოგი შორიდან მითვლის სიყვარულს.

ვაკვირდები მათ ცხოვრებას, სირთულეებს, წარმატებას, მცდელობებს, შემართებას, იმედგაცრუებას, ბრძოლას და უამრავ სხვა რამეს.

საქართველოდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, უფრო სწორად რომ ვთქვა არაერთგვაროვნად ჩანს, ან კარგად ან ცუდად მაგრამ ზუსტად და რეალურად მხოლოდ მაშინ ხედავ თუ დიდი ხნით გაჩერდები მათთან.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენი ცრემლი, ოფლი, სისხლი, დარდი, მონატრება და მოთმინება დგას თითოეული ცენტის უკან, აი იმ ცენტის უკან რომლებსაც ერთმანეთზე ადებენ, აკოწიწებენ და საქართველოში აგზავნიან.

გიფიქრიათ ამაზე, (ანუ ამ კითხვას რომ ვსვამ მინდა ეს კითხვა გააზრებულად დაუსვათ საკუთარ თავს და მერე ასევე გააზრებული და გულში გატარებული პასუხიც გასცეთ)
რამდენი რამე დგას ამ ყველაფრის უკან?

ამ დღეებში (დღესაც) უამრავი მადლობა მოვისმინე ჩემი მისამართით.
ხალხო მე არაფერი გამიკეთებია სამადლობელი. პირიქით, მე მგონია რომ არ დამიმსახურებია ამხელა სითბო, ამხელა ყურადღება და  სიყვარული. ზედ გადამყვა ეს ხალხი და გული მეკუმშება სირცხვილით და უხერხულობით.

სხვა ვერაფერს ვამბობ გარდა ერთი სიტყვისა -  მ ა დ ლ ო ბ ა!!! ❤️🇬🇪" - წერს გიორგი სუხიტაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1695968999

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს? - 29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი პრობლემა, რომელზედაც დიდი ხანია მუშაობთ, შესაძლოა დღეს წარმატებით მოგვარდეს. სავარაუდოდ, მისი გადაჭრის გზა ძალიან გაგაოცებთ, მაგრამ შედეგი სასიამოვნო და სასურველი იქნება. საყვარელი საქმიანობა და...

ჰოროსკოპი

1695911282

ბიზნესი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა - რამდენად შეიძენთ 29 სექტემბერს უცხოურ ვალუტას

28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა.  კურსის ცვლილებამ 0.54 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6832 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკი...

ახალი ამბები

1695899918

სპორტი

კვარას დაბრუნება!

27 სექტემბერს სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „უდინეზე“-ს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა, ნეაპოლელთა ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას კი ბრწყინვალე მატჩი ქონდა.  როგორც მოსალოდნელ...

Kvara

1695817612

საქართველო

საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნასა და 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი...

ევროკავშირი

1695801600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს? - 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ამ დღეს გირჩევთ, მიმდინარე პრობლემები მოაგვაროთ, რადგან უახლოეს დღეებში ამისთვის ვეღარ მოიცლით. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება - მათ ხშირად თქვენი სიტყვები და ქმედებე...

ჰოროსკოპი