უნდა განაახლოთ თუ არა იტალიური მუდმივი ბინადრობის ნებართვა და რა სხვაობაა Permesso di soggiorno CE და UE-ს შორის
იტალიაში მცხოვრები უცხოელები ხშირად სვამენ კითხვას, რა სხვაობაა იტალიური მუდმივი ბინადრობის ნებართვას, ანუ Permesso di soggiorno CE და UE-ს შორის?
პასუხი მარტივია Permesso di soggiorno CE (Comunità europea) არის ძველი, 1998 წლის 25 ივლისს მიღებული კანონი, რომელიც 2014 წლის 11 მარტის კანონით ჩანაცვლდა და გახდა Permesso di soggiorno UE (Unione europea).
თუ პირს ისევ ძველი სტილის საბუთი აქვს, ახალ ვარიანტს მისი განახლების დროს აიღებს.
რა შემთხვევაშია საჭირო მუდმივი ბინადრობის ნებართვის განახლება?
- მისამართის შეცვლისას
- საბუთზე შვილის დამატებისას
- პასპორტის განახლებისას
- ანაგრაფიული მონაცემების ცვლილებისას
- ყოველ 5 წელში, საჭიროა ფოტოს შეცვლა
ხშირად ისმის კითხვა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პირი არ განაახლებს მუდმივი ბინადრობის ნებართვას?
ეს არანაირ სანქციას არ ითვალისწინებს, მაგრამ პირის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია სრული და განახლებული ინფორმაცია, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ იტალიის საზღვრის კვეთა გიწევთ და აღნიშნულ საბუთს გადაადგილებისთვის იყენებთ.
წყარო: https://bit.ly/34XNEDy
ნინა მამუკაძე
იტალია, ფლორენცია
1791790659
ახალი ამბებიამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივა...
1791789581
ახალი ამბებიძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა - დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი
ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონ...
1791788318
მსოფლიომექსიკაში ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია
ქარიშხალმა „საიმონმა“ მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე წყალდიდობა გამოიწვია. მე-4 კატეგორიის ქარიშხალმა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დატბორა, მეტეოროლოგები შტორმის გაძლიერებას და ახალ წყალდიდობებს...
1791784951
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლე იყო, მაგრამ რუსები თუ ენერგეტიკულ ზავზე დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება
ენერგეტიკულ ზავზე დონალდ ტრამპის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს და რომ კიევი...
1791783740
საზოგადოება„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გარკვეული პოლიტიკური ტენდენციურობით გაჟღენთილ განცხადებას“ - ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება
ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. შეხვედრას ევ...


























