“უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაცია, თითოეული ემიგრანტის მორალური პასუხისმგებლობაა” - ხათუნა შარაძე

საზღვარგარეთ, ხშირად გაიგებთ ქართველების პროტესტს, რომ მსოფლიო, საქართველოს, შესაბამისად და იმ საუკეთესო კუთხით არ იცნობს, რომლითაც იმსახურებს. ქართველები ამაში ვადანაშაულებთ ყველას - დაწყებული სახელმწიფოდან, დამთავრებული უცხო ქვეყნის რიგითი მოქალაქით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საკუთარ თავს. არადა, დამეთანხმებით, საქართველოს, მსოფლიოსთვის მოსაყოლიც ბევრი აქვს და ბევრიც შეუძლია ასწავლოს. 

თუ უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველი გავაცნობიერებთ და გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს საზღვრის დატოვებისთანავე პირველ რიგში აღგვიქვამენ არა როგორც კონკრეტულ პიროვნებას, კონკრეტული სახელით და გვარით, არამედ განზოგადებულად „ქართველად“, მივხვდებით, რომ ეს, თითოეულ ჩვენგანს, უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რადგან ნებით, თუ უნებლიეთ, ჩვენი ქვეყნის ელჩები ვხდებით  უცხო ქვეყანაში. 

ამას ზოგი მეტად, ზოგიც ნაკლებად აცნობიერებს, მაგრამ ჩვენი სტატიის დღევანდელი გმირი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარ თავს უმაღლესი თამასა დაუწესა, ემიგრანტული ცხოვრების პარალელურად, ეკეთებინა ქართული საქმე იტალიაში და გაეწია საქართველოს პოპულარიზაცია ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ვერაფრით გააკვირვებ, ვერც ისტორიით, ვერც ლიტერატურითა და მხატვრობით და ვერც კულინარიით.

ჟურნალისტი ხათუნა შარაძე, მეოთხე წელია იტალიაში ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს, ჩამოსვლიდან სულ რამდენიმე თვეში გააცნობიერა, რომ თავისი პროფესიისა და საზოგადოებრივი საქმიანობის გარეშე, იტალიაში მისი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა. 

პირველი ნაბიჯები, ადგილობრივ მერიასთან ერთად განხორციელებული პროექტი იყო, რომლის ფარგლებშიც შედგა გაცვლითი პროგრამის გეგმა და სხვადასხვა პროფესიის იტალიელებისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოში შემეცნებით ტურში გაემგზავრა. 

ამ და სხვა არაერთი პროექტის წარმატებულად განხორციელება, მხოლოდ სტარტი აღმოჩნდა. ხათუნა შარაძე იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც ყოველი გადალახული წინააღმდეგობა და მიღწეული წარმატება, მხოლოდ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია, მორიგი გეგმისა და მიზნისკენ მიმავალ გზაზე. სწორედ ამიტომ, დიდ ხანს არ უფიქრია მონაწილეობა მიეღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროექტში „დიასპორული ინიციატივები“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას იტალიაში და გაიმარჯვა კიდეც.

როგორც ჩვენთან საუბრისას პროექტის ავტორმა აღნიშნა, ეს გამარჯვება, საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში, მეტად გაუხსნის ასპარეზს: „მიხარია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი. პროექტი საშუალებას მაძლევს ის ინიციატივები, რომელსაც ემიგრაციაში ყოფნის დროს ვახორციელებდი, მეტად მასშტაბური და შედეგზე ორიენტირებული გავხადო. ვფიქრობ, საქართველოს პოპულარიზაცია, თითოეული ემიგრანტის მორალური პასუხისმგებლობაა“.

ხათუნა შარაძის მიერ გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, 24 ნოემბერს შედგა ონლაინფორუმი, რომელიც იტალიური აუდიტორიისთვის სწორედ საქართველოს პოპულარიზაციას, აღიარების პოლიტიკას, მისი დიდი წარსულისა და დღევანდელი რეალობის გაცნობას ისახავდა მიზნად. შეხვედრას უძღვებოდა ქართულ ემიგრაციულ საზოგადოებაში კარგად ცნობილი ისტორიკოსი და მოგზაური ფრანჩესკო ტრეჩი, რომელმაც საქართველოში არაერთგზის მოგზაურობის შემდეგ, ჩვენს სამშობლოზე ორი წიგნი დაწერა.

ფორუმი მილანის ქართულ-კულტურული ასოციაცია „მერანის“ პრეზიდენტ მელი თურმანიძეს მიჰყავდა. შეხვედრას სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის სტუმრები ესწრებოდნენ: მარია გრაცია დაინელი (ფოტოგრაფი და ჟურნალისტი), ემანუელა დი ჯაკომო (პედაგოგი), ელიზა ბერტაჩინი (პედაგოგი), პაოლო პრატელი (ქიმიკოსი, კავკასიის ისტორიის მცოდნე), რენატო ვაილატი (კრემონას), დანიელა ლოვეჩე (ჟურნალისტი), გრაცია ინტინი (ჟურნალისტი), ანტონიო ჯარლეტა (მუსიკოსი), კარმელა პელეგრინი (სკოლის დირექტორი), მარიო ნეგრი (ჟურნალისტი და ფოტოგრაფი) და სხვა.

ფრაჩესკო ტრეჩი: ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ღონისძიება იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და იტალიელებისთვის საქართველოს უკეთ გაცნობის კუთხით. მინდა ასოციაცია "მერანის" პრეზიდენტ მელი თურმანიძესა და ხათუნა შარაძეს მადლობა გადავუხადო რომ შესაძლებლობა მომცეს, ონლაინფორუმის საშუალებით, საქართველოს შესახებ ჩემი ცოდნა და ემოციები სხვა იტალიელებისთვისაც გამეზიარებინა. კონფერენციას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, იტალიის სხვადასხვა კუთხიდან. შეხვედრამ ძალიან წარმატებულად ჩაიარა და ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი, ჯერ კიდევ წინ არის...

ავტორი: ნინა მამუკაძე

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 კონკურსი იტალიაში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისათვის, რომელსაც ქალაქ ბარიში არსებული გენერალური საკონსულო აცხადებს

📌 როგორ დავუკავშირდეთ, ქალაქ ბარიში არსებულ, საქართველოს გენერალურ საკონსულოს

📌 "რომში დიდი ქართველი ხელოვანისა და დიპლომატის, გიორგი აფხაზის გამოფენა მოეწყობა" - ნენო გაბელია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794043370

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1794041433

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1794039575

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...

დავით მათიკაშვილი

1794039239

ახალი ამბები

ბრალდებულმა ბათუმში მეზობლად მცხოვრები კაცი გადაჭრილი თოფიდან გასროლით დაჭრა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-...

დაკავება და ბორკილები

1794038057

ახალი ამბები

ალექსანდრე ხაზარაძე: ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

„ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით დღევანდელ გლობალურ გარემოში, როდესაც მსოფლიოში გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ეკონომიკური ფრაგმენტაციის პროცესები...

ალექსანდრე ხაზარაძე