ვენეციის ყველაზე ცნობილი სასტუმრო ბილ გეითსმა შეიძინა (FOTO)

სასტუმრო "დანიელი" ვენეციის ბრწყინვალების სინონიმია, ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სასტუმროდ. მისი  ისტორია იწყება მე -14-ე საუკუნეში, როდესაც სასტუმროს მთავარი შენობა პალაცო დანდოლო, დიდგვაროვანი ვენეციური ოჯახის - დანდოლოს დაკვეთით აშენდა.  

ვენეციის დოჟების კარზე  დანდოლოს ოჯახმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, როდესაც მან დაიპყრო კონსტანტინოპოლი 1204 წელს და დაბრუნდა ქალაქში ნაძარცვი ოქროს, მარმარილოს და ბიზანტიური ნაკეთობებით, მათი ნაწილი შემდგომში შეიტანეს  დანდოლოს სასახლის ინტერიერში.

დროთა განმავლობაში დაემატა კიდევ ორი შენობა (შემდგომში ზოგი გადააკეთეს, ზოგი დაანგრიეს და თანამედროვე არქიტექტურით ჩაანაცლეს). სამივე სასახლეში განთავსებულია ხელოვნების ნიმუშების მდიდარი კოლექცია და ძვირფასი ანტიკვარიატი, რომლებიც ქალაქის ისტორიას ასახავს და კარგად ერწყმის  თანამედროვე ინტერიერის  ელემენტებს.

როგორც სასტუმრო, ფუნქციონირებს 1822 წლიდან. მთავარ შენობას ბევრჯერ ჩაუტარდა რესტავრაცია, თუმცა მე-14-ე საუკუნის გოთური არქიტექტურა, სტილი და ბრწყინვალება მკაცრად დაცული და შენარჩუნებულია.

სწორედ ამ არქიტექტურით და საოცარი ხედით ვენეციის ლაგუნაზე, სასტუმრო "დანიელი" მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში,  მრავალი გამორჩეული სტუმრის საყვარელი ადგილი იყო და არის, მათ შორის უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო მეთაურები და ცნობილი ადამიანები კინოდან და მუსიკიდან.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ სასტუმრო ბილ გეითსმა შეიძინა, მის სრულ რესტავრაციას აპირებს და 2024 წელს მზად იქნება 200 ოთახით.
ზუსტი ფასი უცნობია, თუმცა რამდენიმე ასეული მილიონი ევროა.

P.S. იმედია ბანალურ რკინის მონსტრად არ აქცევენ და შეუნარჩუნებენ შუასაუკუნოვან სტილს და ხასიათს.

ნატო როზომაშვილი სპეციალურად ExclusiveTV.ge-თვის ბარიდან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794417130

ახალი ამბები

თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...

ყვითელი ლენტი

1794415878

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო

„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...

მიხეილ ყაველაშვილი

1794413989

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი

„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...

თორნიკე ჭეიშვილი

1794411572

ახალი ამბები

ნათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება

„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...

ნათია თურნავა

1794411071

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...

თორნიკე ჭეიშვილი