30 წლის წინ გაყინული ტყუპი, რომლებიც ასაკით თითქმის მშობლების თანატოლები არიან
ახალშობილი ტყუპი, ლიდია და ტიმოთე, მსოფლიო რეკორდსმენები არიან. ისინი 1992 წლის 22 აპრილს ჩაისახნენ, თუმცა ქვეყანას 30 წლის შემდეგ, 2022 წლის 31 ოქტომბერს მოევლინენ. 30 წლის განმავლობაში მათი ემბრიონები გაყინული იყო. თავის დროზე ისინი ერთ-ერთი წყვილისთვის შექმნეს, რომელიც მათ აღარ დასჭირდათ.
მოგვიანებით ემბრიონები დონორთა ეროვნულ ცენტრს გადასცეს, რათა სხვა წყვილებს შეძლებოდათ მათი გამოყენება. ასე რომ, ისინი ფილიპ და რეიჩელ რიჯვეიებმა "იშვილეს".
ემბრიონის დონაცია გავრცელებული პრაქტიკაა. როგორც ვიცით, ხელოვნური განაყოფიერებისთვის ექიმები რამდენიმე ემბრიონს ანაყოფიერებენ, მაგრამ ყველას არ იყენებენ. გამოუყენებელ ემბრიონებს ყინავენ შემდგომი ორსულობისთვის ან ინახავენ სხვა უშვილო წყვილებისთვის. მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ ემბრიონი "იშვილონ".
პარადოქსია, რომ ლიდია და ტიმოთე ასაკით თითქმის თავიანთი მშობლების ხნის არიან. მათი ემბრიონები გაიყინა, როცა ფილიპი 5 წლის იყო. ბავშვები მრავალშვილიან ოჯახში გაჩდნენ- მათ მშობლებს კიდევ ოთხი შვილი ჰყავთ 8-დან 2 წლამდე.
როგორც ხედავთ, ფილიპსა და რეიჩელს უშვილობის პრობლემა არ აწუხებდათ. მათი მიზანი სიკეთის გაკეთება იყო. მათ, ისევე როგორც ბევრ სხვა ამერიკელს, სჯერათ, რომ „გაყინულ“ ჩვილებს უნდა მიეცეთ შანსი, დაიბადონ და არ ინახებოდეს წლების განმავლობაში თხევად აზოტში.
„ჩვენ არ ვცდილობდით რაიმე უჩვეულოს ჩადენას, უბრალოდ ვთხოვეთ ის ემბრიონები გადმოეცათ, ვინც ყველაზე დიდხანს ელოდა", - ამბობს ფილიპ რიდგუეი.
სხვათა შორის, რეიჩელს სამი ემბრიონი გადაუნერგეს, თუმცა გააფრთხილეს, რომ სამი ტყუპის მუცლით ტარება და მშობიარობა გარკკვეულ რისკებს შეიცავდა.
"რეპროდუქტოლოგმა მათი სურათი მაჩვენა მირჩია, მხოლოდ ორი გადამენერგა. მე ვუთხარი: „შენ ახლახან მაჩვენე ჩემი სამი შვილის სურათი და სამივეს მოვავლენ ამ ქვყანაზე", - იხსენებს რეიჩელი ცრემლიანი თვალებით.
2022 წლის 2 მარტს, გაყინვიდან 29 წლისა და 10 თვის შემდეგ, სამი ემბრიონი გადაეცა რეიჩელს. მათგან ორი აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი. სხვათა შორის, ბავშვები ტყუპებისთვის კარგი მაჩვენებლებით დაიბადნენ - ლიდია იწონიდა 2600 გრამი იყო, ხოლო ტიმოთე - 2900. როცა ბავშვები გაიზრდებიან, მშობლები აუცილებლად მოუყვებიან მათ ჩასახვის უჩვეულო ისტორიას.
სხვათა შორის, წინა ცნობილი რეკორდსმენი მოლი გიბსონი იყო, რომელიც გაყინვიდან 27 წლის წინ შემდეგ, 2020 წელს დაიბადა. მოლის ჰყავს უფროსი და, ემა, რომელიც ასევე ინ ვიტრო განაყოფიერებით გაჩნდა. მისი ემბრიონი 24 წლის განმავლობაში იყო გაყინული.
რამდენ ხანს შეიძლება გაყინული ემბრიონის შენახვა?
რეპროდუქტოლოგები თვლიან, რომ თუ პროცედურა სწორად ჩატარდა, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა ემბრიონის ამ მდგომარეობაში გატარებულ დროს. დაბალი ტემპერატურა არ იმოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე, რომელიც შემდეგ დაიბადება. გაცილებით მნიშვნელოვანია იმ ქალის ასაკი, რომლის კვერცხუჯრედი გამოიყენეს. რაც უფრო ახალგაზრდაა, მით მეტია წარმატების შანსი.
წყარო:mshoblebi.ge
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵16 წლის ბიჭს ბიძა გარეულ ღორში აერია და სროლა დაუწყო - 33 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა
🔵„ყველას ძალიან გვტკივა“ - „მაგნიტი“ მოკლული ქალის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
🔵კორონავირუსმა ისევ იფეთქა - ჩინეთში საჯარო სივრცეები იხურება
1790318906
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგ...
1790317745
საზოგადოებასამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შ...
1790317329
საზოგადოებაშემოსავლების სამსახური: განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია - საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, სგპ „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პ...
1790316254
საზოგადოებაშსს: სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება - გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებულების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა
დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყ...
1790315108
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე გაეროში პრემიერის გამოსვლაზე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის კონტექსტში ნახსენები იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა. ეს არის ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თითოეული ქართველისთვის
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა საქართველოს დელეგაციის წევრმა, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან შეაფასა. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მშვიდობის კო...


























