"ამ სამყაროში გადარჩენის საიდუმლო ზრუნვაა - რადგან დაგერქვა ადამიანი, ჯერ სხვას უშველე... შენ კი ღმერთი გიშველის"
გერმანიაში ყველაზე ცნობილი საცხობის მფლობელი ებრაელი ანჟელი ხშირად ამბობდა: ამ სამყაროში გადარჩენის საიდუმლო ზრუნვაა !
"ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი, როდესაც გერმანიაში ნაცისტები უმოწყალოდ ხოცავდნენ ებრაელებს. ერთ ღამეს მატარებლით წაგვიყვანეს ოსვენციმში.
გარეთ საშინელი სიცივე იყო.
რამდენიმე დღის განმავლობაში დაგვტოვეს საკვების და საწოლების გარეშე.
შესაბამისად, შესაძლებლობის გარეშე, როგორმე გავმთბარიყავით.
უსასრულოდ თოვდა. ცივი ქარი ყოველწამიერად ლოყებს გვიყინავდა.
ჩვენ ასობით ვიყავით საკვების , წყლის , თავშესაფრის გარეშე.
სიცივისგან სისხლი ძარღვებში გვეყინებოდა.
ჩემს გვერდით იყო მოხუცი ებრაელი, რომელიც ჩვენს ქალაქში ხალხს ძალიან უყვარდა.
ის მთელი სხეულით ცახცახებდა და საშინლად გამოიყურებოდა. მკლავები შემოვხვიე, რომ გამთბარიყო.
მჭიდროდ ჩავეხუტე და ვუზელდი ფეხებს, სახეს, კისერს.
ვევედრებოდი, ცოცხალი გადარჩენილიყო.
მე თვითონ დაღლილი და გაყინული ვიყავი, თითებს ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მოხუცი მამაკაცის სხეულის მასაჟს და მის გამხნევებას არ ვწყვეტდი.
რამდენიმე საათი გავიდა ასე.
ბოლოს,როგორც იქნა, გათენდა. მზემ გამოანათა.
გარშემო მიმოვიხედე და მხოლოდ გაყინული ადამიანების ცხედრები დავინახე. ყინვიანმა ღამემ ყველა იმსხვერპლა.
მხოლოდ ორი ადამიანი გადარჩა: მოხუცი და მე.
მოხუცი გადარჩა, რადგან მე ის გავათბე, მე კი გადავრჩი, რადგან მას ვათბობდი.
ამ სამყაროში გადარჩენის საიდუმლო სწორედ ეს არის : როდესაც თქვენ სხვის გულს ათბობთ, მაშინ თქვენც თბებით.
როდესაც მხარს უჭერთ, აძლიერებთ და შთააგონებთ სხვებს, მაშინ თქვენც იღებთ მხარდაჭერას, გაძლიერებას და შთაგონებას თქვენი ცხოვრებისათვის."
"რადგან დაგერქვა ადამიანი, ჯერ სხვას უშველე... შენ კი ღმერთი გიშველის"
წყარო: ფეისბუკ გვერდი "კარმა"
ასევე საინტერესოა:
🔵 არ შეიძლება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბელარუსის მონაწილეობის გარეშე - ლუკაშენკო
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























