„არა მგონია ამისგან ექიმი გამოვიდეს, ამას აწი საწერ კალამს ვერ გავაგდებინებთ ხელიდანო“ - ემიგრანტი ჟურნალისტი

ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი, ლალი იმედაიშვილი, ბავშვობის დროინდელი მოგონებების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ამბავი მეტად საინტერესოა და კულმინაციას წერილის დასასრულს აღწევს.

ჩვენს მკითხველს ვურჩევთ, ბოლომდე მიადევნონ თვალი ემიგრანტი ჟურნალისტის სახალისო ისტორიას. აქვე გეტყვით, რომ სურვილის ქონის შემთხვევაში, მოგვწერეთ თქვენი ისტორიები, საინტერესო ამბები ემიგრაციის შესახებ და ჩვენ, რჩეულ წერილებს ფართო აუდიტორიას გავაცნობთ.

„დედაჩემი სისხლის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ლაბორანტი იყო. მთელი თუ არა, ნახევარი ბავშვობა ლანჩხუთის საავადმყოფოში გავატარე, სკოლის შემდეგ სამსახურში მივდიოდი მასთან. ეს დრო ყველაზე არაჩვეულებრივად დამამახსოვრდა. 70-იანების ბოლო, 80 -იანების პირველი ნახევარი.

ლაბორატორიაში შვიდი ქალი მუშაობდა, პატარა შვილები არცერთს არ ჰყავდა და რაღაც ყველას საერთო შვილად ვგრძნობდი თავს, მანებივრებდნენ, თავს მევლებოდნენ. დედაჩემს, როცა ვაბრაზებდი, არასოდეს აძლევდნენ ჩემი დასჯის საშუალებას, მათზე გაბრაზებული, სახლში წამითაქებდა ხოლმე უსაქციელობისთვის.
მთელ მედპერსონალს ვიცნობდი, არა მხოლოდ დედაჩემის კაბინეტში, მთელ პირველ სართულზე, რენტგენის, ფიზიოთერაპიის, ყელ-ყურის, სეროლოგიური ლაბორატორიის კაბინეტებში.

პირველი სართულის დერეფნის ბოლო გადაკეტილი იყო და იქ შესვლა მეკრძალებოდა, ინფექციური განყოფილების კარებს მკაცრი წითელი წარწერა ჰქონდა,"შესვლა აკრძალულია!".

მანამდე მეორე სართულზე ასასვლელ კიბესთან უნდა გაგევლო, ზემოთ ორი განყოფილება იყო, მარჯვნივ - ქირურგიული, მარცხნივ - შინაგანი დაავადებების ანუ თერაპიული. სულ ქირურგიულისკენ გადავუხვევდი ხოლმე, ალბათ იმიტომ რომ 7-8 წლის ბავშვს არავინ მიშლიდა იქ შებოდიალებას, პირიქით ყველა სიხარულით მხვდებოდა - ოხ, მოსულა კოკონაის გოგო, იტყოდნენ ნაცნობი ექთნები, ექიმები, ყველა მეფერებოდა, ტკბილეულსაც ჩამიტენიდნენ ხოლმე მუჭში. არც პალატებშო შეხედავას მიშლიდნენ, მხოლოდ საოპერაციო ბლოკში არ შეიძლებოდა შესვლა, მაგრამ იქიდან გამოსული საშა ზღულაძე აუცილებლად თმებს მომიჩეჩავდა ხოლმე, მისი ცოლი, ჩემი საყვარელი მადონა დეიდა, დედაჩემის ლაბორატორიის გამგე იყო.

ღმერთო ჩემო, წარმოუდგენელია, რამდენ ადამიანს ვუყვარდი და მეც რამდენი მიყვარდა.

პირველკლასელი ვიყავი, როდესაც ლაბორატორიაში ახალგაზრდა ექიმი მოვიდა, სვეტა რამიშვილი. სვეტასთან ცოტა ვმორცხვობდი, არ ვიყავი გაშინაურებული. წერა ახალი ნასწავლი მქონდა და წარმოდგენა არ მაქვს რატომ, მწვანე ყდიანი ქართულის რვეულის საშრობზე, ოკრობოკრო ასოებით გამოვიყვანე წინადადება “სვეტა აბდალი“.

იქ ამბავი ატყდა, დედა შვილს რომ არ აიყვანს ხელში, დედაჩემი გამომეკიდა გასაწიწკნად, ვენერა ჩიჩუამ, ჩემმა დედობილმა არ მისცა ჩემი მოთეთქვის საშუალება, გადამეფარა თავზე კრუხივით. გადავრჩი, მაგრამ სახლში მაინც მომხვდა, ოღონდ ცოტა მსუბუქად, გადაუარა ბრაზმა ამასობაში. 

P.S. ფრენდნო! არ ვიცი ამ ამბებს რისთვის გიყვებით, რაღაცნაირად მსიამოვნებს ბავშვობის ამბების გახსენება. ხომ ხედავთ, პირველი დამოუკიდებელი წინადადებაც როგორი "მომაკვდინებელი" გამომსვლია. მაშინ თქვა მადონა ზღულაძემ, არა მგონია ამისგან ექიმი გამოვიდეს, ამას აწი საწერ კალამს ვერ გავაგდებინებთ ხელიდანო. 
გამართლდა მისი წინასწარმეტყველება. 
მიყვარს ეს ხალხი, ვისზეც დავწერე და ძალიან მომინდა, თქვენთვისაც გამეცნო. მერე რა უჭირს რომ მათმა უმეტესობამ პარალელურ სამყაროში გადაინაცვლა, სიყვარული ხომ მაინც ჩვენთან რჩება სიცოცხლის ბოლო წუთამდე.“ - წერს ლალი იმედაიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 „ასე გავხდი მუნჯი, უსიტყვო, უენო, სრულიად ნული... ოთხი წლის ბავშვით ხელში... უპუროდ და შიშით სავსე ჩემოდნებით“ - ემიგრანტი ჟურნალისტის ისტორია

📌 როგორ ვიშოვოთ სამსახური იტალიაში? - სასარგებლო და სახალისო რჩევები ემიგრანტისგან

📌 მოხუცი ბებო, მზრუნველი მეზობლები და კარს მომდგარი ახალი წლის ისტორია

📌 მენეჯერმა ყავის და კრუასანების თანხა არ გამომართვა - მე შენს ქვეყანაში ვიყავი და საოცარი ხაჭაპური გაქვთო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786175928

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა

„ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა, სამარცხვინო სიტყვები თქვა, თითქოს, სააკაშვილისთვის შეგინ...

ირაკლი კობახიძე

1786174722

ახალი ამბები

რეზო ბლიაძე: ადამიანები, რომლებიც 2008-ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ „რუსებს”…

მუსიკოსი რეზო ბლიაძე ოპოზიციის ნაწილსა და მათ მხარდამჭერ არტისტებს ორპირულ და უპრინციპო ქცევაში ადანაშაულებს. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო წლების პოლიტიკურ მოვლენებსა და კულტურის სფე...

რეზო ბლიაძე

1786173218

ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო – მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები

„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულე...

საგარეო საქმეთა სამინისტრო

1786172211

მსოფლიო

კიევის ოლქზე საჰაერო იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსულმა ძალებმა 7-8 აგვისტოს, ღამით, კიევზე და კიევის ოლქზე კომბინირებული საჰაერო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. „ბროვარის რაიონში სამ ადგილას სახლები დაინგრა. დაღუპულია სამ...

კიევის ოლქზე

1786171260

ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით, რუსეთის ფედერ...

სახელმწიფო მინისტრის აპარატი