დემენციის ნაადრევი, ნაკლებად ცნობილი სიმპტომი, რომელიც ნაადრევად შეიძლება გამოვლინდეს
დემენციის მრავალი სახეობა არსებობს. მათგან ყველაზე გავრცელებულია ალცჰაიმერის დაავადება და სისხლძარღვთა დემენცია. დაავადების დიაგნოსტიკა უკვე 45 წლის ასაკში შესაძლებელია.
ამჟამად დემენციის სამკურნალო წამალი არაა, მაგრამ ნაადრევი დიაგნოსტიკა პროგრესის შენელებას ხელს უწყობს. დემენციის მეტ-ნაკლებად ცნობილი სიმპტომებია მეხსიერების დაკარგვა და გონების დაბინდვა. ადამიანები, რომელთაც ამ დიაგნოზის დასმის ეშინიათ, შეიძლება მოელოდნენ, რომ ეს ორი სიმპტომი პირველი გამაფრთხილებელი ნიშანი იქნება.
ბოლო კვლევების თანახმად, პირველი ჩვენება, რომელიც დემენციის მქონე პაციენტების თითქმის ნახევარს ეხება, განსხვავდება. ექსეტერის უნივერსიტეტის (The University of Exeter) მონაცემებით, ნაკლებად ცნობილი სიმპტომი, რომელიც ნაადრევად შეიძლება გამოვლინდეს, აპათიაა.
აპათია – მოტივაციის უქონლობა რაიმეს გასაკეთებლად ან გულგრილობა იმის მიმართ, რაც გარშემო ხდება. დემენციის მქონე პაციენტებში აპათიის გრძნობა შეიძლება გამოვლინდეს წინა გატაცების მიმართ ინტერესის დაკარგვით ან ქუჩაში გასვლის სურვილის არ ქონით. კვლევის ფარგლებში განიხილეს ალცჰაიმერით დაავადებული 4320 მონაწილის მონაცემები, რომლებიც 20 კოჰორტული კვლევის შედეგად შეაგროვეს. შედეგებმა აჩვენა, რომ მონაწილეების 45% კვლევის დასაწყისში აპათიური იყო. 20%–ში ეს ნიშანი უფრო დიდხანს გაგრძელდა. კვლევამ აჩვენა, რომ ბევრ პაციენტს აპათიის ნიშნები ჰქონდათ, მაგრამ დეპრესიის დიაგნოზი არ დაუსვეს. სავარაუდოდ, აპათია შეიძლება სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული.
აპათია დემენციის მქონე ადამიანებში საკმაოდ ხშირად გვხვდება. ალცჰაიმერის ასოციაციის მონაცემებით, პაციენტების 50-დან 70%–ს ეს სიმპტომი აწუხებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
1765863604
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა იწყება
პარლამენტში დღეს „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა იწყება. საქმე ეხება ინიციატივას, რომელიც სრულწლოვანის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის დანაშაული...
1765862139
ახალი ამბებიპარლამენტში პრობაციის შესახებ ცვლილებებს რიგგარეშე სხდომებზე განიხილავენ
პარლამენტში პრობაციის შესახებ ცვლილებებს რიგგარეშე სხდომებზე განიხილავენ. კანონპროექტით, არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების სოციალუ...
1765860557
ახალი ამბებისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიწვევით ჰააგაში გაემგზავრა
უკრაინის კიდევ ერთი მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგაშია. რამდენიმე საათში დაიწყება მაღალი რანგის დიპლომატიური კონფერენცია, რომელსაც ევროპის საბ...
1765830579
მსოფლიოევროპელმა ლიდერებმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გეგმა წარმოადგინეს
ევროპელმა ლიდერებმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გეგმა წარმოადგინეს. ომის დასრულების ძალისხმევა მოიცავს ვალდებულებებს შემდეგ საკითხებზე: უკრაინისთვის მდგრადი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწე...
1765829915
მსოფლიო„როიტერი“: აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინას მოლაპარაკებებზე უთხრეს, რომ ომის დასრულების ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში დონეცკის ოლქიდან ძალების გაყვანას უნდა დათანხმდეს
„ბერლინში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინას უთხრეს, რომ რუსეთთან ომის დასრულების ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში დონეცკის ოლქიდან ძალების გაყვანას უნდა დათანხ...































