"დიდი აფეთქება მოხდება იაპონიაში ეს ტერაქტია, დიახ, ტერაქტი !!! ეს დამტკიცდება კიდეც და ყველაფერს რუსეთს დააბრალებენ" - ლელა კაკულია

ამონარიდი ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებიდან, რომელიც 2016 წელი, 20 მაისით თარიღდება:

"ვხედავ, მომავალში დიდი აფეთქება მოხდება იაპონიაში. ეს ისევ ატომურ სადგურს ეხება.

მაგრამ ვხედავ, რომ ეს არ იქნება გაჟონვა, ეს ტერაქტია, დიახ, ტერაქტი!!!

ეს დამტკიცდება კიდეც და ყველაფერს რუსეთს დააბრალებენ, იტყვიან, რომ ეს რუსეთის ნამოქმედარია.

ამერიკა თავს შეიკავებს ბრალდებისგან. ამას იმით ახსნის, რომ გამოძიებაში ჩაერთვება, მონაწილეობას მიიღებს.

ევროპა, როგორც ყოველთვის, ნეიტრალურ პოლიტიკას დაიკავებს.

თუმცა, საბოლოო ჯამში, თითს მაინც რუსეთისკენ გაიშვერს.

და რას გააკეთებს რუსეთი? რას და, საკადრის პასუხს გასცემს ამ საშინელ ბრალდებას, ეს რუსეთმა კი არა, ამერიკამ ჩაიდინაო.

ყველაფერი აირევა!

ამ ყველაფერთან ერთად კიდევ დიდი უბედურება დაატყდება თავს იაპონიას — დამანგრეველი მიწისძვრა. იქნება დიდი მსხვერპლი.

მიწისძვრას მოჰყვება ცუნამი — ოკეანის გამანადგურებელი ტალღა. ამას ტალღაც არ ჰქვია — ეს ნამდვილი ღვთის რისხვაა! ეს იქნება საშინელი პერიოდი იაპონიისთვის.

ვხედავ მოთხოვნას, დაუბრუნოს რუსეთმა იაპონიას თავისი ისტორიული მიწები — კურილის კუნძულები.

ამასთან დაკავშირებით დიდი ომები დაიწყება.

რუსეთი, ვხედავ, იბრძოლებს, მაგრამ კუნძულების დაბრუნება მაინც მოუწევს.

დიახ, იაპონია დაიბრუნებს კუთვნილ მიწებს. ეს მრავალი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე.

ვხედავ, იაპონია მაინც გადარჩება.

იაპონელები არ გადაშენდებიან და ეს კოსმოსის ნებაა.

მომავალში ვხედავ იაპონიის ახალ და ძლიერ სახელმწიფოს.

ამინ!

მსოფლიო კიდევ უფრო მეტად დაიძაბება.

ყველგან დაძაბულობაა, მესამე მსოფლიო ომის პირასაა ყველაფერი მისული. ასეა, ბედისწერას ვერავინ ასდება, ვერც ადამიანები და ვერც ქვეყნები.

 ერთი რამ მიკვირს: რატომ ჰგონიათ რუსებს, რომ ისინი ძალიან ჭკვიანები არიან? მათი ოცნებაა, აღადგინონ საბჭოთა კავშირი ძველი თხუთმეტი რესპუბლიკითა და საერთო დედაქალაქ მოსკოვით. ვხედავ, ეს არ მოხდება, მაგრამ ასეთი პოლიტიკა გამოიწვევს სხვა ქვეყნების გათამამებას, ირღვევა ბალანსი და იწყება მესამე მსოფლიო ომი. ეს ჯერ კიდევ 1987 წელს აღვწერე, 1993 წელს კი გამოვაქვეყნე. ფრთხილად! წინასწარმეტყველებაში მკაფიოდ ჩანს რუსული პოლიტიკის მხრივ მუსლიმთა ხელშეწყობა.

გარდა ამისა, ჩრდილოეთ კავკასიაც ოფიციალურად აღებს ევროპის კარს და რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული მცირე ერები ფაქტებით ამტკიცებენ გენოციდს რუსეთის მიერ. არსებობს საშინელი დოკუმენტური მასალები, ფოტოები...

მოკლედ, მომავალში ვხედავ, ევროპა მზადაა, მეორე ნიურნბერგის პროცესი მოუწყოს რუსეთს, მაგრამ ვერ ბედავს, როგორც ყოველთვის.  

თუმცა ეს ყველაფერი იმ „სასამართლოსთან“ შედარებით, რომელიც რუსეთს მესამე მსოფლიო ომის დროს ელის მუსლიმებისგან, საერთოდ არაფერია.

გასაკვირია პირდაპირ, რუსეთი საკუთარი ხელით ითხრის სამარეს! და ამას მთელი მსოფლიო იხილავს.

2010 წელი, 20 მარტი

ვხედავ, ამერიკა მოულოდნელ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს და ეს დიდი დარტყმა იქნება რუსეთისთვის.

საქართველოს არ შეეხება არაფერი. ეს მხოლოდ ამერიკა-რუსეთის ინტერესების შეჯახებაა.

ვხედავ, ეს მართლაც სერიოზული, ძალზე სერიოზული, მართლა პოლიტიკური ომია.

ამერიკა იმ საკითხებს, რომელთაც აქამდე არ წყვეტდა საქმიანად (ეს საქართველოსაც შეეხება), მოულოდნელად გადაწყვეტს.

აქ მოლაპარაკებები და შეხვედრები, ვხედავ, არაფრის მომტანია.

რუსეთი თავის გეგმებს ახორციელებს და უკან არ იხევს, საქმიანად მოქმედებს და თუ შეერთებული შტატები მყარ პოლიტიკურ ნაბიჯებს არ გადაგამს, ანუ არ დაიწყებს მოქმედებას, იგი წააგებს!

თუმცა მომავალში ამერიკას თვითონ რუსეთი აიძულებს, გადაწყვეტილებები განახორციელოს.

ასევე ევროპაც, რომელიც რუსეთს უძვრება, მოულოდნელად უარყოფითად შეუბრუნდება და დიდ დარტყმას მიაყენებს მას. უბრალოდ ევროპის ქვეყნებში მთავრობები იცვლებინ, მოდიან მთავრობები, რომლებიც რუსეთთან გარიგებაში არ შევლენ.

გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობები რუსეთს უძვრებიან და მათი ვითომ მკაცრი მოთხოვნები — ეს თამაშია, რაც რუსეთმა კარგად იცის.

ისინი ყოველდღე არღვევენ კანონებს ძალისმიერი მეთოდებით და არავინ უწყის, თუ რა სიურპრიზებს მოაწყობენ და რით გააკვირვებენ მსოფლიოს კრემლის ბინადარნი. თუმცა, ის წინასწარმეტყველებები, რომლებიც რუსეთზე დავინახე 20-25 წლის წინ, დღეს ნაბიჯ-ნაბიჯ სრულდება მთელი სიზუსტით და რუსეთს უდიდესი დარტყმა ელის უკვე ახლო მომავალში.

რუსეთის სახელმწიფოს კოსმოსი ნიურნბერგის პროცესს მოუწყობს და ამას ვერავინ შეაჩერებს.  
ყველაფერი მოეკითხებათ კრემლის ბინადართ!

2010 წელი, 16 აპრილი

ვხედავ, დიდი პოლიტიკური ომი, ღია ომი იწყება [რუსეთთან დაკავშირებით], რაშიც ევროპა და ამერიკაც ჩაერთვება.

რუსეთი, როგორც ყოველთვის, აგდებულად შეხედავს ამ ომს მაგრამ ვხედავ, ზუსტად აქ წაიმტვრევს რუსული პოლიტიკა ფეხს.

მათი პოლიტიკა მთელ ევროპას გააღიზიანებს და არა მარტო ევროპას.

ფრთხილად, რუსებო! ეს იქნება საუკუნის სასამართლო და აქ ბევრი უცხო რამ ამოტივტივდება, რაც ღრმად იყო დამალული.

ვხედავ, ხალხს არ ეშინია რუსული დათვისა.

ეს ნიურნბერგის პროცესს ჰგავს.  

ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე და ასრულდება ასი პროცენტით!

2015 წელი, 24 იანვარი

ვხედავ, რუსეთს თავისი გასჭირვებია, მსოფლიო პოლიტიკაში დამარცხდება.

ევროპამ იგი უკვე ოკუპანტად ცნო იურიდიულად, როგორც ვიწინასწარმეტყველე, პუტინს კი ნიურნბერგის პროცესს მოუწყობენ!", - აღნიშნულია კაკულიას წინასწარმეტყველებაში.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, იაპონია რუსეთის მიერ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის შეჩერებას მიუღებელს უწოდებს. მოსკოვმა ტოკიოსთან ამ საკითხზე მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარი იაპონიის მიერ დაწესებული სანქციების გამო განაცხადა.

სხვა სიახლეები:

🔵 "იქნება კიდევ ერთი ძალიან გახმაურებული სიკვდილი" - ლელა კაკულია

🔵 უკრაინიდან, ასობით გაქცეული ტრანსგენდერი საზღვრიდან მოაბრუნეს

🔵 "კადიროვმა უკრაინის ომში ახალი საზარბაზნე ხორცი გააგზავნა" - რადას ყოფილი დეპუტატი (ფოტოკოლაჟი)

🔵 სააკაშვილი: რუსეთი უკრაინასთან ომს აგებს, რადგან რესურსებისგან იცლება - შესაძლებლობების ფანჯარა ახლა ჩვენთვისაც ღიაა და ამ მიზნებს ჩვენც უნდა მივაღწიოთ!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789807477

ახალი ამბები

კახა კალაძე ნატა ფერაძის მიმართ გერმანიაში აღძრულ საქმეზე: სოციალურ ქსელში მიზანმიმართული ბულინგისა და შეურაცხყოფის ფაქტებს ყველგან აქვს შესაბამისი რეაგირება

„როგორც ვხედავთ, ევროპულ ქვეყანაში, გერმანიაში სოციალურ ქსელში ბულინგი და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აქტივისტ ნატა ფერაძის მიმა...

კახა კალაძე

1789805564

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 სექტემბერს საქართველოში

19 სექტემბერს ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +22 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ზუგდიდშიც წვიმაა მოს...

ამინდი ამინდი

1789804509

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა

დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას. ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევ...

ირაკლი კობახიძე

1789803393

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა, ჩვენთვის დევნილებზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

„მთლიანობაში, 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა. დაიხურა 450-მდე მძიმე, ავარიული, ე.წ. კომპაქტური განსახლების ობიექ...

ირაკლი კობახიძე

1789803346

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ამ მიზანს საბოლოოდ აუცილებლად მივაღწევთ

მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე...

ირაკლი კობახიძე