ეს 7 ნივთი ახალ წლამდე მოიშორეთ სახლიდან - საინტერესო ამბები

ახალი წლის ღამე ცვლილებებისა და სიახლეებისთვის შესანიშნავი დროა.გირჩევთ ირგვლივ კარგად მიმოიხედოთ. თუ ამ შვიდი ნივთიდან სახლში რომელიმე აღმოაჩინეთ, დაუნანებლად მოიშორეთ და თქვენი ცხოვრებაში წარმატებები დაიწყება.

უსარგებლო ტანსაცმელი

კაბა, რომელშიც არ ეტევით, მაისური, რომელიც არასდროს ჩაგიცვამთ ან აღარასდროს ჩაიცვამთ, ის სამოსი, რომელიც თავადაც არ იცით რატომ იყიდეთ, ნაჩუქარი ტანსაცმელი, რომელიც არ მოგწონთ.

მოკლედ, მოიშორეთ ყველაფერი, რაშიც თავს არაკომფორტულად გრძნობთ. ეზოტერიკოსების აზრით, არაკომფორტული და უსიამოვნო ტანსაცმელი არა მხოლოდ სხეულს ზღუდავს, არამედ სასიცოცხლო ენერგიის ცირკულაციასაც აფერხებს.

ნივთი განსაკუთრებული შემთხვევისთვის

ეს შეიძლება იყოს ტანსაცმელი თემატური წვეულებისთვის (რომელიც საეჭვოა, რომ ვინმემ მოაწყოს) ან სამოსი, რომელიც აღარ გიხდებათ. თვალები დახუჭეთ, ღრმად ამოისუნთქეთ და სამუდამოდ მოიშორეთ არასაჭირო ნივთი, როგორი ლამაზი და „განსაკუთრებულიც“ არ უნდა იყოს.

"დაკარგული" ტანსაცმელი

თუ კაბა ან შარვალი ერთ წელზე მეტია არ გცმიათ, ნამდვილად აღარ დაგჭირდებათ. გირჩევთ. კარადის ყველაზე შორეული თაროები ყურადღებით დაათვალიეროთ და თუ ასეთი სამოსი აღმოაჩინეთ დაუნანებლად გააჩუქოთ ან გადააგდოთ.

დეკორის მოუვლელი ნივთები

ლაქები, ნაკაწრები, დაზიანებული და გატეხილი ადგილები ყველაზე ლამაზ ნივთსაც კი აუშნოებს, ამიტომ გირჩევთ, დეკორის თითოეული ნივთი ყურადღებით დაათვალიეროთ და დაზიანებული ნივთები თავიდან მოიცილოთ.

უცხო ნივთები

ყველამ იცის, რომ ახალ წელს ვალების გარეშე უნდა შეხვდეთ. იგივე ეხება სხვა ადამიანების ტანსაცმელსაც, რომელიც დროებით ითხოვეთ. ჯერ ერთი, ისინი წინა პატრონების ენერგიას ფლობენ, რომელიც შეიძლება ნეგატიური იყოს, თანაც ნათხოვარი ნივთები (მათ შორის ტანსაცმელი) ფინანსურ კეთილდღეობაში ხელს შეგიშლით.

ცუდი ასოციაციები

თუ რომელიმე ნივთი თქვენს მეხსიერებაში ნეგატიურ მოგონებებს იწვევს, არ დაგენანოთ და თამამად მოიშორეთ. ნივთები, რომლებსაც მტკივნეული მოგონებები ახლავს, თქვენი სივრცის ენერგეტიკას „მოწამლავს“ და ბედნიერებაში ხელს შეგიშლით.

ძველი კოლჰოტები და წინდები

კოლჰოტებს და წინდებს ჩვენი შარვლის ან კაბის ქვეშ ვერავინ ხედავს, ამიტომ ხშირად გახეულ ადგილს ან პატარა ნახვრეტს ვკერავთ და ვივიწყებთ, თუმცა ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ასეთი ჩვევები ჩვენს თვითშეფასებაზე გავლენას ახდენს.

თუ გსურთ საკუთარი თავის სიყვარული ისწავლოთ, ძველი კოლჰოტები და წინდები გადაყარეთ და ახლები იყიდეთ. შესაძლოა, გარეგნულად არაფერი შეიცვალოს, მაგრამ თვითშეფასება აიწევს.

წყარო: funtime

ასევე დაგაინტერესებთ:

* "მსოფლიომ ნახა რამდენად შოკის მომგვრელია ფოტოები - მთავრობა ამბობს, რომ ყველაფერი ყალბია" - ედუარდ სააკაშვილი

* "საზოგადოებამ დღემდე ვერ მოიშუშა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძალადობრივი მოკვდინების ტრავმა - ამიტომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753777911

ახალი ამბები

ნინო თანდილაშვილი: გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილების საკითხების გათვალისწინება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ურბანული და წყლის მართვის სექტორის...

ნინო თანდილაშვილი

1753776614

მსოფლიო

ლონდონის ცენტრში დანით შეიარაღებული კაცი ხალხს თავს დაესხა - არიან გარდაცვლილები

ლონდონის ცენტრში, თაუერ ბრიჯთან ახლოს დანით შეიარაღებული კაცი ადამიანებს თავს დაესხა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, - წერს Reuters. ოფიციალური მონაცემებით, ერთ-ერთი დაშავებული, 58 წლის კაცი, ადგ...

პოლიცია

1753774701

ახალი ამბები

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. 2022 წლის 29 ივლისს, სამაშველო ოპერაციის შესრულებისას, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ტრაგიკულ შემთხვევას შინაგან...

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

1753774195

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის“ საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ „რუსულის“ იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის“ საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ „რუსულის“ იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლ...

შალვა პაპუაშვილი

1753772574

ახალი ამბები

ევროკავშირმა Temu ციფრული მომსახურების შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა

ევროკომისიამ ჩინური ინტერნეტმაღაზია Temu ციფრული მომსახურების შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. ევროპელი ჩინოვნიკების აზრით, მარკეტპლეისი სათანადო ღონისძიებ...

Temu